პორტალი:მზის სისტემა

Портал Россия
რედაქტირება მზის სისტემა

მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრში მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.

რედაქტირება რჩეული სტატია
სამხრეთ ნახევარსფეროს კომპიუტერული მოზაიკა
სამხრეთ ნახევარსფეროს კომპიუტერული მოზაიკა

მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა. მერკურის ყველზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45 %-ის დაფიქსირება შეძლო.

მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.

მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 50 კმ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯეტ სუსტია დედამიწისაზე

ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. მას არა ჰყავს ბუნებრივი სატელიტები და საკუთარი ატმოსფერო. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1 %). მერკურის ზედაპირის ტემპერატურა მერყეობს 90-700 °K შორის - სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი.

რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. V საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

რედაქტირება სტატიები

მზე · მერკური · ვენერა · დედამიწა · მარსი · ცერერა · იუპიტერი · სატურნი · ურანი · ნეპტუნი · მაკიმაკი · პლუტონი · ერისი

პლანეტები · ჯუჯა პლანეტები · მთვარეები: დედამიწის · მარსის · იუპიტერის · სატურნის · ურანის · ნეპტურნის · პლუტონის · ერისის

მცირე სხეულები:   მეტეორები · ასტეროიდები/ასტეროიდი მთვარეები (ასტეროიდთა სარტყელი) · კენტავრი · ნეპტუნსიქითა ობიექტები (კოიპერის სარტყელი/გაბნეული დისკი) · კომეტები (ოორტის ღრუბელი)

იხ. ასევე ასტრონომიული ობიექტები, მზის სისტემის ობიექტების სია, რადიუსის მიხედვით ან მასის მიხედვით

რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება იცოდით, რომ…
პლანეტა მარსი
პლანეტა მარსი
რედაქტირება რჩეული სურათი


ჰეილ-ბოპის კომეტა XX საუკუნის ყველაზე მნათ კომეტად მიიჩნევა. იგი 1995 წლის 23 ივლისს, მზის დისკოსდან მოშორებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ამერიკელმა ასტრონომებმა ალან ჰეილმა და თომას ბოპმა. სულ ცოტა ხანში მისი სინათლე იმდენად გაიზარდა, რომ იგი ხილული გახდა შეუიარაღებელი თვალისათვის. ჰალე-ბოპის კომეტის პერიოდულობა 2380 წელს აღწევს. მისი მომდევო დაბრუნება ნავარაუდევია 4377 წელს.

რედაქტირება როგორ შემიძლია დავეხმარო
  • დაგვეხმარეთ დობილი პორტალების შექმნაში...