ფოტოსფერო
ფოტოსფერო — ვარსკვლავის ატმოსფეროს გამომსხივებელი ფენა, რომელშიც გამოსხივების უწყვეტი სპექტრის ნაკადი წარმოიშვება. ფოტოსფერო იძლევა ვარსკვლავის გამოსხივების ძირითად ნაწილს.
ფოტოსფერო არაგამჭირვალე (ოპტიკური სისქე ), შთანთქავს ხოლო შემდეგ განმეორებით გამოასხივებს ენერგიას, რომელსაც ვარსკვლავის სირღმიდან იღებს. რადგან ფოტოსფეროს გამჭვირვალობა დაბალია, ენერგიის გადატანა კონვექციის გზით ხდება: მზის გვირგვინის შემთხვევაში იხილება როგორც ფოტოსფეროს გრანულირება, ე.ი. ნათელი ცხელი კონვექტიური გრანულების სახით. ფოტოსფეროს სირღმე დამოკიდებულია მისი გამჭვირვალობისა და, ამის შესაბამისად, სიმკვრივეზე. ფოტოსფეროს ტიპური სიღრმე შეადგენს: მზისთვის 300 კმ; თეთრი ვარსკვლავებისთვის (მთავარ თანმიმდევრობის) A0V სპექტრალური კლასით ~1000 კმ; G კლასის გიგანტებისთვის ~104—105 კმ, ე.ი. ვარსკვლავის დიამეტრზე გაცილებით ნაკლები.
ფოტოსფეროს ტემპერატურა სირღმისთანავე იზრდება, რაც მზის დისკოს ნაპირის ხილვად დამუქებას განაპირობებს. მზის ფოტოსფეროს ზედაპირზე აღინიშნება დაბალი ტემპერატურის კერები (1500 K) — მზის ლაქები.
ფოტოსფეროში ვარსკვლავის გამოსხივების უწყვეტი სპექტრი წარმოიშვება. ფოტოსფეროს თავზე ტემპერატურა და გამჭვირვალობა ვარსკვლავის ატმოსფეროს ქრომოსფეროში, რომელშიც ვარსკვლავის სპქეტრის შთანთქვის ზოლები ფორმირდება (მზის გვირგვინში), მომატებას იწყებს, გვირგვინის ზოგიერთ უბანში მილიონ გრადუსს აღწევს.