კვართი, სამღვდელო სტიქარი — მღვდელმსახურის შიდა სამოსი, გრძელი, ფართო სახელოებიანი კაბა, სტიქარის ნაირსახეობა. სტიქარისგან განსხვავებით, კვართი თხელი, ღია ფერის, ძვირფასი ქსოვილისგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული, ვიწრო სახელოები აქვს. კვართს ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც შესამოსელის შიგნით ჩასაცმელი კაბა, რომლითაც იმოსებიან დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები. კვართი ითვლება ქრისტეს სამოსელის სიმბოლურ გამოხატულებად. ასევე ნიშნავს სულიერ სიმტკიცეს და სიწმინდეს. სახელოების ქვეშ ჭრილები კი განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. მისი ღია ფერი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს.

კვართი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 489.
  • ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“. თბილისი, 2013 წ.