ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძიძა — ადამიანი, რომელსაც, ტრადიციულად, მსახურის სტატუსი ჰქონდა დიდ ოჯახში, რომელიც თითქმის მე-20 საუკუნის ბოლომდე ყოველთვის ქალი უნდა ყოფილიყო. დღეს, ამ როლს რამდენიმე მამაკაციც ეჭიდება, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც მამრობითი სქესის ძიძების გარკვეული რაოდენობაა, მათ ძიძისგან განსხვავებული სახელებით მოიხსენიებენ, როგორიცაა, მაგალითად, «ბავშვის ზედამხედველი» ან «ბიძა» (კაცი + ძიძა). როგორც არ უნდა იყოს, ძიძის როლი მიეკუთვნება ბავშვის ადრეული განათლების სექტორს.

ბავშვი და ძიძა, მერი კასატი

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, დიდ ოჯახში ძიძა თავის საქმეს უძღვებოდა, რომელზეც ერთი მოახლე მაინც იყო მიმაგრებული. ბავშვის აღზრდაში მათი მნიშვნელობის გამო, ისინი მეტი პრივილეგიით სარგებლობენ, ვიდრე ახალბედა მოახლეები. ძიძები წლობით რჩებოდნენ ერთსა და იმავე არისტოკრატების ოჯახში და თაობებს ზრდიდნენ.

დღეს, იმის მიუხედავად, რომ ოჯახების უმეტესობას ბავშვისთვის აყავს ან მოიხმარს პროფესიულ მუშახელს, ძიძებზე, რომლებიც სრული გრაფიკით იმუშავებენ (კლასიკური გაგებით), საშუალოზე ოდნავ ზედა და ზედა ფენის ოჯახებს თუ მიუწვდებათ ხელი. ძიძას შემდეგი სამუშაოების შესრულება ევალება:

  • ბავშვზე ზრუნვა ოჯახთან წინსწარ მოლაპარაკებულ საათებში
  • ბავშვების ფიზიკური, სოციალური, ემოციური, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერა
  • ბავშვების საშიშროებისგან დაცვა და მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
  • მადისაღმძვრელი და დაბალანსებული საკვების მომზადება
  • ბავშვის მშობლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, და ბავშვის განვითარების და ჩივილების შესახებ მათი ინფორმირება
  • სისუფთავის შენარჩუნება სახლის იმ ადგილებში, რომელიც უშუალოდ ბავშვებთანაა დაკავშირებული

ძიძა, როგორც წესი, 20-დან 30-წლამდე ქალია. ზოგიერთი უფრო ახალგაზრა. შედარებით ღარიბ ქვეყნებში, ძიძებად თინეიჯერი გოგონებიც მუშაობენ. ძიძებს ძირითადად დაბალი შემოსავლები აქვს. ზოგჯერ დამსაქმებელი ძიძას/ძიძებს ფორმის ტარებას თხოვს. ამ პრაქტიკას უფრო ადრე, მე-20 საუკუნეში მიმართავდნენ, მაგრამ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ძიძებს ნებისმირი ტანსაცმლის ტარება შეუძლიათ, რომელშიც ისინი მუშაობის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ.

ძიძისგან განსხვავებით, გუვერნანტი უფრო ბავშვების სწავლა-განათლებას აქცევს ყურადღებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძიძა“-დან