აზერბაიჯანის კონსტიტუცია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუცია (აზერ. Azərbaycan Respublikasının Konstitusiyası) - აზერბაიჯანის ძირითადი კანონი. მიიღეს 1995 წლის 12 ნოემბერს, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე.

აზერბაიჯანის კონსტიტუციის თავფურცელი

1995 წელს მიღებული კონსტიტუცია არის დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 23-თვიანი ისტორიის პერიოდში. კონსტიტუციის მიღება ვერ მოხერხდა, ამის გამო კონსტიტუციური წყობილების ისტორია აზერბაიჯანის სსრკ-ს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ იწყება.

პირველი კონსტიტუცია მიიღეს 1921 წლის 19 მაისს აზერბაიჯანის საბჭოების I ყრილობაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიიღეს სსრკ-ს 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, 1925 წლის 14 მარტს აზერბაიჯანის საბჭოების IV ყრილობაზე. ასევე სსრკ-ს კონსტიტუციის საფუძველზე მიიღეს აზერბაიჯანის სსრს კონსტიტუცია 1978 წლის 21 აპრილს. 1995 წლის 12 ნოემბრის საერთო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია.

კონსტიტუციის შინაარსი

რედაქტირება
  • ნაწილი პირველი: საერთო დებულებები
    • კარი I:ხალხის ხელისუფლება
    • კარი II:სახელმწიფოს საფუძვლები.
  • ნაწილი მეორე: ძირითადი უფლებები, თავისუფლებები და ვალდებულებები
    • კარი III:ადამიანისა და მოქალაქის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
    • კარი IV:მოქალაქის ძირითადი ვალდებულებები
  • ნაწილი მესამე:სახელმწიფო ხელისუფლება
  • ნაწილი მეოთხე:ადგილობრივი თვითმმართველობა
    • კარი IX:მუნიციპალიტეტები
  • ნაწილი მეხუთე:სამართალი და კანონი
    • კარი X:საკანონმდებლო სისტემა
    • კარი XI:ცვლილებები აზერბაიჯანის კონსტიტუციაში
    • კარი XII:დამატებები აზერბაიჯანის კონსტიტუციაში
  • გარდამავალი დებულებები

რესურსები

რედაქტირება