პორტალი:ახალი ამბები/საქართველო/სხვა
- სოფელ ხაჯალიაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) ახალი საჯარო სკოლა შენდება სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლა აშენდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ქალაქ ჭიათურაში ახალი საავადმყოფო შენდება GARB – ახლობელი მედია
- 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი GeoTopNews
- თბილისის დინამომ და რუსთავის ოლიმპმა დაამარცხეს საკუთარი მეტოქეები - სომხეთის "ბაბანცი" და მოლდოვის "მისამი" და გადალახეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.soccerway.com
- საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საშუალებას აძლევს. აქამდე რელიგიურ ორგნიზაციებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, არსასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი ჰქონდათ. ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ჟურნალი "ლიბერალი"
- საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის შესახებ. წინადადება ცვლის 2003 წლის რეფერენდუმით მიღებულ გადაწყვეტილებას. ipn.ge
- საპროტესტო გამოსვლები:
- თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სოლიდარობის მეორე აქცია გაიმართა. (Civil Georgia)
- მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში გარდაიცვალა. (რადიო თავისუფლება), (ჯი-ეიჩ-ენი)
- საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი აღარ დგას და პრეზიდენტმა მედვედევმა „სიტყვა შეასრულა“. (ჯი-ეიჩ-ენი)
- საპროტესტო გამოსვლები:
- სახალხო დამცველის აპარატმა შსს-ს მიერ დაკავებულ მომიტინგეთა სია გამოქვეყნა. (რადიო თავისუფლება), (ჯი-ეიჩ-ენი), (Civil Georgia)
- ეროვნული ბალეტის დირქეტორის ნინო სუხიშვილის განცხადებით, აღლუმზე დაგეგმილ ცეკვაზე უარი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელის ილიკო სუხიშვილის განცხადებით, გამოსვლაზე თავად თქვეს უარი. (ინტერპრესნიუსი), (2)
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას 26 მაისის აქციაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიებისკენ მოუწოდებს (ინტერპრესნიუსი)
- საქართველოს შსს-მ აქციაზე დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. (ინტერპრესნიუსი)
- ბათუმის ტელეკომპანია „TV 25“ საკაბელო მაუწყებლობიდან გათიშეს, რის შესაძლო მიზეზად კომპანია 26 მაისს გავრცელებულ კადრებს ასახელებს. (ინტერპრესნიუსი)
- თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელიც რუსთაველის მოედნიდან მსვლელობით დაიწყო და პარლამენტის შენობის წინ მიტინგით დასრულდა. (სივილ ჯორჯია), (ინტერპრესნიუსი)
- საპროტესტო გამოსვლები:
- საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ დაკარგულ და დაშავებულ პირთა სია გამოაქვეყნა.
- ე. წ. „ოპოზიციური რვიანი“ ხელისუფლებას აკრიტიკებს ძალის გადამეტებისთვის. (სივილ ჯორჯია)
- საქართველოს პატრიარქი ხელისუფლებას დაკავებული მომიტინგეების მიმართ ’ლმობიერი’ სასჯელისკენ მოუწოდებს. (სივილ ჯორჯია)
- შსს-მ სახალხო კრების მიტინგის ორგანიზატორების შეკრების ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა. (სივილ ჯორჯია), (ინტერპრესნიუსი)
- თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიური ფრაქციის წევრებმა, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშიერბით, პროტესტის ნიშნად დატოვეს. (ჯი-ეიჩ-ენი), (ინტერპრესნიუსი)
- ავღანეთში, ISAF-ის პროგრამით მყოფი სშძ 33-ე ბატალიონის, ქართველი უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე დაიღუპა. (ინტერპრესნიუსი)
- საპროტესტო გამოსვლები:
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ „მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევით “შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება „უხეშად დაარღვია“. (სივილ ჯორჯია)
- შსს ინფორმაციით, სახალხო კრება არეულობის გზით ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდა. (ინტერპრესნიუსი), (2)
- აქციის დარბევის შედეგად, 2 ადამიანია გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული. შსს ინფორმაციით 90-მდე აქციის მონაწილეა დაკავებული, მათგან არცერთი ორგანიზატორი. (სივილ ჯორჯია), (სივილ ჯორჯია),
- ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, აქციის დარბევა მოხდა გადამეტებული ძალის გამოყენებით. (სივილ ჯორჯია), (ჯი-ეიჩ-ენი)
- სპეცდანიშნულების რაზმმა მიტინგი წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა. (სივილ ჯორჯია), (2), (ინტერპრესნიუსი)
- გლობალური მშვიდობის ინდექსის წლევანდელი კვლევების თანახმად, საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყნების სიაში 134-ე ადგილზეა. (ინტერპრესნიუსი), (ჯი-ეიჩ-ენი)
- საპროტესტო გამოსვლები:
- აქციის ორგანიზატორებს გაფრთხილება გადასცეს, ხოლო მიტინგის სიახლოვეს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი განლაგდა. (ჯი-ეიჩ-ენი), (ინტერპრესნიუსი), (ჯი-ეიჩ-ენი)
- მომიტინგეები საქართველოს პარლამენტის წინ შეჩერდნენ და გამზირი რკინის ბარიერებით გადაკეტეს. (ინტერპრესნიუსი), (ინტერპრესნიუსი), (სივილ ჯორჯია)
- სახალხო კრების მიტინგი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაიშალა, მომიტინგეები თავისუფლების მოედისკენ გაემართნენ. (ინტერპრესნიუსი)
- ქართული პარტია სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მიტინგს შეუერთდა. (ჯი-ეიჩ-ენი), (სივილ ჯორჯია), (ამერიკის ხმა)
- თბილისსა და ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის ტელევიზიის წინ გამართული მიტინგების დარბევის ფაქტი დაფიქსირდა. (სივილ ჯორჯია), (სივილ ჯორჯია)
- სახალხო კრებამ საპროტესტო მიტინგი გამართა თბილისსა და ბათუმში. (ინტერპრესნიუსი), (2), (GHN)
- საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივას განიხილავს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლმანეტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქ. ქუთაისი უნდა გახდეს. (ამერიკის ხმა)
- ქართულმა პარტიამ თბილისში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგი ჩაატარა და საელჩოს ამერიკის პრეზიდენტისათვის განკუთვნილი წერილი გადასცა. (ამერიკის ხმა)
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგის ხუთ მოთამაშეს, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართულ სპორტში. (ამერიკის ხმა)
- ქართულმა პარტიამ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო. (GHN)
- „სახალხო კრებას“ რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის, მურმან დუმბაძის საზოგადოებრივი მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ შეუერთდა. (GHN)
- კომპანია „ნატახტარმა“ და „ვიკიმედია საქართველომ“ ლუდის თემაზე გამოცხადებულ ერთობლივ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს (სურათზე). (GHN)
- პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში „თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ“, რომლითაც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას მსგავსი ზონები დადგენილების საფუძველზე შექმნას. (Civil.Ge)