სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგუაძე.

ვახტანგ გოგუაძე (დ. 14 თებერვალი, 1940, ლესა, ლანჩხუთის რაიონი — გ. 10 ივნისი, 2007, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის სპიკერი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987).

ვახტანგ გოგუაძე

ვახტანგ გოგუაძე
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1940
ლესა, ლანჩხუთის რაიონი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 2007 (67 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
პროფესია საქართველოს პარლამენტის სპიკერი
საქმიანობა პოლიტიკური მოღვაწე
ფილოლოგია
ფილოსოფია
მეუღლე(ები) ნანა ჩხაიძე
შვილ(ებ)ი გიორგი გოგუაძე, თამარ გოგუაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967–1985 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე. 1985–1992 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობით დარგში. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; ავტორია წიგნებისა: „ერი გულადი, პურადი“ (1977), „ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი“ (1980), „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“ (1993). სხვადასხვა დროს იყო ეროვნული კონგრესის წევრი (1990). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი ( თბილისი, ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1992 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მდივანი, 2001–2007 წლებში იყო საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“ (ავტორი). — თბილისი, ლეგია, 1993. - 436 გვ.
  • იდეოლოგიური ბრძოლა და ხელოვნების მისია (ავტორი). — თბილისი, ხელოვნება, 1986. - 46 გვ.
  • ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი (ავტორი). — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1980. - 178 გვ.
  • ერი გულადი, პურადი... : ქართული ზნე-ჩვეულებები და თანამედროვეობა (ავტორი). — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977. - 191 გვ.
  • გრიგოლ კიკნაძე : ცხოვრება და მოღვაწეობა (თანაავტორი). — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1976. - 95 გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება