თერგის ოლქი
თერგის ოლქი (რუს. Терская область; 8 (20) თებერვალი, 1860 — 1920) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული კავკასიაში (შემდგომ — რსფსრ-ში). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ვლადიკავკაზი. ფართობი 75 400 კმ², მოსახლეობა (1897 წ.) — 933 936 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — სტავროპოლისა და ასტრახანის, დასავლეთით — ტფილისის გუბერნია, სამხრეთით — ბაქოსა, ტფილისის და ქუთაისის გუბერნიები.
თერგის ოლქი რუს. Терская область ოლქი | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
თერგის ოლქი კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი | |||||||
დედაქალაქი | ვლადიკავკაზი | ||||||
ფართობი | 75 400 კმ² | ||||||
მოსახლეობა | 933 936 (1897) | ||||||
ისტორია
რედაქტირება1857 წლის 10 დეკემბერს კავკასიის ფრონტის მარცხენა ფრთა დაიყო 4 ოკრუგად: ყაბარდოს, სამხედრო-ოსეთის, ჩეთნეთისა და კუმიკის[1].
1858 წლის 14 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე თერგისა და არღუნის ზემო დინებაში მცხოვრებმა: ჭანთის, მულკოის, დეშნის, ძუშსოის, ჩუჟნაკოის, ტერელოს, ხოჩაროის, ჰელდიროის, ჩახოის, ნამახის, მაისტის, შატოისა და ჩებერლოის მთიელთა საზოგადოებებმა გამოთქვეს მორჩილება რუსეთი იმპერიის მიმართ[2].
1858 წლის 3 დეკემბერს შეიქმნა ჭანთის, ახოსა და შატოის სანაიბო[3].
1860 წლის 8 (20) თებერვლის უმაღლესი ბრძანებულებით კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას დაერქვა თერგის ოლქი, მარჯვენას — ყუბანის ოლქი, ხოლო ორივეს სტავროპოლის გუბერნიასთან ერთად კი — ჩრდილოეთ კავკასია[4].
1862 წლის 29 მაისს მოხდა თერგის ოლქის დაყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად[5].
- სამხედრო განყოფილება.
- დასავლეთის განყოფილება;
- ყაბარდოს ოკრუგი (დიდი და პატარა ყაბარდო, ასევე ბალყარების, ბეზენგის, ხულამის, ჩეგემისა და ურუსპის მთიელთა საზოგადოებები);
- ოსეთის ოკრუგი (ოსებით დასახლებული რეგიონი);
- ინგუშეთის ოკრუგი (ნაზრონოვის, ყარაბულახის, ღალღაის, ქისტეთის, აკინსკისა და წორინსკი საზოგადოებები).
- ცენტრალური განყოფილება;
- ჩეჩნეთის ოკრუგი (პატარა და დიდი ჩეჩნეთი, თერგისზედა და კაჩკალიკოვის ჩეჩნების საზოგადოებები);
- არღუნის ოკრუგი (შატოის, ჭანთის, ჩაბერლოევისა და შაროევის საზოგადოებები);
- იჩქერიის ოკრუგი (იჩქერია).
- აღმოსავლეთის განყოფილება.
- კუმიკის ოკრუგი (კუმიკებით დასახლებული დაბლობი);
- მთიანი ოკრუგი (სალატავის, აუხოვსკისა და ზანდაკის).
- დასავლეთის განყოფილება;
- კავკასიის მინერალური წყლების სამხედრო მეთაურის ცალკეული სამმართველო.
- ვლადიკავკაზის საქალაქო სამმართველო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXII, указ 32541, ст. 995
- ↑ Кавказский календарь на 1861 год, Тифлисъ, 1860, ст. 35
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIII, указ 33847, ст. 436
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 35421, ст. 122
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXVII, указ 38326, ст. 497-499