მარსის ბუნებრივი თანამგზავრები

მარსის ბუნებრივი თანამგზავრები — დღეისთვის ცნობილია მხოლოდ 2 ციური სხეული (ფობოსი და დეიმოსი), რომელიც პლანეტა მარსის გარშემო მოძრაობს. ორივე თანამგზავრი თავისი ღერძების გარშემო ბრუნავს იმავე პერიოდით, როგორც მარსის გარშემო, ამიტომ ისინი ყოველთვის ერთი და იგივე მხარისკენ არიან მიმართული პლანეტისკენ. ორივე თანამგზავრს აქვს ფორმა, რომელიც უახლოვდება სამღერძულ ელიფსოიდს. ფობოსი (26.8 x 22.4 x 18.4 კმ) ოდნავ აღემატება დეიმოსს (15 x 12.2 x 10.4 კმ). მარსის მოქცევის გავლენა თანდათან ანელებს ფობოსის მოძრაობას, ამცირებს მის ორბიტას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მის დაცემას მარსზე. დეიმოსი, პირიქით, შორდება მარსს.

მარსის თანამგზავრთა გამოსახულება პროპორციების დაცვით

ორივე თანამგზავრი აღმოჩენილია 1977 წლის 11-12 აგვისტოს ამერიკელი ასტრონომის ასაფ ჰოლის მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება