ევროპული საქართველოსთვის

ევროპული საქართველოსთვის (დაარსდა 15 დეკემბერი, 2010, ქ. თბილისი, საქართველო) — 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება, შექმნილი 2010 წლის 15 დეკემბერს „ევროპის სახლში“, ქალაქ თბილისში. იმავე დღესვე, გაერთიანებამ მიიღო შესაბამისი მანიფესტი. კოალიციაში გაერთიანებული არიან როგორც ცნობილი არასამათავრობო ორგანიზაციები, ისე ნაკლებად ცნობილი, ახალდაარსებული ორგანიზაციები. გაერთიანების მიზანია ფუნდამენტური ევროპული ფასეულობების დამკვიდრება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება და მასში არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობა[1][2][3].

მანიფესტის ტექსტში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ჩვენ ვქმნით კოალიციას ევროპული საქართველოსათვის, ვინაიდან საქართველო თავისი წარსულითა და მომავლით არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი; ვინაიდან მხარს ვუჭერთ ევროპულ ფასეულობებს - ადამიანის, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების მოძრაობის თავისუფლებას ...
ჩვენ ვქმნით კოალიციას ევროპული საქართველოსათვის. ჩვენი მოკავშირეა ყველა, ვინც ზემოთხსენებულ პრინციპებს იზიარებს, ჩვენი ოპონენტია ყველა, ვინც მათ უარყოფს.“
(მანიფესტი თავისუფალთა ევროპისთვის [2])

2011 წლის 18 იანვარს კოალიციამ „ევროპული საქართველოსთვის“ პირველი კონგრესი გამართა და საბჭო აირჩია[4].

  1. „დღეს კოალიცია ევროპული საქართველოსთვის მანიფესტს მოეწერება ხელი“. ახალი ამბების სააგენტო GHN. 2010-12-14. ციტირების თარიღი: 2011-01-19. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  2. 2.0 2.1 „კოალიაცია „ევროპული საქართველოსთვის". პოლიტიკა. ჟურნალი ლიბერალი. 2010-12-18. ციტირების თარიღი: 2011-01-19. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  3. „არასამთავრობოთა ახალი კოალიცია - „ევროპული საქართველოსთვის““. საზოგადოება / საქართველო. რადიო თავისუფლება. 2010-12-15. ციტირების თარიღი: 2011-01-19.
  4. „კოალიციამ "ევროპული საქართველოსთვის" დღეს პირველი კონგრესი გამართა და საბჭოს შემადგენლობა აირჩია“. საინფორმაციო სააგენტო პირველი. 2011-01-18. ციტირების თარიღი: 2011-01-19. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული]


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.