მაკემაკე

(გადამისამართდა გვერდიდან მაკიმაკი)
ეს სტატია ჯუჯა პლანეტას ეხება. მითოლოგიური პერსონაჟის შესახებ იხილეთ მაკემაკე.

მაკემაკე (Makemake, სიმბოლო: 🝼)[1] — სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში, კოიპერის სარტყლის ორ უდიდეს ობიექტთაგანი. მისი დიამეტრი დაახ. პლუტონის დიამეტრის ორი-მესამედია. მაკემაკეს თანამგზავრები არ ჰყავს, განსხვავებით კოიპერის სარტყლის სხვა უდიდეს ობიექტთაგან. მისი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა −243 °C (დაახლ. 30 °K) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზედაპირი დაფარულია მეთანისა და ეთანის ყინულით. ეს ობიექტი აღმოაჩინეს 2005 წლის 29 ივლისს ჰაუმეასთან და ერისთან ერთად.

პერიფელიუმში მზიდან დაშორების მანძილია 7 939 700 000 კმ (53.074 ა.ე.), აფელიუმში 5 760 800 000 კმ (38.509 ა.ე.). მზიდან დაშორების საშუალო მანძილია 6 850 300 000 კმ (45.791 ა.ე.). თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 7 სთ 46 წთ 30 წმ. მისი ორბიტალური სიჩქარეა 4419 მ/წმ. ორბიტის ექსცენტრისიტეტი არის 0.159.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. JPL/NASA. (2015-04-22) What is a Dwarf Planet?. ციტირების თარიღი: 2022-01-19