პირველი საინფორმაციო კავკასიური
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
პირველი საინფორმაციო კავკასიური (რუს. Первый Информационный Кавказский) — რუსულენოვანი ტელეარხი საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებდა 2010-2012 წლებში. ტელეარხის მაუწყებლობის 70% შეადგენდა საინფორმაციო გადაცემებს საქართველოდან და რუსეთიდან. ტელეარხზე გადიოდა რამდენიმე ტელეგადაცემა, მათ შორის კავკასიური პორტრეტი, რომლის წამყვანი ალა დუდაევა იყო. ტელეარხზე ასევე მუშაობდა ოლეგ პანფილოვი, მას საავტორო გადაცემა „საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად“ მიჰყავდა.
პირველი საინფორმაციო კავკასიური Первый Информационный Кавказский | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | თანამგზავრული მაუწყებლობა |
დაფუძნდა | 4 იანვარი, 2010 |
დამფუძნებელი | საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი |
საიტი | www.pik.tv |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება