რელიგიის თავისუფლება აზერბაიჯანში

რელიგიის თავისუფლება აზერბაიჯანშიაზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება, [1] რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს უფლებას აძლევს აირჩიოს და გახდეს ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევარი შეზღუდვების გარეშე. აზერბაიჯანის კონსტიტუციის მე-18 მუხლის I და III პუნქტების მიხედვით [2], აზერბაიჯანში რელიგია გამოყოფილია სახელმწიფოსგან [3] [4].

საკანონმდებლო აქტები რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით

რედაქტირება

„კანონი რელიგიის თავისუფლების შესახებ“ [5] აზერბაიჯანში მიღებულ იქნა No281 ბრძანებულების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აბულფაზ ელჩიბეიმ 1992 წლის [6] 20 აგვისტოს [7] .

რელიგიურ ნიადაგზე ცვლილებების გამო 1996 წელს „რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონში“ სამჯერ შევიდა ცვლილებები (7 ივნისი, 5 ნოემბერი და 27 დეკემბერი; 1997 წლის 10 ოქტომბერი; 2001 წლის 23 ნოემბერი; 2009, 2011, 2015 წლებში („კანონი რელიგიური ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ“) [8] და გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, ზოგიერთი ცნობა მიუთითებს, რომ იყო დარღვევები და შეზღუდვები ამ სფეროში, ზოგიერთმა რელიგიურმა ჯგუფმა რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. გარკვეული შეზღუდვები იყო რელიგიური ლიტერატურის იმპორტზეც.

აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებმა 2009 წელს შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვით საზღვარგარეთ განათლება მიღებულ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო რელიგიურ სტრუქტურაში თანამდებობის დაკავება. [7]

2016 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ „რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის“ არსში ცვლილებები შევიდა. [9]

რელიგიური დემოგრაფია

რედაქტირება

აზერბაიჯანის ფართობია 33,774 კვადრატული მილი (87,470 კვადრატული კილომეტრი), მოსახლეობა — 10,147,486 [10] (2018 წლის მონაცემებით). 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის არ არსებობდა სანდო სტატისტიკა კონკრეტული რელიგიური ჯგუფების წევრობის შესახებ; თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 96% მუსლიმია. დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად შედგება მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან, სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრებისაგან (თითქმის ყველა მათგანი ცხოვრობს სეპარატისტულ რეგიონში მთიანი ყარაბაღში ), არიან ებრაელები და ათეისტები .

რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის (SCWRA) მონაცემებით, ქვეყნის მუსლიმური მოსახლეობის დაახლოებით 85% შიიტია, ხოლო 15% სუნიტი ; ჯგუფებს შორის განსხვავებები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. 2011 წლის ანგარიშში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა განსხვავებული მაჩვენებლები: 65% შიიტები და 35% სუნიტები.

ქრისტიანთა დიდი უმრავლესობას რუსი მართლმადიდებლები შეადგენენ. ქრისტიანები კონცენტრირებულნი არიან ბაქოსა და ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ სუმგაითში.

ებრაული მოსახლეობა 16 ათასს შეადგენს. [11]

რელიგიური თემები და მათი დაწესებულებები

რედაქტირება

არსებობს მხოლოდ 7 ებრაული კონფესიური თემი. სინაგოგები ფუნქციონირებენ ბაქოში, გუბაში (სოფელი კრასნაია სლობოდა ) და ოგუზში. [2] რაბინების რაოდენობა ექვსს შეადგენს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ ბაქოში მოქმედებს ფართობით ყველაზე დიდი სინაგოგა მთელ კავკასიაში.

ბაქოში ასევე ფუნქციონირებს კათოლიკური ეკლესიის საკათედრო ტაძარი [12] .

აზერბაიჯანის სსრ არსებობის პერიოდში აზერბაიჯანში მხოლოდ 17 მეჩეთი იყო (მათგან 4 ბაქოში მოქმედებდა [13] ). მანამდე1369 მეჩეთი ფუნქციონირებდა (969 შიიტური, 400 სუნიტური) [14] 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში დაახლოებით 2166 მეჩეთია.[15]

1993 წლიდან 2003 წლამდე ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფუნქციონირებდა 150 მედრესე (აქედან 22 კონტროლდება ირანის ხელისუფლების მიერ, დანარჩენი 14 რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ. [16]

დღეისათვის აზერბაიჯანში სულ 2100-მდე მედრესეა. [17] მართლმადიდებლური ეკლესიები რუსული მოდელის მიხედვით ქვეყანაში 5: 3 დედაქალაქშია თავმოყრილი, ერთი განჯაში მდებარეობს და ერთიც ხაჩმაზის მხარეში [2] . სოფელ ნიჯში ( გაბალა ) 2006 წლიდან ფუნქციონირებს ჩოთარის ალბანურ-უდური ეკლესია. [17]

