ადამიანის უფლებები აზერბაიჯანში

ადამიანის უფლებები აზერბაიჯანში — აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის ადაპტაციის შემდეგ (1995) გამოიცა ახალი საკანონმდებლო აქტები და ცვლილებები დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად აზერბაიჯანის სამართლებრივი რეფორმების ფარგლებში. აზერბაიჯანის კონსტიტუციაში 48 მუხლი არსებობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. კერძოდ, კონსტიტუციის მე-3 ნაწილი ადგენს აზერბაიჯანის მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის საკუთრების უფლებებს, თანასწორობის უფლებებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, სამოქალაქო უფლებებს, ბრალდებულთა უფლებებს, გაფიცვის უფლებას, სოციალურ დაცვას, ხმის უფლებას და სიტყვის, რელიგიის და აზროვნების თავისუფლებას.

აზერბაიჯანის დროშა
აზერბაიჯანის გერბი

2001 წლის 28 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისრის შესახებ (ომბუდსმენი), ხოლო 2002 წლის 5 მარტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ამ კანონის გამოყენების შესახებ და ამრიგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისრის სამართლებრივი ჩარჩოს შეიქმნა და ფუნქციონირებს. [1]

მიუხედავად საკანონმდებლო აქტებისა და კონსტიტუციისა, 2019 წელს Human Right Watch-მა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობას „შემზარავი“ უწოდა, [2] მთავრობის „ხისტი კონტროლის“ მოტივით: „გაერთიანების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების მკაცრად შეზღუდვა”, ასევე ჟურნალისტების, ადვოკატებისა და ოპოზიციის აქტივისტების „წამება და არასათანადო მოპყრობა“. [3]

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მონაცემებით, აზერბაიჯანი 168-ე ადგილზეა 180-იდან პრესის თავისუფლების ინდექსში. [4]

უმცირესობების უფლებები რედაქტირება

ოფიციალურად, აზერბაიჯანის მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა რელიგიური უმცირესობების დაცვის მიმართულებით და ამ ქვეყნის ეროვნული პოლიტიკა განისაზღვრება ტოლერანტობისა და სხვადასხვა ეროვნების, ეთნიკური ჯგუფებისა და რელიგიური უმცირესობების თანაარსებობის პრინციპებზე. [5]

ლეზგები დისკრიმინაციის წინაშე დგანან და „თავს აიძულებენ აზერბაიჯანული იდენტობა გაითავისონ, რათა თავიდან აიცილონ ეკონომიკური და განათლების კუთხით დისკრიმინაცია“. [6]

რელიგიის თავისუფლება რედაქტირება

აზერბაიჯანი მულტიკულტურული, მულტირელიგიური და სეკულარული ქვეყანაა. აზერბაიჯანში მრავალი რელიგიის ადამიანი თანაარსებობს. კონსტიტუციის 48-ე მუხლი უზრუნველყოფს თავისუფლების უფლებას და ყველა სარწმუნოების ადამიანს შეუძლია აირჩიოს და გამოიყენოს თავისი რელიგია შეზღუდვის გარეშე. ეს დებულება იცავს ინდივიდების უფლებას, გამოხატონ თავიანთი რელიგიური მრწამსი და აღასრულონ რელიგიური რიტუალები, იმ პირობით, რომ ეს არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ ზნეობას. [7]

საარჩევნო უფლებები რედაქტირება

აზერბაიჯანი პირველი ქვეყანა იყო აღმოსავლეთში, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა. პარლამენტში მიღებული კანონის თანახმად, 1919 წლის 21 ივლისს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (ADR) ყველა მოქალაქეს, ვისაც 20 წელი შეუსრულდა, ხმის მიცემის უფლება ჰქონდა დიდ ბრიტანეთამდე (1928), ესპანეთსა და პორტუგალიამდე (1931). [8]

აზერბაიჯანი მწვავედ გააკრიტიკეს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებისა და ოფიციალური პირების მოსყიდვის გამო, თაღლითური არჩევნების ლეგიტიმაციის მიზნით, რასაც „ხიზილალის დიპლომატია“ უწოდეს. [9] [10] [11] [12] ბოლო პერიოდში ეს მოხდა ევროპარლამენტარების შემთხვევაში, რომლებმაც პოზიტიურად შეაფასეს აზერბაიჯანის არჩევნები და შეფასებამ დიდი სკანდალი გამოიწვია ევროპაში. [13] ევროპულმა სტაბილურობის ინიციატივამ (ESI) გამოაქვეყნა დეტალურ მოხსენებათა სერია, რომელიც ასახავს აზერბაიჯანის არჩევნებში მონაწილე სადამკვირვებლო მისიების ინტერესს. [14] [15]

შეკრებისა და პოლიტიკური მრწამსის გამოხატვის თავისუფლება რედაქტირება

2005 წლის ივნისამდე აზერბაიჯანელ ხალხს არ ჰქონდა შეკრების თავისუფლება. ოპოზიციის შეკრებების აკრძალვა გაუქმდა ეროვნული ზეწოლის შემდეგ, მაგრამ იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს მხოლოდ ნომინალური ზომა იყო ძალიან მოკლე დროით. ხელისუფლებამ უარი უთხრა ოპოზიციის მომხრეების დემონსტრაციის ან მიტინგების ჩატარების უფლებაზე ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და სპეციალური ადგილები გამოყო ამ მიზნით. ისინი, ვინც ესწრებოდნენ ოპოზიციის მიტინგებს, მთავრობა უწესებდა სანქციებს , სცემდა და აპატიმრებდა.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება რედაქტირება

აზერბაიჯანზე განხორციელდა საერთაშორისო ზეწოლა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ, აზერბაიჯანის მთავრობამ გაათავისუფლა ასი პოლიტპატიმარი, მაგრამ ბევრი მათგანი პატიმრობაში რჩება, ხოლო ოპოზიციის მომხრეებს კვლავ აკავებენ დანაშაულის დამტკიცების გარეშე. [16] [17] შეწყალების ბრძანების თანახმად, ილჰამ ალიევის ხელმოწერით, 2019 წლის 16 მარტს გაათავისუფლეს 51 პატიმარი, რომლებიც პოლიტპატიმრებად მიიჩნევიან. [18] [19]

მედიის თავისუფლება რედაქტირება

აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანში მოხსნეს მედიის ცენზურა. პრესაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტი, ცნობილი როგორც „გლავლიტი“, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა საბჭოთა პერიოდიდან, გაუქმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით. ასევე, გაუქმდა სამხედრო ცენზურის ბრძანება (1992) და დადგენილება ყველა ტიპის ინფორმაციაზე კონტროლის შესახებ (1993). [20] Freedom House- ის აზრით, აზერბაიჯანში პრესა არ არის თავისუფალი და შეფასებულია 79 ქულით 100-დან.

2014 წლის ბოლოს რვა ჟურნალისტი დარჩა გისოსებს მიღმა. ციხის პირობები ჟურნალისტებისთვის სავალალოა, რუტინული არასათანადო მოპყრობითა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმით. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ ბევრი ჟურნალისტის წინააღმდეგ არსებული ბრალდება „შეთითხნილი“ და „პოლიტიზირებულია“. [21]

კორუფცია რედაქტირება

აზერბაიჯანის კორუფცია ითვლება ენდემურად აზერბაიჯანის პოლიტიკის ყველა სფეროში. [22] [23] მმართველმა ოჯახმა გამოიწვია ეჭვი მათი უზარმაზარი სიმდიდრის გამო, რასაც მოწმობს არაბთა გაერთიანებული საემიროების დუბაიში მრავალმილიონიანი ქონება. [24]

ლგბტ უფლებები რედაქტირება

როგორც პოსტსაბჭოთა პერიოდის სხვა ქვეყნებში, აზერბაიჯანი კვლავ რჩება ისეთ ადგილად, სადაც ჰომოსექსუალობა არის დაბნეულობით გარშემორტყმული საკითხი. რთულად მოსაპოვებელია ობიექტური ან სწორი ინფორმაცია ჰომოსექსუალების ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე აზერბაიჯანში, რის შედეგადაც საზოგადოების უმეტესობამ უბრალოდ არ იცის რას წარმოადგენს ჰომოსექსუალობა. [25] აზერბაიჯანს არ აქვს კანონები, რომლებიც მკაფიოდ იცავს ლგბტ ადამიანებს. 2016 წელს ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალთა, ტრანსთა და ინტერსექსის საერთაშორისო ასოციაციამ აზერბაიჯანი დაასახელა ყველაზე ცუდ ადგილად (49–დან 49–ე) ევროპაში, რაც გამოწვეულია ბოლოდროინდელ ლგბტ ჯგუფებზე განხორციელებული დარბევით. [26]

სიტუაცია ნახიჩევანში რედაქტირება

ადამიანის უფლებები განსაკუთრებით ცუდად არის დაცული ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ექსკლავში, რომელსაც 2007 წელს რადიო თავისუფალმა / რადიო თავისუფლებამ უწოდა „აზერბაიჯანის ჩრდილოეთ კორეა“. [27] [28] [29] [30]

ნახიჩევანი აღწერილია, როგორც „რეპრესიების ლაბორატორია“, სადაც რეპრესიული მეთოდები იტესტება და შემდეგ ფართო მასშტაბით გამოიყენება დანარჩენ აზერბაიჯანში. [31]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Legal basis of the Commissione's activity en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-18. ციტირების თარიღი: 2019-02-15
  2. World Report 2019: Rights Trends in Azerbaijan
  3. Report 2020: Rights Trends in Azerbaijan[მკვდარი ბმული]
  4. Azerbaijan|RSF - Reporters sans frontières
  5. FS. Religious minorities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-27. ციტირების თარიღი: 2018-11-27
  6. Minorities and indigenous peoples in Azerbaijan: Lezgins
  7. site title az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-28. ციტირების თარიღი: 2018-11-28
  8. Women's right to vote – for the first time on the East en. ციტირების თარიღი: 2018-11-27
  9. DISGRACED AZERBAIJAN AND THE END OF ELECTION MONITORING AS WE KNOW IT. ციტირების თარიღი: 25 February 2014
  10. Plush hotels and caviar diplomacy: how Azerbaijan's elite wooed MPs. ციტირების თარიღი: 6 March 2015
  11. Europe's caviar diplomacy with Azerbaijan must end. ციტირების თარიღი: 6 March 2015
  12. Baku Smooths Over Its Rights Record with a Thick Layer of Caviar. ციტირების თარიღი: 6 March 2015
  13. Azerbaijan elections - Content - The Greens - European Free Alliance. ციტირების თარიღი: 6 March 2015
  14. A Portrait of Deception Monitoring Azerbaijan or Why Pedro Agramunt should resign. ციტირების თარიღი: 25 February 2014
  15. "Disgraced. Azerbaijan and the end of election monitoring as we know it." 5 November 2013, Berlin. ციტირების თარიღი: 25 February 2014
  16. Amnesty International, Concerns in Europe, 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 31 August 2017
  17. FHRPO: There Are 66 Political Prisoners In Azerbaijan, 2009. ციტირების თარიღი: 25 June 2009
  18. Order of the President of the Republic of Azerbaijan on pardoning a number of convicted persons. ციტირების თარიღი: 2019-03-18
  19. Azerbaijan president pardons jailed activists, opponents. ციტირების თარიღი: 2019-03-18
  20. Agentliyi. 1998-ci ilin bu günü - Azərbaycanda senzura ləğv edildi - Publika - Xəbərlər - Azadİnform İnformasiya Agentliyi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-27. ციტირების თარიღი: 2018-11-27
  21. In Azerbaijan, crackdown on press as contest nears. ციტირების თარიღი: 8 April 2012
  22. Azerbaijan Country Profile, Business Anti-Corruption Portal, December 2010, http://www.business-anti-corruption.com/country-profiles/europe-central-asia/azerbaijan/. წაკითხვის თარიღი: 6 August 2012 დაარქივებული 7 March 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  23. 'Boys and Their Toys' - The US Befriends Azerbaijan's Corrupt Elite, 13 December 2010, http://www.spiegel.de/international/world/boys-and-their-toys-the-us-befriends-azerbaijan-s-corrupt-elite-a-734307.html. წაკითხვის თარიღი: 6 August 2012
  24. Pricey real estate deals in Dubai raise questions about Azerbaijan's president, 5 March 2010, https://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2010/03/04/AR2010030405390.html. წაკითხვის თარიღი: 5 August 2012
  25. Spartacus International Gay Guide, page 1216. Bruno Gmunder Verlag, 2007.
  26. Rainbow Europe - Azerbaijan.
  27. In 'Azerbaijan's North Korea,' Journalist Crackdown Continues. Radio Free Europe/Radio Liberty (7 December 2007). ციტირების თარიღი: 10 March 2013.
  28. Azerbaijan's Dark Island: Human Rights Violations in Nakhchivan. Norwegian Helsinki Committee (February 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 10 March 2013.
  29. Jailed For Not Paying A Bribe (8 July 2008). ციტირების თარიღი: 10 March 2013.
  30. Impunity for torture in Nakhchivan. Human Rights house (25 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 10 March 2013.
  31. Journalist beaten unconscious in Azerbaijani exclave - Reporters Without Borders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 6 March 2015.