პორტალი:საქართველოს ისტორია/რჩეული სურათი/არქივი 2009

ეს გვერდი, წარმოადგენს საქართველოს ისტორიის პორტალის რუბრიკა რჩეული სურათის არქივს 2009 წლისთვის.
გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს!


  საქართველოს დამფუძნებელი კრება - პარლამენტის ოფოციალური სახელწოდება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დამფუძნებელმა კრებამ მუშაობა დაიწყო 1919 წლის 12 მარტს, რომელიც შეიკრიბა 1919 წლის 10-17 თებერვალს, საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი, და ქვეყნის კონსტიტუცია (1921).

სურათზე:საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, 1918. ავტორი: ბ. კოზაკი.
სხვა რჩეული სურათები...

  გიორგობა - ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. ქართული საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა. ქართლში - გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა. კახეთში - ალავერდობა, თეთრი გიორგობა. სამეგრელოში - ილორობა და სხვა.

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.

სურათზე: ფირფიტა გველეშაპის მლახვრავი წმ გიორგის გამოსახულებით, ტიხრული მინანქარი, XV ს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
სხვა რჩეული სურათები...

9 აპრილის ტრაგედია - თბილისში 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენები, მომხდარი საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

სურათზე: ქართველი ქალი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ავტორი:
სხვა რჩეული სურათები...


  მიხეილ საბინინი (საბინაშვილი) (რუს. Михаил Павлович [Геброн] Сабинин, დ. 1845, გ. 10 მაისი, 1900, მოსკოვი) - ქართველი ბერი, ხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე. XIX საუკუნის 60-იან წლებიდან 1868 წლამდე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ კი - პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და მეორე სახელად აირჩია გობრონი.

საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაბეჭდა. ხატის კომპოზიცია შემდეგია: ცენტრში ანგელოზს აღუმართავს სასწაულთმოქმედი სვეტი, რომლის ზემოთაც გამოსახულია მაცხოვარი ორმაგი კურთხევით, ქვევით - მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ - შარავანდედით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები.

სურათზე:ხატი „საქართველოს დიდება“ (ზეციური საქართველო). ავტორი: მ. საბინინი
სხვა რჩეული სურათები...

თებერვალი--მარტი

რედაქტირება
  ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზისაქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთი ბორჯომსა და ბაკურიანს შორის, რომელიც გაიხსნა 1902 წელს ბორჯომ-ხარაგაურის უბანზე. ხაზზე დიდიხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელეტროშემადგენლობასაც კი მეტსახელი „კუკუშკა“ შემორჩა. ხაზი დღემდე ემსახურება კურორტის დამსვენებლებს.

სურათზე: ე.წ. „კუკუშკა“, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა, 2006 წ. ავტორი:ვილარბუსი (მეტსახელი)
სხვა რჩეული სურათები...

 

გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 1196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer). სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.

სურათზე: სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, 2008 წ. ავტორი: rugbyxm-ი
სხვა რჩეული სურათები...


 

ალილოქართული საწესო სიმღერა და რიტუალი. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო).

სურათზე: ალილო თბილისში, 2008 წ. ავტორი: პაატა ვარდანაშვილი
სხვა რჩეული სურათები...