აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო

აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო (აზერ. Azərbaycan Respublikası Ədliyyə Nazirliyi) — სამინისტროს შექმნის თარიღად ითვლება 1918 წლის 22 ნოემბერი, როდესაც დაამტკიცეს დადგენილება იუსტიციის სამინისტროს შესახებ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო
აზერ. Azərbaycan Respublikası Ədliyyə Nazirliyi
ქვეყანა: დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
დაარსდა: 1918, 22 ნოემბერი
შტაბ-ბინა: ბაქო, აზერბაიჯანი
ხელმძღვანელობა
მინისტრი ფიქრეთ მამედოვი
საიტი
www.justice.gov.az

ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ფიქრეთ მამედოვია.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის მომენტიდან 1918 წელს, ახალგაზრდა რესპუბლიკას სჭირდებოდა დამსხვრეული სტრუქტურების აღდგენა ყველა სფეროში, მათ შორის სასამართლო და გამოძიების სფეროებშიც. 1918 წლის 22 ნოემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს შესახებ. აზერბაიჯანის იუსტიციის პირველი მინისტრი გახდა „მუსავათის“ პარტიის წარმომადგენელი ხალილ-ბეგ ხასმამედოვი.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, 1920 წლის მაისში, აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო გაუქმდა და ნაცვლად შეიქმნა იუსტიციის სახალხო კომისარიატი.

1930 წელს კომისარიატi ლიკვიდირებულ იქნა, მისი უფლებამოსილება გადაეცა უზენაეს სასამართლოს, ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, პროკურატურასა და სხვა ორგანოებს.

1933 წელს იუსტიციის სახალხო კომისარიატი რეორგანიზებულ იქნა და მის უფლებამოსილებაში შედიოდა კანონპროექტების მომზადება, კანონების ინტერპრეტაცია, მოსამართლეთა მომზადება, მოსახლეობისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, სასჯელაღსრულების სისტემის მართვა და ა.შ.

1937 წელს იუსტიციის სახალხო კომისარიატის ახალი დებულება დამტკიცდა. შედეგად, მისი უფლებამოსილება მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული.

1959 წელს იუსტიციის სამინისტრო კვლავ გაუქმდა და სასამართლო ხელისუფლების ყველა საქმიანობა გადაეცა უზენაეს სასამართლოს.

აზერბაიჯანის სსრ იუსტიციის სამინისტროს მეორე დაბადების დღეა 1970 წლის 27 ოქტომბერი, როდესაც ჰეიდარ ალიევი რესპუბლიკაში ხელისუფლებაში მოვიდა.

2000 წლის 11 ნოემბრის ბრძანებით, იუსტიციის სამინისტროს პირველი დებულების დამტკიცების დღე (22 ნოემბერი) გამოცხადდა სასამართლოს პროფესიული მოხელეების დღე.

2009 წლის 6 თებერვლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცდა 2009-2013 წლების აზერბაიჯანული სასამართლოების განვითარების სახელმწიფო პროგრამა.

თანამშრომლობა

რედაქტირება

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან. კერძოდ, 2001 წლის 3 ოქტომბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას მოსკოვში თანამშრომლობის ორ სამინისტროებს შორის. იუსტიციის სამინისტრო ასევე დსთ-ს ქვეყნებთან თანამშრომლობს: უზბეკეთი, ყაზახეთი, ბელარუსი და ა.შ. დეპარტამენტის უფროსი ასევე არის ანტიკორუფციული ხელისუფლების საერთაშორისო ასოციაციის (IAAO) აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

სტრუქტურა

რედაქტირება

იუსტიციის სამინისტროს სათავეში დგას იუსტიციის მინისტრი. მას ჰყავს სამი მოადგილე, ასევე პენიტენციანური სამსახურის უფროსი. სამინისტროს აპარატში შედიან:

  • გენერალური სამმართველო და კონტროლის დეპარტამენტი
  • რეგისტრაციისა და ნოტარიატის გენერალური სამმართველო
  • გენერალური სამმართველო კანონმდებლობის საკითხებში
  • აღსრულების გენერალური სამმართველო
  • მუნიციპალიტეტებთან მუშაობის ცენტრი
  • პრობაციის სამმართველო
  • საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო
  • ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
  • საგამოძიებო დეპარტამენტი
  • კადრების სამმართველო
  • სასჯელაღსრულების ინსპექტორი
  • სამდივნო
  • ფინანსური და უსაფრთხოების ადმინისტრაცია
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ორგანოებია:

  • პენიტენციური სამსახური
  • იუსტიციის აკადემია
  • სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი
  • მთავარი სამედიცინო ადმინისტრაცია
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრის სამსახური
  • რეგიონალური, ადგილობრივი და სხვა ორგანიზაციები

სამინისტროს ფუნქციები

რედაქტირება
  • მონაწილეობს მართლმსაჯულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში და უზრუნველყოფს ამ პოლიტიკის განხორციელებას;
  • უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის განვითარებას;
  • ატარებს სამართალდამცავ საქმიანობას;
  • ამზადებს საკანონმდებლო აქტების პროექტებს, ახორციელებს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ექსპერტიზასა და სახელმწიფო რეგისტრაციას;
  • უზრუნველყოფს ნოტარიალურ საქმიანობას;
  • აწარმოებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, წარმომადგენლობითი ოფისებისა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაციას;
  • ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მოსახლეობის რეესტრს;
  • მხარს უჭერს სასამართლოების, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების საქმიანობას კანონის შესაბამისად;
  • ატარებს კვლევას იურისპრუდენციის სფეროში;
  • უზრუნველყოფს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც რეგულირდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
  • მოქმედებს კანონით განსაზღვრულ სხვა სფეროებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება