ოლღა ალექსანდრეს ასული
ოლღა ალექსანდროვნა (13 ივნისი, 1882 წელი - 24 ნოემბერი 1960 წელი) რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III– ის უმცროსი ქალიშვილი და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის უმცროსი და.
იგი გაიზარდა გასტინას სასახლეში(Gatchina Palace), სანქტ-პეტერბურგის მიღმა. ოლგა დედასთან, დედოფალ მარიასთან, რომელიც დანიის მეფის კრისტიან IX- ის ქალიშვილი იყო, ბავშვობიდან დაშორებული იყო და დაძაბული ურთიერთბა ჰქონდა. სამაგიეროდ, მამასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მამა გარდაიცვალა, როდესაც ოლღა 12 წლის იყო. ამ დროს კი მისი ძმა ნიკოლოზი იმპერატორი გახდა.
1901 წელს, 19 წლის ასაკში, იგი დაქორწინდა ოლდენბურგის ჰერცოგ პეტრე ალექსანდროვიჩზე. მათი ქორწინებამ 15 წელს გასტანა, თავდაპირველად პეტრემ თქვა უარი ოლგასთან განქორწინებაზე. წყვილმა ცალ-ცალკე ცხოვრება დაიწყო. მათი ქორწინება კი საბოლოოდ გაუქმდა იმპერატორის მიერ, 1916 წლის ოქტომბერში. მომდევნო თვეში ოლღა დაქორწინდა კავალერიის ოფიცერ ნიკოლაი კულიკოვსკზე, რომელიციც მას რამდენიმე წლის წინ შეუყვარდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, ოლღა არმიის მედდა იყო და გადაეცა მედალი პირადი სიმამაცისთვის. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის, რომანოვების დაცემის დროს, იგი მეუღლესა და შვილებთან ერთად გაიქცა ყირიმში, სადაც ისინი სიკვდილის საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ. მისი ძმა ნიკოლოზი და მისი ოჯახი რევოლუციონერებმა დახვრიტეს.1920 წლის თებერვალში ოლღა რევოლუციური რუსეთიდან თავის მეორე ქმართან და მათ ორ ვაჟთან ერთად გაექცა. მათ დანიაში შეუერთდა ოლღას დედა. 1925 წელს ოლღამ გაიცნო ანა ანდერსონი, ყველაზე ცნობილი თვითმარქვია ადამიანი ბერლინში. 1928 წელს, დედამისის გარდაცვალების შემდეგ, ოლღამ და მისმა მეუღლემ შეიძინეს რძის მეურნეობა ბალერიპში, კოპენჰაგენთან ახლოს. მან მარტივი ცხოვრებით იცხოვრა: ორი ვაჟი აღზარდა, ფერმაში მუშაობდა და ფერწერით იყო დაკავებული. სიცოცხლის განმავლობაში 2 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში შექმნა, რაც დამატებით შემოსავალს აძლევდა როგორც ოჯახს, ასევე მის საქველმოქმედო საქმიანობას.
1948 წელს, იოსებ სტალინის რეჟიმის გამო საფრთხის შეგრძნებით, ოლღა და მისი ოჯახი დაუყოვნებლივ საცხოვრებლად გადავიდნენ, ონტარიოში, კანადაში. შემდეგ ისინი საცხოვრებლად ბუნგალოზე(bungalow) გადავიდნენ. პოლკოვნიკი კულიკოვსკი 1958 წელს იქ გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, მას მერე, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ოლღა მეგობრებთან ერთად გადავიდა აღმოსავლეთ ტორონტოში მდებარე პატარა ბინაში. იგი გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლოს და მის შემდეგ, ოლღას ფართოდ შეარქვეს რუსეთის იმპერიის ბოლო, დიდებული დედოფლის(Grand Duchess of Imperial Russia) სახელი.
ადრეული წლები
რედაქტირებაოლღა იყო უმცროსი ქალიშვილი იმპერატორ ალექსანდრე III- ისა და მისი კონსორტის, დედოფალი მარიას, რომელიც წინათ დანიის პრინცესა დაგმარი იყო. იგი დაიბადა მამის მეფობის დროს, 1882 წლის 13 ივნისს, პიტერჰოფის სასახლეში, ცენტრალური სანქტ-პეტერბურგის დასავლეთით. მისი დაბადების შესახებ გამოცხადდა მთელ რუსეთის იმპერიაში, 101 იარაღის გასროლით პეტრესა და პავლეს ციხე-სიმაგრის მოაჯირებიდან.[1] დედამისს, მისმა დამ, ალექსანდრამ ურჩია, რომ ოლღა მიებარებინათ ინგლისელ ძიძას, ელიზაბეტ ფრანკლინს.
რუსი იმპერიული ოჯახი მკვლელობის ხშირი სამიზნე იყო, ამიტომ უსაფრთხოებისთვის ოლღა გაიზარდა გატჩინას სასახლეში, სანქტ-პეტერბურგის დასავლეთით დაახლოებით 50 მილის დაშორებით. მიუხედავად იმისა, რომ ოლღა და მისი და-ძმები სასახლეში ცხოვრობდნენ, ბაგა-ბაღებში პირობები მოკრძალებული იყო, თუნდაც სპარტანული.[2] ისინი მყარ საწოლზე იძინებდნენ, გამთენიისას დგებოდნენ, ცივ წყალში ბანაობდნენ და საუზმეზე უბრალო ფაფას მიირთმევდნენ.
ოლღამ გატჩინა პირველად დატოვა 1888 წელს, როდესაც თავისი იმპერიული ოჯახი მოინახულა კავკასიაში.
29 ოქტომბერს მატარებელი მიუახლოვდა ბორკის პატარა ქალაქს. ოლგას მშობლები და მათი ოთხი უფროსი შვილი ვაგონ-რესტორანში ლანჩს მიირთმევდნენ, როდესაც მატარებელი ძალზე ცუდად განაგრძობდა მოძრაობას. ამ დროს მძიმე რკინის სახურავი ჩამოვარდა, ბორბლები და იატაკი განადგურდა.[3] იმპერატრიცა მარია დაჭრილებს ეხმარებოდა. ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ უბედური შემთხვევა ავარიის შედეგი იყო,[4] მაგრამ მათ დანამდვილებით იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ბომბმა გამოიწვია.
ოლღასა და მის ძმას ასწავლიდნენ სახლში კერძო დამრიგებლები. საგნებში შედიოდა ისტორია, გეოგრაფია, რუსული, ინგლისური და ფრანგული, ასევე ხატვა და ცეკვა. ფიზიკური საქმიანობა, როგორიცაა ცხენოსნობა, ადრეულ ასაკში დაიწყეს, რის შედეგეგადაც ბავშვები გახდნენ გამოცდილი მხედრები.
ოჯახი ღრმად რელიგიური იყო. მიუხედავად იმისა, რომ შობა და აღდგომა სადღესასწაულო და ექსტრავაგანტური დღეები იყო, მარხვას მკაცრად იცავდნან - თავის არიდებდნენ ხორცს, რძის პროდუქტებსა და გართობის ნებისმიერ ფორმას.
იმპერატრიცა მარია, ოლღასთან თავშეკავებითა და ოფიციალურობით გამოირჩეოდა, მათი ურთიერთობა რთული იყო. მაგრამ ოლღას, მის მამასა და მის ძმებს, განსაკუთრებით უმცროსს, მაიკლს, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. სამივე ერთად, ხშირად აწყობდა ლაშქრობებს ტყეებში.
ცხოვრება
რედაქტირებაოლღა საზოგადოებაში უნდა გამოჩენილიყო 1899 წლის შუა რიცხვებში, მაგრამ მისი ძმის, ჯორჯის გარდაცვალების შემდეგ, 1900 წლამდე შეფერხდა ეს პროცესი.[5] 1901 წლიდან ოლღა დაინიშნა საპატიო მთავარსარდლად რუსეთის იმპერიის არმიის მე -12, ჰუსარების სამხედრო პოლკში. ჰუსარები ცნობილნი გახდნენ ნაპოლეონ ბონაპარტესთან გამარჯვების შედეგად, 1813 წელს.[6]
1900 წლისთვის, ოლღა, რომელიც 18 წლის იყო, გადაყვანილ იქნა თეატრსა და ოპერაში, შორეული ბიძაშვილის, ოლდენბურგის სახლის ჰერცოგის, პეტრე ალექსანდროვიჩის მიერ, რომელიც ოლდენბურგის სახლის რუსული ფილიალის წევრი იყო.[7] იგი ოლღაზე 14 წლით უფროსი იყო და ცნობილი იყო ლიტერატურისა და აზარტული თამაშებისადმი თავისი სიყვარულით.[8] მომდევნო წელს პეტრემ ითხოვა ოლღას ხელი. წინადადებამ, რომელიც ოლღამ მიიღო, ისსრულებით გააკვირვა: ”მე ისე გამიკვირდა, რომ ყველაფერი, რაც შემეძლო, მეთქვა, იყო” მადლობა ”,” მოგვიანებით განმარტა მან.[9]
მათი გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდა 1901 წლის მაისში, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან პეტრე არ გამოხატავდა ქალისადმი ინტერესს[10] საზოგადოების წევრები თვლიდნენ, რომ იგი ჰომოსექსუალი იყო.[11] 1901 წლის 9 აგვისტოს, 19 წლის ოლღა დაქორწინდა 33 წლის პეტრეზე. ზეიმის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებულები ოლდენბურგის სასახლეში გაემგზავრნენ. ოლღამ ქორწილის ღამე მარტომ ცრემლებით გაატარა, მისი მეუღლე კი სათამაშო კლუბში წავიდა.[12] ბიოგრაფის, პატრიცია ფენიქსის აზრით, ოლღამ წინადადება შეიძლება მიიღო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საკუთარი დედისაგან. ქორწილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ოლგა და მისი მეუღლე გაემგზავრნენ საფრანგეთში.
რუსეთში დაბრუნებისას ისინი დასახლდნენ 200-ოთახიან სასახლეში (ყოფილი ბარიატინსკის სასახლე). ოლგასა და პეტრეს ცალკეული საძინებლები ჰქონდათ შენობის საპირისპირო ბოლოებში. ოლღას ჰქონდა საკუთარი სამხატვრო სტუდია. ქორწინებისაგან იმედგაცრუებული, ის დეპრესიაში ჩავარდა, რამაც თმის დაკარგვა გამოიწვია, რის გამოც აიძულეს პარიკის ტარება. მას ორი წელი დასჭირდა თმის ხელსახლა გასაზრდელად.
ოლდენბურგის მახლობლად, ვორონეჟის პროვინციაში ოლღას ჰქონდა საკუთარი ვილა, რომელსაც შემდეგ ეწოდა "ოლგინო". მან სოფლის სკოლების სუბსიდირება მოახდინა საკუთარი შემოსავლიდან და დააარსა საავადმყოფო.[13] მისმა რძალმა მოგვიანებით დაწერა: ”იგი ცდილობდა დაეხმარებოდა ყველა გაჭირვებულ ადამიანს, რამდენადაც ამის შესაძლებლობები ჰქონდა.” საავადმყოფოში მან ადგილობრივი ექიმისგან შეისწავლა ძირითადი სამედიცინო მკურნალობა და სათანადო დახმარების გაწევა. გამოავლინა თავისი ძლიერი მართლმადიდებლური სარწმუნოება რელიგიური ხატების შექმნით.
1903 წლის აპრილში, იგი პავლოვსკის სასახლეში სამეფო სამხედრო განხილვის დროს, მისმა ძმამ, მიქაელმა, ნიკოლაი კულიკოვსკის წარუდგინა.[14] ოლღამ და კულიკოვსკიმ ერთმანეთის დანახვის თანავე დაიწყეს რეგულარულად წერილების ცვლა. იმავე წელს, 22 წლის ასაკში, იგი დაუპირისპირდა ქმარს და განქორწინება მოსთხოვა. კულიკოვსკისა და ოლღას შორის მიმდინარე ურთიერთობა არ იყო საჯარო, მაგრამ საზოგადოებაში გავრცელდა ჭორები მათი ურთიერთობის შესახებ.
რუსეთ-იაპონიის ომის გამო, XX საუკუნის დასაწყისში, საზოგადოებრივი არეულობა და პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნები გაიზარდა. 1905 წელს ნათლისღების დროს რევოლუციონერთა ჯგუფმა პეტრესა და პავლეს ციხესიმაგრეებიდან ზამთრის სასახლეში სროლები დაიწყო. "სისხლიან კვირას", დემონსტრაციის დროს მინიმუმ 92 ადამიანი დაიღუპა. ერთი თვის შემდეგ კი მოკლეს ოლღას ბიძა, რუსეთის დიდებული ჰერცოგი სერგეი ალექსანდროვიჩი. აჯანყებები მოხდა მთელ ქვეყანაში.
ომი და რევოლუცია
რედაქტირება1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის, ოლღამ წინასწარი სამედიცინო ცოდნით სოფელ ოლგინოში მედდად მუშაობა დაიწყო. ექთნები იშვიათად მუშაობდნენ წინა ხაზზე, რის გამოც იგი დაჯილდოვდა ორდენით. შემდგომში, როდესაც რუსებმა დაკარგეს მიწა ცენტრალური ძალებისთვის, ოლღას საავადმყოფო გადაასახლეს აღმოსავლეთით კიევში.[15][16]
1916 წელს, ნიკოლოზ II- მ გააუქმა ქორწინება ჰერცოგ პეტრე ალექსანდროვიჩსა და ოლღას შორის, რამაც ოლღას პოლკოვნიკ კულიკოვსკიზე დაქორწინების საშუალება მისცა.[17] ცერემონიალი შესრულდა 1916 წლის 16 ნოემბერს, კიევის წმინდა ანდრიას ტაძარში.
ომის დროს, რუსეთში შიდა დაძაბულობა გაიზარდა. 1917 წლის დასაწყისში ცარ ნიკოლოზ II- ის გადადგომის შემდეგ, რომანოვების დინასტიის მრავალი წევრის, მათ შორის ნიკოლოზისა და მისი ოჯახის, სახლი დაყადაღებული იქნა. უსაფრთხოებისთვის ისინი ყირიმში ჩავიდნენ.1917 წლის 12 აგვისტოს, მას პირველი ვაჟი, ტიხონ ნიკოლაევიჩი შეეძინა.
თავდაპირველად იმყოფებოდნენ ოფიციალურ რეზიდენციაში, ალექსანდრეს სასახლეში, მაგრამ მთავრობამ ისინი გადაასახლა ციმბირში. ოლღა და მისი მეუღლე აი-თოდორში(Ay-Todor) დარჩნენ. ყირიმში მყოფ მთელ რომანოვების ოჯახს სიკვდილით სჯიდნენ იალტის რევოლუციური საბჭოს ბრძანებით, მაგრამ სიკვდილით დასჯა შეწყდა იალტასა და სევასტოპოლის საბჭოთა კავშირს შორის პოლიტიკური დაპირისპირებით. შემდგომში ნიკოლოზ II დახვრიტეს.
ოლღამ და მისმა მეუღლემ უარი თქვეს რუსეთის დატოვებაზე და გადაწყვიტეს კავკასიაში გადასვლა. 1919 წლის 23 აპრილს, ოლღას შეეძინა მეორე ვაჟი გური ნიკოლაევიჩი.[18]
გარდაცვალება და დაკრძალვა
რედაქტირება1958 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოლღა შეუძლოდ გახდა. იგი კომაში ჩავარდა 1960 წლის 21 ნოემბერს ხოლო გარდაიცვალა 24 ნოემბერს 78 წლის ასაკში. 1960 წლის 30 ნოემბერს, ოლღა მეუღლის გვერდით დაასაფლავეს ტორონტოში, იორკის სასაფლაოზე, მაცხოვრის ტაძარში დასვენების შემდეგ.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაოლღამ მცირე ასაკში დაიწყო ხატვა. მან ოფიციალურ ბიოგრაფს იან ვორრესს უთხრა:
,,გეოგრაფიისა და არითმეტიკული გაკვეთილების დროსაც კი მქონდა უფლება, რომ ფანქრით ხელში დავმჯდარიყავი. გაცილებით უკეთ ვისმენდი, როდესაც სიმინდს ან ველურ ყვავილებს ვხატავდი." [19]
იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ხატავდა ქაღალდზე, ტილოსა და კერამიკაზე. მისი 2 000-ზე მეტი ნამუშევარია შეფასებული.[20] ნამუშევრების ჩვეული თემა იყო პეიზაჟები და ლანდშაფტი, მაგრამ იგი ასევე ხატავდა პორტრეტებს.
