Disambig-dark.svg სიტყვას „ალავერდობა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალავერდობა (მრავალმნიშვნელოვანი).
„ალავერდობა“, გ. გაგარინის ნახატი

ალავერდობა, მოსავლის დღეობა საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!, დაკავშირებული ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან. იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები.

ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები.

ლიტერატურარედაქტირება

  • ჯალაბაძე. გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 261-262, თბ., 1975 წელი.
  • იანქოშვილი მათე, „დაბა და სოფელი ალავერდი“ „ივერია“ N203 — 1900