ტუაფსე
ტუაფსე (რუს. Туапсе́, ადიღ. ТIуапсэ) — სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2018 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 62,269 ადამიანს. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე კავკასიონის დასავლეთ ბოლოს, მდინარეების ტუაფსესა და პაუკის შესართავთან. მსხვილი საზღვაო პორტი. საკურორტო რაიონის ცენტრი.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტუაფსე | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 44°06′00″ ჩ. გ. 39°05′00″ ა. გ. / 44.10000° ჩ. გ. 39.08333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1838 | ||||
ფართობი | 33.41 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 45 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 60 089 (1 იანვარი, 2025)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 86167 | ||||
საფოსტო ინდექსი | 352800 | ||||
ოფიციალური საიტი | https://admtuapse.ru/ | ||||
ტუაფსე შაფსუღთა მსხვილი ცენტრია. ქალაქში ამ ენაზე მოსაუბრე 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის სახელწოდება ადიღეურ ენაზე (ტვ'აფსე) „ორ მდინარეს“ ნიშნავს, თუმცა ასევე მოიხსენიება ადრეულ ბერძნულ წყაროებში, როგორც ტოფსიდა.
თანამედროვე დასახლება 1838 წელს დააარსეს რუსებმა როგორც ველიამინის ციხესიმაგრე. ერთი წლით გვიან იგი შაფსუღებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს, თუმცა რუსებმა იგი მალევე აღადგინეს. ყირიმის ომის პერიოდში ციხესიმაგრე ოსმალებმა აიღეს (1857-59). 1875-87 წლებში სოფელი ცნობილი იყო სახელით „ველიამინოვსკი პოსად“. 1916 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო.
საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ტუაფსეში ნავთობის ტერმინალი და დეპო აშენდა. ვლადიმერ შუხოვის დაპროექტებული ნავთობსადენი გროზნოდან და მაიკოპიდან 1928 წლამდე ფუნქციონირებდა. ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც ამავე პერიოდში აიგო. მეორე მსოფლიო ომში კავკასიის ბრძოლებისას ნაცისტებმა სცადეს ტაუაფსეს ნავთოსადენის ხელში ჩაგდება, რამაც ქალაქს დიდი ზარალი მოუტანა.
აქ მდებარეობს რუსეთის ბავშვთა ბანაკი „ორლიონოკი“ (ყოფილი პიონერთა ბანაკი). მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში ვლადიმერ კრამნიკი და 2005 წლის მის მსოფლიო ნატალია გლებოვა ტუაფსეში არიან დაბადებული.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of Tuapse დაარქივებული 2015-03-31 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Unofficial website of Tuapse დაარქივებული 2011-10-12 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2025 года — Росстат, 2025.
- ↑ National Commission for Decentralised cooperation French. Délégation pour l’Action Extérieure des Collectivités Territoriales (Ministère des Affaires étrangères). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-08. ციტირების თარიღი: 2013-12-26.