პორტალი:ახალი ამბები/საქართველო/2011
იანვარი
რედაქტირება- თბილისში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. (GHN)
- ქ. ბათუმში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. (ინტერპრესნიუსი)
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად პარლამენტთან შეთანხმებით, ბიზნესომბუდსმენი დანიშნა. (GHN)
- ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დასუფთავების საქალაქო სამსახური გაუქმდა და მისი ფუქნციები კვლავ კეთილმოწყობის სამსახურს გადაეცა. (GHN)
- ქ. თბილსის მერის განცხადებით პროექტი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ წარმატებით ხორციელდება. (GHN)
- საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. (GHN)
- საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხი პირველი საინფორმაციო კავკასიური (რუს. „ПИК“) სატელიტურ მაუწყებლობას 25 იანვრიდან განაახლებს. (სივილ ჯორჯია)
- ანონიმური წყაროს ცნობით, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ რუსეთმა მორიგი სარაკეტო კომპლექსი განათავსა ცხინვალის რეგიონში. (სივილ ჯორჯია, იქვე)
- საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. (ინტერპრესნიუსი, [1])
- მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ყოფილმა ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელსაც ოდნავ შეცვლილი სახელი „სამართლიანი საქართველო“ ერქმევა. (GHN)
- საქართველოში ერთ-საათიან მონაკვეთში 4 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან პირველი ყველაზე ძლიერი - რიხტერის შკალით M5,8 სიმძლავრის, საირმიდან 4 კმ-ში. ბოლო ინფორმაციით, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. (სეისმური მონიტორინგის ცენტრი,პირველი)
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის „გზავნილი ცივილიზებულ მსოფლიოს“, რომელსაც ხელს 12 000 კაცი აწერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური მდივნის ოფისს გადაეცა. (რადიო თავისუფლება)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობით დაკავებულ პირებს სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის დათესვას ურჩევს, რომელიც სამინისტროს განცხადებით მაღალმოსავლიანი და გვალვაგამძლეა. (პირველი)
- საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების გამარტივებული წესით მიღება 2011 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.(რადიო თავისუფლება)
- არასამთავრობოთა კოალიციამ „ევროპული საქართველოსთვის“ პირველი კონგრესი გამართა და საბჭო აირჩია. (პირველი)
- რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. (Civil.Ge)
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განჩინებით, ყოველ მეოთხე მისმიერ მონათლულ ახალშობილს „სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველის“ ტიტული მიენიჭებათ. (ინტერპრესნიუსი)
- მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი ახალი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. (Civil.Ge)
- საქართველოს საგარეო ვალმა 2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით $3 936 882 000 შეადგინა. (ინტერპრესნიუსი)
- იუსტიციის სამინისტრომ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრთა რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გაატარა, რომლის თანახმადაც ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულია. (ინტერპრესნიუსი)
- კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხადარი აფეთქების შედეგად სამი ჯარისკაცია დაღუპული და 13 დაჭრილი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აფეთქება, სავარაუდოდ გამოწვეულია წვრთნის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომით. (Civil.Ge), (ინტერპრესნიუსი)
- აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებისგან „საქართველოს აგრესიის“ შედეგად მიყენებული ზიანისთვის 13 მლრდ დოლარის კომპესაციას კვლავ მოითხოვს. (ინტერპრესნიუსი)
- ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, ბაჩო კიკაბიძის სახით. (ინტერპრესნიუსი)
- ორ ნაწილად დაყოფილი მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება, 23 დეკემბრეს გამართული პარტიის რიგგარეშე ყრილობის მიერ დადგენილი ახალი შემადგენლობის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. (ინტერპრესნიუსი)
- ახალი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორ ალექსეი მარტინოვის განცხადებით, სუდანი აფხაზეთისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადებოდა, თუმცა აღნიშნული საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაშალა. სუდანში დღეს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე ერთკვირიანი რეფერენდუმი დაიწყო. (ინტერპრესნიუსი)
- რუსეთის პატრიარქის მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის გაგზავნილ საშობაო მილოცვაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წოდებაში „აფხაზეთი“ არ არის ნახსენები. (Civil.Ge)