ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.
ზურაბ ჟვანია | |
საქართველოს მე-4 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი 2004 – 3 თებერვალი 2005 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა. |
მემკვიდრე | ზურაბ ნოღაიდელი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი 2003 – 17 თებერვალი 2004 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ავთანდილ ჯორბენაძე |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა. |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ნოემბერი 1995 – 1 ნოემბერი 2001 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | სახელმწიფო მინისტრი: ნიკოლოზ ლეკიშვილი ვაჟა ლორთქიფანიძე გიორგი არსენიშვილი |
წინამორბედი | ედუარდ შევარდნაძე (პარლამენტის თავმჯდომარე) ვახტანგ გოგუაძე (პარლამენტის სპიკერი) |
მემკვიდრე | ნინო ბურჯანაძე |
დაბადებული | 9 დეკემბერი, 1963 თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
გარდაცვლილი | 3 თებერვალი, 2005 (41 წლის) თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ სსრკ საქართველო საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | სმპ (1989-1993) სმკ (1993-2002) გდ (2002-2004) ენმ (2004-2005) |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ბიოლოგი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ ჟვანია დაიბადა 9 დეკემბერს, 1963 წელს ქალაქ თბილისში. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“ (1988), ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.
1992 წელს გახდა ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[1] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ − 1995 და 1999 წელს. ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ (იხ. ვარდების რევოლუცია), პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ნიშანდობლივია საქართველოს კათალოკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები:
ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა. ძმა — გიორგი ჟვანია.
ზურაბ ჟვანიას სახელის უკვდავსაყოფად 2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შესრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.
იხილეთ ასევე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 115, ISBN 978-9941-0-5972-8.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ავთანდილ ჯორბენაძე |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2003 – 2004 |
შემდეგი: — |
წინამორბედი: — |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004 – 2005 |
შემდეგი: ზურაბ ნოღაიდელი |