კონდრატ ლუკას ძე ბარდიჟი (რუს. Кондрат Лукич Бардиж; დ. 9 მარტი, 1868 — გ. 9 მარტი, 1918) — კაზაკი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის I-IV მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ყუბანის ოლქიდან, ყუბანის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი.

კონდრატ ბარდიჟი
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1868(1868-03-09)
დაბადების ადგილი Bryukhovetskaya
გარდაცვალების თარიღი 9 მარტი, 1918(1918-03-09) (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტუაფსე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონდრატ ბარდიჟი დაიბადა სოფელ ბრაუხოვეცკაიაში. სწავლობდა ყუბანის სამხედრო გიმნაზიაში, მაგრამ 1885 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა იგი, საშუალო სკოლის სხვა თორმეტ მოსწავლესთან ერთად, რომლებიც გარიცხეს „უკანონო წრისადმი“ კუთვნილების გამო. მომდევნო წელს ბარდიჟი შევიდა სტავროპოლის იუნკერთა სასწავლებელში. ორწლიანი სკოლოს წარმატებით გავლის შემდეგ მიენიჭა კორნეტის წოდება და ჩაირიცხა სპარსეთის საზღვარზე განლაგებულ პოლტავის კაზაკთა I პოლკში. საზღვარზე 12 წლიანი მსახურების შემდეგ ბარდიჟი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და სოფლის მეურნეობას შეუდგა.

1903 წელს სოფლის მაცხოვრებლებმა, იგი ორგანიზატორული ნიჭის გამო აირჩიეს ატამანად. 1906 წელს კაზაკებმა გაგზავნეს მათ წარმომადგენელად პირველ სახელმწიფო სათათბიროში.

სათათბიროში ბარდიჟი გახდა სახალხო-თავისუფლების პარტიის წევრი, რომლის წევრი გარდაცვალებამდე დარჩა. იყო ოთხივე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრი. სათათბიროში მუშაობდა კაზაკთა ჯგუფში, თვითმმართველობისა და საზღვაო კომისიაში. მუშაობდა კაზაკთა რეგიონებში მიწის თვითმმართველობის შემოღებისა და კაზაკებისთვის სამხედრო სამსახურის ხელშეწყობის საკითხებზე. იმავდროულად ასრულებდა შავი ზღვა-ყუბანის რკინიგზის დირექტორის მოვალეობასაც.

თებერვლის რევოლუციის პირველივე დღეებში ბარდიჟი დაბრუნდა ყუბანში, როგორც დროებითი მთავრობის კომისარი, მაგრამ მალევე გადადგა. ყუბანის რადამ აირჩია, ყუბანის წარმომადგენლად დროებითი მთავრობის დროს. 1917 წლის ნოემბრის დასაწყისში ყუბანის რადამ, ყუბანის მთავრობაში იგი დაამტკიცა შინაგან საქმეთა კომისრად. მისი ინიცირებული „პარიტეტულ“ საწყისებზე შეიქმნა ყუბანის პარლამენტი — საკანონმდებლო რადა.

ეკატერინოდარის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, 1918 წლის 27 თებერვალს, ბარდიჟი მის ორ ვაჟთან და პრაპორშჩიკ დისტერლოსთან და კაზაკ ალექსეი შევჩენკოსთან ერთად დატოვა ქალაქი მანქანით და გაემართა გორიაჩი კლიუჩისკენ. გზად წითელარმიელებმა ტყვედ აიყვანეს და ტუაფსეში საპატიმროში გადაიყვანეს. 1918 წლის 9 მარტს ისინი „რევოლუციურმა“ სასამართლომ გაასამართლა და დახვრიტა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება