ნინოშვილი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
ნინოშვილი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნინოშვილი, ყელა). მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მდინარე ღვედისწყლის (ფიჩორის სისტემა), ნაპირებზე, ზღვის დონიდან 80 მ., ლანჩხუთიდან 18 კმ., ნიგვზიანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ. სოფელში გადის ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა, მოქმედებს საბავშვო ბაღი.[2] და საჯარო სკოლა. სოფელში მოქმედებს დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი.
სოფელი | |
---|---|
ნინოშვილი | |
სოფლის ხედი ბაღლებიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნინოშვილი |
კოორდინატები | 42°02′18″ ჩ. გ. 41°56′38″ ა. გ. / 42.03833° ჩ. გ. 41.94389° ა. გ. |
ადრეული სახელები | ცაცხვიანი |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 318[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა ცაცხვიანი, სოფელს სახელი ეწოდა ეგნატე ნინოშვილის პატივსაცემად. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მესიმინდეობა, აშენებდნენ ტუნგს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 440.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ რეპორტაჟი სოფელ ნინოშვილიდან დაარქივებული 2013-11-14 საიტზე Wayback Machine. გურია tv, 2012 წლის 16 მაისი