შიიტები, სუნიტები, რუსი მართლმადიდებლები და ებრაელები ითვლებიან ქვეყნის "ტრადიციულ" რელიგიურ ჯგუფებად. ქვეყანაში ას წელზე მეტი ხანია, რაც იმყოფებიან ლუთერანების, კათოლიკების, ბაპტისტების, მალაკნების (ძველი მორწმუნეები), მეშვიდე დღის ადვენტისტებისა და ბაჰაისტების მცირე ჯგუფები. გასულ ათწლეულში წვეყანაში დამკვიდრდა  არაერთი "უცხოდ" ან "არატრადიციულად" მიჩნეული რელიგიური ჯგუფი. მათ შორის "ვაჰაბიტები" და სალაფი მუსლიმები, ორმოცდაათიანელები და ევანგელისტი ქრისტიანები, იეჰოვას მოწმეები და კრიშნაიტები.ბაქოში ასევე არსებობდა მნიშვნელოვანი ემიგრანტული ქრისტიანული და მუსლიმური თემები, რომლებიც არ იზღუდებოდნენ ხელისუფლების მიერ. [18]

ახლა აზერბაიჯანში 510-ზე მეტი რელიგიური თემია, მათგან 32 არამუსლიმი. [2]

2018 წლის 11 ივნისს სახელმწიფოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ეხება რელიგიური თემების მატერიალურ დახმარებას. ბრძანების შინაარსის მიხედვით, ფინანსური დახმარება აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის 2018 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა შემდეგ დაწესებულებებზე [19] :

რელიგიური საზოგადოება ფინანსების ოდენობა
კავკასიის მუსლიმთა გამგეობა 1 მილიონი მანეთი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქია 250 ათასი მანათი
ბაქოს ევროპის ებრაელთა რელიგიური საზოგადოება 100 ათასი მანათი
მთის ებრაელთა რელიგიური საზოგადოება ბაქოში 250 ათასი მანათი
კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო პრეფექტურა AR 100 ათასი მანათი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ალბანურ-უდი ქრისტიანული რელიგიური თემი 100 ათასი მანათი

რელიგიური თავისუფლების სტატუსი

რედაქტირება

სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები

რედაქტირება

აზერბაიჯანის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია აირჩიოს და თავისი რელიგიის მიმდევარი იყოს  შეზღუდვების გარეშე; თუმცა, არსებობდა გარკვეული დარღვევები და შეზღუდვები. კონსტიტუციის შესაბამისად, რელიგიური შეხედულებების გამოხატვა და გავრცელება არის ყველას ბუნებრივი უფლება რასის, ეროვნების და სქესის განურჩევლად. რელიგიური ჯგუფების უმეტესობა შეხვედრებს სამთავრობო უწყებების ჩარევის გარეშე ატარებენ.

ასევე, ყველას აქვს უფლება აირჩიოს და შეცვალოს თავისი რელიგიური კუთვნილება და მრწამსი (მათ შორის ათეიზმი),შექმნას რელიგიური ჯგუფი და საკუთარი არჩევანის მიხედვით გახდეს რელიგიური აღმსარებლობის მიმდევარი. რელიგიის თავისუფლების აქტი პირდაპირ უკრძალავს მთავრობას ჩაერიოს რომელიმე ინდივიდის ან ჯგუფის რელიგიურ საქმიანობაში; თუმცა, არის გამონაკლისები, მათ შორის შემთხვევები, როდესაც რელიგიური ჯგუფის საქმიანობა „ემუქრება საზოგადოებრივ წესრიგსა და სტაბილურობას“. კანონი კრძალავს იძულებას რელიგიური რიტუალების შესრულებისას და რელიგიურ ჯგუფებში ძალდატანებით გაწევრიანებას. ადამიანებს, რომლებიც არ არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები, არ აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე კონფესიური პროპაგანდის ჩატარების უფლება.

რიგი საკანონმდებლო დებულებები მთავრობას საშუალებას აძლევს დაარეგულიროს რელიგიური ჯგუფები, მოითხოვოს რელიგიური ორგანიზაციების მათ შორის ცალკეული კრებების, მთავრობაში დარეგისტრირება. ოფიციალური რეგისტრაცია საშუალებას აძლევს რელიგიურ ორგანიზაციას ჰქონდეს საბანკო ანგარიში, იქირაოს ქონება და იმოქმედოს როგორც იურიდიული პირმა.

2001 წლიდან რელიგიური ჯგუფები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ SCWRA-ში. SCWRA-ს აქვს ფართო უფლებამოსილება დაარეგისტრიროს ჯგუფები, გამოაქვეყნოს, შემოიტანოს და გაავრცელოს რელიგიური ლიტერატურა და შეუძლია შეაჩეროს რელიგიური ჯგუფების საქმიანობა, რომლებიც არღვევენ კანონს.

SCWRA-ს მიხედვით, [20] 2006 წლის მაისიდან 2007 წლის ივნისამდე დარეგისტრირდა 48 ახალი ჯგუფი.

როგორც პაპი ფრანცისკე აღნიშნავს: [21] [22]

 
„აზერბაიჯანში რელიგიის თავისუფლება სრულად არის გარანტირებული“

Gallup International/WI Network of Market Research-ის გამოკითხვისას მიღებული შედეგების მიხედვით, 2015 წლის გაზაფხულზე, აზერბაიჯანი შედის 65 სახელმწიფოთა სიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სეკულარული. [23]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kevin Boyle, Juliet Sheen. Azerbaijan // Freedom of Religion and Belief: A World Report. — Routledge, 2013. — 512 p. — ISBN 9781134722297.
  • Azerbaijan // Laws on Religion and the State in Post-communist Europe / W. Cole Durham, Silvio Ferrari. — Peeters Publishers, 2004. — 328 p. — (Law and religion studies, Vol. 2). — ISBN 9789042913622.
  1. Современное правовое регулирование государственно-конфессиональных отношений в Азербайджане, Казахстане, Туркменистане и Киргизии | Правовая инициатива. 49e.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-26. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Azərbaycanda din azadlığı. www.azerbaijans.com. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  3. Статьи Конституции АР. www.zewo.ru. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  4. "Religion in Azerbaijan" (PDF). Approximately 95% of the population of Azerbaijan is Muslim. The rest of the population adheres to other faiths or are non-religious, although they are not officially represented. Among the Muslim majority, religious observance varies and Muslim identity tends to be based more on culture and ethnicity rather than religion. The Muslim population is approximately 85% Shi'a and 15% Sunni; differences traditionally have not been defined sharply. Other traditional religions or beliefs that are followed by many in the country are the orthodox Sunni Islam, the Russian Orthodox Church, and various Christian sects. Traditionally villages around Baku and Lenkoran region are considered strongho
  5. Азербайджанский мультикультурализм. multiculturalism.preslib.az. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  6. Закон Азербайджанской Республики "О свободе вероисповедания". base.spinform.ru. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  7. 7.0 7.1 Религиозная свобода в независимом Азербайджане | Moderator.az. www.moderator.az. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  8. Religious pluralism, extremism, and democracy: monitoring and debate in Georgia and Azerbaijan. (2016-2017). ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  9. „В Азербайджане изменят закон "О свободе вероисповедания". Day.Az (რუსული). 2016-10-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-26. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  10. countrymeters.info. Население Азербайджана 2018 | Численность населения Азербайджана ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-25. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  11. РЕЛИГИИ В СОВРЕМЕННОМ АЗЕРБАЙДЖАНЕ. www.azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-19. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  12. „Храм, Часовни“. Католическая Церковь в Азербайджане (რუსული). 2011-09-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-06. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  13. Мечети в АР. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-21. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  14. „Ислам в Азербайджане: история и современность“. Böll SOUTH CAUCASUS (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-13. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  15. К вопросу о свободе вероисповедания в Азербайджане | Вестник Кавказа. vestikavkaza.ru. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  16. Медресе в АР. www.zewo.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-04. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  17. 17.0 17.1 „Azərbaycanda məscid“. Trend.Az (აზერბაიჯანული). 2016-05-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-25. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  18. [http://static.bsu.az/w21/14.pdf BAKI DÖVLƏT UNİVERSİTETİ İLAHİYYAT FAKÜLTƏSİNİN ELMİ MƏCMUƏSİ]. ციტირების თარიღი: 2018-05-01
  19. Распоряжение Президента Азербайджанской Республики oб оказании финансовой помощи религиозным образованиям в Азербайджане. ru.president.az. ციტირების თარიღი: 2018-06-20.
  20. Məscidlərin idarəçiliyi. scwra.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-09. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  21. В Азербайджане полностью обеспечена свобода вероисповедания - Папа Римский. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-21. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  22. „Папа Римский отметил свободу вероисповедания в Азербайджане - Minval.az“. Minval.az (რუსული). 2016-10-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-26. ციტირების თარიღი: 2018-05-01.
  23. Азербайджан — западное государство, где религиозные меньшинства уважаются, а светские свободы приветствуются | Центр Льва Гумилева в Азербайджане ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-25. ციტირების თარიღი: 2018-05-01.