მურა სოკო
მურა სოკო (ლათ. Russula adusta) — სოკოს სახეობა ხრაშუნა სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასა დ ავსტრალიას.
მურა სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Russula adusta (Pers.) Fr., 1838 | |||||||||||||||
|
დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება მხოლოდ დამწნილებული.[1] იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ფიჭვთან და ნაძვთან, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus adustus.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 5-15 (25) სმ, თავიდან ამობურცულია, შემდეგ — ძაბრისებრი. ნორჩობაში მონაცრისფრო ან ჩალისფერი, ასაკთან ერთად მურა ფერს იღებს, ოდნავ წებოვანია.[4]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი, ვიწრო, სხვადასხვა ზომის, თავიდან თეთრი, შემდეგ — მონაცრისფრო. დაჭერისას შავდება.
ფეხი 3-8 (10) სმ, სისქე — 2-3 სმ, მყარი, ქუდის ფერია, ოღონდ უფრო ღია, ცილინდრული, მთლიანი, გლუვი, შეხებისას შავდება.
რბილობი — თეთრია, გაჭრისას წითლდება, შემდეგ ნელ-ნელა ნაცრისფერდება, შეხებისას შავდება. მოტკბო-მწარეა, მძაფრი სუნით, რომელიც წააგავს ობის ან ძველი ღვინის კასრის სუნს.
სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — სფეროსებრი ან ფართოელიფსისებრი, 7-9×7-8 მკმ
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებაიზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ფიჭვთან და ნაძვთან, მჟავე ნიადაგზე.[5] გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა (მაროკო, ალჟირი) და ავსტრალიას. აზიაში დაფიქსირებულია მცირე აზიაში, კორეასა და იაპონიაში.[6] მურა სოკო შესულია ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[7]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე
გალერეა
რედაქტირება-
ილუსტრაცია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მურა სოკო“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 194, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Pers. (1801) , In: Syn. meth. fung. (Göttingen) 2:459
- ↑ E.M. Fries (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):350
- ↑ Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984.
- ↑ Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
- ↑ Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
- ↑ Ewald Gerhardt (2011). De grote paddenstoelengids voor onderweg, pagina 432. De Fontein-Tirion uitgevers, ISBN 978 90 5210 784 4