ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სალაფიათი (არაბ. سلفية „წინათყოფილი, წინამორბედი“) — რადიკალური სუნიტური მოძღვრება, ისლამის განწმენდაზე ყოველივე ახლისაგან (ბიდათი). იდეის ფუძემდებლად ითვლება შაიხი მუჰამად იბნ აბდულ-ვაჰაბი, რომლის სახელის (უფრო სწორად, მამის სახელის) მიხედვითაც მოძღვრებას ასევე უწოდებენ ვაჰაბიზმსაც.

სალაფ შაიხთა სწავლებით, შაიხი მუჰამად იბნ აბდულ-ვაჰაბი ჰაჯის დროს მექის მახლობლად წააწყდა ხეს, რომელსაც მუსლიმი გასათხოვარი ქალიშვილები შესთხოვდნენ კარგ ბედს და თაყვანს სცემდნენ მას, რამაც მას თავზარი დასცა, დაიწყო ბრძოლა დედამიწაზე თაყვანისცემის ობიექტების წინააღმდეგ, მკვეთრად დაუპირისპირდა არასუნიტ მუსლიმებს (შიიტებს, სუფიებს, აჰმადიათს და ა.შ.), მისმა მიმდევრებმა ერთხანს ხელში ჩაიგდეს ჰიჯაზი, მაგრამ ეგვიპტის მბრძანებლის, მუჰამად ალის მოქმედებების შედეგად ისინი დამარცხდნენ

დღესდღობი სალაფიათის იდეოლოგიის მიმდევრებია ალ-ყაიდა, საუდის არაბეთი, თალიბანი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალაფიათი“-დან