მისმა რძალმა დაწერა:
როგორც ღრმად მორწმუნე ადამიანი, ოლღა აღიქვამდა ბუნების სილამაზეს, როგორც ღვთიური შთაგონების ქმნილებას. ლოცვა და ეკლესიაში სიარული მას არა მხოლოდ ახალი გამოწვევების გადალახვის შესაძლებლობას აძლევდა, არამედ - ხატვის გაგრძელებისას. ღმერთისადმი მადლიერების ამ გრძნობამ გავლენა მოახდინა არამარტო მის მიერ შექმნილ ხატებზე, არამედ პორტრეტებსა და ჯერ კიდევ ცხოვრებისეულ ნახატებზე.[21]
ნახატები შემოსავლის მომგებიანი წყარო იყო.[22] მისი რძლის თანახმად, ოლღამ დანიაში ამჯობინა გამოფენის მოწყობა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის კომერციალიზმის თავიდან ასაცილებლად. რუსეთის დახმარების პროგრამა დააარსა ტიხონმა და მისმა პირველმა მეუღლემ ოლღას პატივსაცემად.[23]
ლიტერატურა
რედაქტირება- Vorres, Ian (2001) [1964] The Last Grand Duchess. Toronto: Key Porter Books. ISBN 1-55263-302-0
- Harcave, Sidney (2004) Count Sergei Witte and the Twilight of Imperial Russia: A Biography. New York: M. E. Sharpe. ISBN 978-0-7656-1422-3
- Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3
- Belyakova, Zoia (2010) Honour and Fidelity: The Russian Dukes of Leuchtenberg. Saint Petersburg: Logos Publishers. ISBN 978-5-87288-391-3
- Crawford, Rosemary; Crawford, Donald (1997) Michael and Natasha: The Life and Love of the Last Tsar of Russia. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-7538-0516-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://history-gatchina.ru/owners/olga/olga4e.htm დაარქივებული 2020-10-27 საიტზე Wayback Machine.
- "http://www.si.edu/oahp/olga/ დაარქივებული 2006-04-12 საიტზე Wayback Machine.
- http://history-gatchina.ru/owners/olga/olga6e.htm დაარქივებული 2020-10-24 საიტზე Wayback Machine.
- http://history-gatchina.ru/owners/olga/olga7e.htm დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Vorres, Ian (2001) [1964] The Last Grand Duchess. Toronto: Key Porter Books. ISBN 1-55263-302-0, p.3
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3 pp. 8–10; Vorres, p. 4
- ↑ Harcave, Sidney (2004) Count Sergei Witte and the Twilight of Imperial Russia: A Biography. New York: M. E. Sharpe. ISBN 978-0-7656-1422-3
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3 p. 20
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3 p. 45; Vorres, pp. 72–74
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 2020-05-26.
- ↑ Belyakova, Zoia (2010) Honour and Fidelity: The Russian Dukes of Leuchtenberg. Saint Petersburg: Logos Publishers. ISBN 978-5-87288-391-3 p. 86
- ↑ Belyakova, Zoia (2010) Honour and Fidelity: The Russian Dukes of Leuchtenberg. Saint Petersburg: Logos Publishers. ISBN 978-5-87288-391-3 p. 84
- ↑ Vorres, Ian (2001) [1964] The Last Grand Duchess. Toronto: Key Porter Books. ISBN 1-55263-302-0 p. 75
- ↑ Vorres, Ian (2001) [1964] The Last Grand Duchess. Toronto: Key Porter Books. ISBN 1-55263-302-0 p. 74
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3
- ↑ Belyakova, Zoia (2010) Honour and Fidelity: The Russian Dukes of Leuchtenberg. Saint Petersburg: Logos Publishers. ISBN 978-5-87288-391-3 p. 88
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-14. ციტირების თარიღი: 2020-05-26.
- ↑ Crawford, Rosemary; Crawford, Donald (1997) Michael and Natasha: The Life and Love of the Last Tsar of Russia. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-7538-0516-9 p. 51
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3 , p. 93
- ↑ Vorres, Ian (2001) [1964] The Last Grand Duchess. Toronto: Key Porter Books. ISBN 1-55263-302-0 p. 143
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3, p. 103
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3, p. 129
- ↑ Vorres, Ian (2001) [1964] The Last Grand Duchess. Toronto: Key Porter Books. ISBN 1-55263-302-0, p. 26
- ↑ Vorres, Ian (2000) "http://www.si.edu/oahp/olga/ დაარქივებული 2006-04-12 საიტზე Wayback Machine. " Archived 12 April 2006 at the Wayback Machine, Smithsonian Institution, retrieved 9 March 2013
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2020-05-28.
- ↑ Grand Duchess Olga, quoted in http://history-gatchina.ru/owners/olga/olga7e.htm დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine. p. 7
- ↑ Phenix, Patricia (1999) Olga Romanov: Russia's Last Grand Duchess. Toronto: Viking/Penguin. ISBN 0-14-028086-3, p. 1