მუამარ კადაფი

(გადამისამართდა გვერდიდან მუამარ ალ–კადაფი)

მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფი (არაბ. معمر القذافي; Mu‘ammar al-Qaḏḏāfī) (დ. 7 ივნისი, 1942 — გ. 20 ოქტომბერი, 2011, სურთი, ლიბია) — ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი 1969-2011 წლებში. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის, ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს.

მუამარ კადაფი
معمر القذافـي
მუამარ კადაფი معمر القذافـي
მუამარ კადაფი 2009 წელს
ლიბიის რევოლუციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი 1969 – 20 სექტემბერი, 2011 [1][2][3]

რევოლუციური ლიბიის მმართველობის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი 1969 – 3 მარტი 1977
წინამორბედიიდრის I
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმებულია

გენერალური მდივანი სრულიად სახალხო კონგრესისა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მარტი 1977 – 2 მარტი 1979

ლიბიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი 1970 – 16 ივლისი 1972
წინამორბედიმაჰმუდ სულეიმან ალ-მაგრიბი
მემკვიდრეაბდელ სალამ ჯელუდი

ლიბიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 იანვარი 1970 – 16 ივლისი 1972
წინამორბედიადამ საიდ ჰავაზი

დაბადებული1942
გარდაცვლილი20 ოქტომბერი, 2011[4][5]
სურთი, ლიბია
პოლიტიკური პარტიაარაბული სოციალისტური კავშირი
ხელმოწერა

2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: „მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს“.

2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება, რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან - 23 ოტომბრამდე გრძელდებოდა. რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კადაფი დაიბადა ბედუინის ოჯახში. მისი მამა იყო მოჰამედ აბდულ სალამ ბინ ჰამედ ბინ მოჰამედ ალ კადაფი, ცნობილია როგორც აბუ მენიარი (გარდაიცვალა 1985 წელს), დედა არის აიშა კადაფი. კადაფი გაიზარდა სურთის უდაბურ რეგიონში. 1956-1961 წლებში საბჰას სკოლაში ტრადიციული სასულიერო განათლება მიიღო. კადაფმა და სკოლაში გაცნობილმა მეგობრების ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარეს სამხედრო რევოლუციურ ჯგუფს, რომელმაც შემდგომ სამხედრო გადატრიალება მოახდინა და კონტროლი აიღო სრულიად ლიბიაზე.

კადაფმა დაამთავრა ლიბიის სამართლის უნივერსიტეტი, სადაც მან სწავლა მაღალ ქულებზე დაასრულა. შემდეგ ის შევიდა ბენღაზის სამხედრო აკადემიაში 1963 წელს, სადაც მან და მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს საიდუმლო ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა პრო დასავლური ორიენტაციის მქონე მონარქის გადაგდება. უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1965 წელს ის გაგზავნეს ხანგრძლივი წვრთნებისთვის ბრიტანეთის სტაფის კოლეჯში, საიდანაც 1966 წელს დაბრუნდა სამშობლოში.

სამხედრო გადატრიალება

რედაქტირება

1969 წლის 1 სექტემბერს ოფიცრების მცირე ჯგუფმა კადაფის მეთაურობით მოაწყვეს უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის I-ის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა კამენა გურლაში, საბერძნეთის მიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობისთვის. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასან არ რიდა ალ მაჰდი ას სანუსი გახდა მეფე. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს მიუსაჯეს შინა პატიმრობა. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და გამოაცხადეს ახალი არაბული რესპუბლიკა.

სხვა სამხედრო რევოლუციონერებისგან განსხვავებით, კადაფის არ აუმაღლებია სამხედრო ჩინი ძლაუფლების ხელში აღებამდე, მაგრამ რევოლუციის დასრულების შემდეგ ის სიამოვნებით დათანხმდა კაპიტნიდან პოლკოვნიკამდე ჩინის ამაღლებას და საბოლოოდ დარჩა ამ სამხედრო წოდებაზე.

ისლამური სოციალიზმი და პან-არაბიზმი

რედაქტირება

კადაფმა მისი რეჟიმის ბაზისად აიღო არაბული ნაციონალიზმი და სოციალური კეთილდღეობა. ის მის სისტემას უწოდებდა ისლამურ სოციალიზმს მაშინ როდესაც მან კონტროლი დაამყარა დიდ კომპანიებზე თუმცა არ შეხებია წვრილ და საშუალო ბიზნესს. კეთილდღეობა, თავისუფლება და განათლება გახდა სახელმწიფოს პრიორიტეტი. მან სისტემაში გამოიყენა ისლამური მორალი, კერძოდ აკრძალა ალკოჰოლი და აზარატული თამაშები. ისევე როგორც წინა მდებარე რევოლუციურმა ფიგურებმა, როგორიც იყო მაო და მისი პატარა წითელი წიგნი, კადაფიმ მისი ფილოსოფია მოაქცია მწვანე წიგნში სადაც აძლიერებდა სოციალისტ-ისლამიზმის იდეას. წიგნი გამოიცა სამ ტომად 1975-1979 წლებში.

პრაქტიკულად ლიბიის პოლიტიკური სისტემა გამოირჩეოდა მიუხედევად ყველაფრისა ნაკლები იდეალიზმით, რაც გამოიხატა იმაში, რომ კადაფი იდეოლოგიურ მტრებს დრო და დრო ძალიან ნელი ტემპებით ებრძოდა. ლიბიის რევოლუციური კომიტეტი ცნობილია საზღვარგარეთ ლიბიელი დისიდენტების მკვლელობებით 1980 წლის აპრილში, რომელიც შეასრულა ლიბიის მოიერიშე რაზმებმა, რომლებიც სპეციალურად იქნენ გაგზავნილნი გამანადგურებელი ოპერაციების ჩასატარებლად. 26 აპრილს კადაფიმ დააწესა სიკვდილი 11 დისიდენტებისთვის, სადაც მან მოუწოდა ლიბიაში დაბრუნებისკენ დისიდენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებოდნენ რევოლუციური კომიტეტის ბრჭყალებში. მთელ ამ პერიოდში განადგურებული იქნა 9 დისიდენტი, 5 მათგანი იტალიაში.

ებრაელთა დევნა

რედაქტირება

1969 წელს, როდესაც პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი მოვიდა ძალაუფლებაში, ლიბიაში შემორჩენილი იყო 100 ებრაელი. მისი მმართველობის ქვეშ, ყველა ებრაელის ქონებას გაუკეთეს კონფისკაცია, სახელმწიფოს ვალები ებრაელთა მიმართ გაუქმებულ იქნა, ემიგრაცია ებრაელთათვის კი იქნა არალეგალურად გამოცხადებული. მისი გატარებული ღონისძიებების შედეგად 1974 წლისათვის მხოლოდ 20 ებრაელი ცხოვრობდა ლიბიაში. 2002 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ოფიციალურად ცნობილი ებრაელი ესმერალდა მეგნაგი, რითაც დასრულდა ებრაელობის გრძელი ისტორია ლიბიაში.

2004 წელს კადაფი გამოვიდა ინიციატივით ლიბიის მთავრობის წინაშე ებრაელთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ, რომლებასაც მისი ღონისძიებების შედეგად მოუწიათ ლიბიის დატოვება. ამავე წლის ოქტომბერშივე ის შეხვდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომპენსაციებზე სადისკუსიოდ. მან თავისი მაინც გაიტანა და მიაღწია იმას რომ ის ებრაელები, რომლებმაც დატოვეს ლიბია და გადასახლდნენ ისრაელში ვერ მიიღებენ კომპენსაციებს. არსებობს ეჭვები, რომ ეს „მოძრაობები“ მოტივირებული არის მისი შვილის საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფის პერსონის გამო, რომელიც განიხილება კადაფის მემკვიდრედ. ამავე წელს საიფმა დაბრუნებისკენ მოუწოდა ყველა განდევნილ ებრაელს და განაცხადა, რომ ის ებრაელები, რომლებმაც იძულებით დატოვეს ლიბია არიან ებრაელები. 9 დეკემბერს კადაფიმ დაპატიჟა ტრიპოლიში მოშე კალონი ქნესეთის სპიკერი.

საგარეო ურთიერთობები

რედაქტირება
 
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მუამარ კადაფი.

რაც შეეხება ლიბიის მეზობლებს, კადაფი მიჰყვა აბდელ ნასერის პან არაბიზმის იდეას და შეიქნა თავგამოდებული დამცველი არაბული ქვეყნებისა. ის ასევე მხარს უჭერდა პანისლამიზმს, ცნებას თავისუფალი ისლამური ქვეყნების კავშირისა და ხალხებისა. ნასერის სიკვდილის შემდეგ 1970 წლის 28 სექტემბერს კადაფიმ იტვირთა არაბული ნაციონალიზმის ლიდერის ტვირთი. 1972 წელს მან გამოაცხადა „არაბთა ფედერაციული რესპუბლიკის“ შექმნის შესახებ (ლიბია, ეგვიპტე, სირია), იმ იმედით, რომ შექმნიდა პან არაბულ სახელმწიფოს, მაგრამ სამი ქვეყანა ვერ შეთანხმდა მათი ქვეყნების შეერთების სპეციფიკურ საკითხებზე. 1974 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება ტუნისის ლიდერთან ჰაბიბ ბურგუიბასთან ორი ქვეყნის შეერთების შესახებ, რაც ასევე ჩაიშალა იდეის პრაქტიკაში გატარების თანავე და დიდმა განსხავებებმა ამ ორ ქვეყანას შორის, რამაც შემდგომ გააუარესა კიდეც ურთიერთობები და მტრებად აქცია ორი ქვეყანა.

ლიბია ასევე ჩაერთო ტერიტორიულ კონფლიქტში ჩადისთან აუზუს ზოლის გარშემო, რომლის ოკუპაცია ლიბიამ 1973 წელს მოახდინა. კონფლიქტი, რომელიც ლიბიის შეჭრით დაიწყო, დასრულდა 1987 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით. ხოლო სრული მშვიდობა დამყარდა მხოლოდ 1994 წელს ლიბიის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყვანით, საერთაშორისო სასამართლოს 1994 წელს გამოტანილი განაჩენის შემდეგ.

კადაფი ასევე გახდა ძლიერი მხარდამჭერი პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციისა, რომლის მხარდაჭერამაც კიდევ უფრო გააფუჭა ურთიერთობები ეგვიპტესთან, როცა 1979 წელს ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ სამშვიდობო დოკუმენტზე. როგორც კი ლიბიის ურთიერთობები გაფუჭდა ეგვიპტესთან კადაფი მალევე დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს. ლიბია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე გამანადგურებელი მიგ-25, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო მაინც დისტანციური. კადაფი ასევე ცდილობდა გაეზარდა ლიბიის გავლენა, განსაკუთრებით კი მუსულმანურ დასახლებებში, რომელმაც მოუწოდა ისლამურ სამყაროს საჰარის ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ და აქტიურად უჭერდა მხარს ანტი სამთავრობო მოძრაობებს ჩრდილოეთ საჰარაში.

კადაფის პოლიტიკაში აღსანიშნავია იყო მხარდაჭერა განმათავისუფლებელი ორგანიზაციებისთვის და ასევე სპონსორი იყო რევოლუციური მოძრაობებისა დასავლეთ აფრიკაში, აღსანიშნავია სიერა-ლეონე და ლიბერია, სადაც მნიშვნელოვნად აქტიურობდნენ ისლამისტური დაჯგუფებები. 1970-იან და 1980-იან წლებში ეს დახმარება ისე აშკარად და თავისუფლად გაიცემოდა, რომ შესაძლებელი იყო ლიბიისგან დახმარება მიეღო ყველაზე არასიმპათიურ ძალასაც კი მსოფლიოში. ხშირად ლიბიის მიერ მხარდაჭერილი ძალები შორს იყვნენ კადაფის პირად იდეოლოგიასთან. 1970-იან წლებში მისი რეჟიმი უკვე ჩარეული იყო სამხედრო გადატრიალებებში და ტერორისტული აქტოვობებში, როგორც არაბულ ისე არა არაბულ ქვეყნებში. 1980-იან წლებში ფართოდ იქნა გამოაშკარავებული ლიბიის ფინანსური დახმარებები მსოფლიო ტერორიზმისთვის დასავლეთის მიერ. კადაფის ანგარიშზეა „შავი სექტემბრის მოძრაობის“ ფართო დაფინანსება, რომელმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყო 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადაზე და 1986 წელს ბერლინის დისკოთეკაზე, სადაც დაიღუპა 3 ადამიანი და დაიჭრა 200-ზე მეტი.

დასავლეთსა და ლიბიას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია რონალდ რეიგანის ადმინისტარციის მოსვლის შემდეგ, რომელმაც სცადა კადაფის გადაგდება. რეიგანის ადმინისტრაცია ლიბიას უყურებდა, როგორც მეომარ გაიძვერა ქვეყანას მისი უკომპრომისო დამოკიდებულების გამო პალესტინის დამოუკიდებლობაზე, რევოლუციური ირანის მხარდაჭერის გამო ირან ერაყის 1980-1988-იან წლებში და ლიბიის მხარდაჭერის გამო „განმათავისუფლებელი მოძრაობებისადმი“. რეიგანი აღფრთოვანებაში მოჰყავდა კადაფის პერსონას და მას აღმოსავლეთის გიჟ ძაღლს უწოდებდა. 1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეწყვიტა ლიბიაში გასამგზავრებელი ვიზების გაცემა, ხოლო 1982 წლის მარტში შეწყვიტა ლიბიური ბუნებრივი სიმდიდრეების იმპორტი და ასევე შეწყდა ამერიკული ნავთობ ინდუსტრიის ტექნოლოგიების ექსპორტი ლიბიაში, თუმცა ევროპა არ აჰყვა ამერიკის მკაცრ პოლიტიკას.

ლიბია ასევე იყო მხარდამჭერი პოლისარიოს ფრონტისა რომელიც ებრძოდა ფრანკისტული ესპანეთის კოლონიალიზმს მაროკოში.

1984 წელს ბრიტანელი პოლიციელი იოვნ ფლეტჩერი მოკლულ იქნა ლიბიის საელჩოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, მაშინ როდესაც ის მეთვალყურეობდა დემონსტრაციას რომელიც მიმდინარეობდა ლიბიის ლონდონის საელჩოსთან, მაგრამ დიპლომატებმა გამოიყენეს მათი დიპლომატიური იმუნიტეტი და პასუხისმგებლობას გადაურჩნენ, სამაგიეროდ დიპლომატიური ურთიერთობები გაფუჭდა დიდ ბრიტანეთსა და ლიბიას შორის მთელი დეკადით.

თავისუფალი სანავიგაციო პრინციპების შესაბამისად ამერიკამ „შარი მოსდო“ ლიბიის ტანკერებს პრინციპების უგულვებელყოფაში მაშინ, როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა სიდრას ყურესთან დაკავშირებით, რომელსაც ლიბია აცხადებდა საკუთარ ტერიტორიულ წყლებად. 1986 წყლის 19 აპრილს რონალდ რეიგანმა გასცა ბრძანება დაეწყოთ ძირითადი დაბომბვითი რეიდები, ოპერაციას ეწოდა „ელ დორადოს კანიონი“, ტრიპოლისა და ბენღაზის წინააღმდეგ შედეგად დაიღუპა 45 ლიბიელი სამხედრო და 15 ოფიციალური და სამოქალაქო პირი. შეტევას წინ უძღვოდა დასავლეთ გერმანიაში მომხდარი ტერორისტული აქტი დისკოტეკაზე სადაც დაიღუპა ამერიკის მოქალაქე. ლიბიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა კადაფის ქალიშვილი ჰანანი. დაბომბვებს ლიბიამ ორი სკადის ტიპის ბალისტიკური რაკეტით უპასუხა, რომლის სამიზნე აშშ-ს სანაპირო დაცვის ნავიგაციის სადგური გახდა იტალიის კუნძულ ლამპედუსაზე, თუმცა ორივე რაკეტა მიზანს აცდა და ზღვაში ჩავარდა.

1990-იანი წლებისთვის ლიბიას დაადეს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა მოექცა დიპლომატიურ იზოლაციაში, შედეგად კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ექსტრადაციას ამერიკაში ან ინგლისში, რომლებმაც დაამონტაჟეს ბომბი პან ამ რეის 103-ზე, რომელიც აფეთქდა ქალაქ ლოკერბის თავზე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მაღალი პროფილის მქონე ვიზიტის შემდეგ 1997 წელს და შემდგომ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ვიზიტის შემდეგ 1999 წელს კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ნიდერლანდებში გასამართლებაზე შოტლანდიური კანონებით, რასაც მოჰყვა გაეროს მიერ სანქციების მოხსნა, თუმცა აშშ-მა სანქციები ძალაში დატოვა.

2003 წლის აგვისტოს, 2 წლის შემდეგ რაც ალი მოჰამედ ალ მეგრაჰის სასჯელი მიუსაჯეს, ლიბიამ ფორმალურად აღიარა გაერთიანებული ერების წინაშე ლოკერბის თვითმფრინავის აფეთქებაში პასუხისმგებლობა და დათანხმდა კონპესაციის სახით 2,7 მილიარდი ამერიკული დოლარის ანუ 10 მილიონი თითოეულ დაზარალებულ ოჯახს. ამავე თვეს ბრიტანეთმა და ბულგარეთმა დაუჭირეს მხარი ლიბიისთვის სანქციების მოხსნას გაეროს მიერ. (ბულგარეთის გადაწყვეტილება ბულგარელი ექთნების განთავისუფებით იყო განპირობებული). ლიბიამ შეძლო და გადაიხადა 40 % კონპენსაციისა შესაბამისად გაერომ მოუხსნა ლიბიას 40 % სანქციებისა, ხოლო იმისთვის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოეღო ლიბია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა რიგებიდან მან ლიბიას მოსთხოვა კიდე 20 % კომპენსაციის გადახდა (540$ მილიონი). 2008 წელს ლიბიამ გადაიხადა სრულად კონპენსაცია (1.5$ მილიარდი). შედეგად ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოხსნა ლიბიის მთავრობას ტერორიზმის მხარდამჭერის სტატუსი.

უახლესი სიცხადე

რედაქტირება

ყველაფერთან ერთად კადაფი გადაიქცა აფრიკელ ლიდერად, როგორც კონტინენტის ყველაზე გრძელვადიან მეთაური, პოსტ კოლონიური ქვეყნის ლიდერი, კადაფი ატარებს რეპუტაციას ბევრ აფრიკელს შორის როგორც გამოცდილი და ბრძენი ლიდერის რომელიც მუდამ იდგა ფრონტის წინა ხაზზე წლების განმავლობაში. კადაფიმ გამოიმუშავა ისეთივე სიმპატიები და ქება-დიდება აფრიკაში, როგორც ნელსონ მანდელამ და სხვებმა. ის არის გამოჩენილი ფიგურა პან აფრიკულ ორგანიზაციებში, როგორიც არის აფრიკის გაერთიანებული ორგანიზაცია (დღეს უკვე ამ ორგანიზაციას აფრიკის კავშირი ჰქვია).

ის ასევე ეცადა გაეუმჯობესებინა იმიჯი დასავლეთში. ორი წლით ადრე 2001 წლის 11 სექტემბერამდე, ლიბიამ შესთავაზა ამერიკას და დასავლეთს ბრძოლა ალ-ყაიდას წინააღმდეგ და ასევე შესთავაზა დასავლეთს ინტერნაციონალური ინსპექცია ლიბიის სამხედრო პროგრამაზე, თუმცა კლინტონის ადმინისტრაციამ არ მიაქცია ყურადღება კადაფის შეთავაზებას ლიბიის სამხედრო პროგრამასთან დაკავშირებით, რადგან ის არ წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის, ამიტომ აქცენტი გაკეთდა ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქების ფაქტზე, რომელიც ლიბიის ხელშეწყობით მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, კადაფიმ ერთ ერთმა პირველმა გააკეთა მტკიცე და მკაცრი განცხადება და დაადანაშაულა ალ-ქაედა.

 
მუამარ კადაფი და ნიკოლა სარკოზი

არსებობს ბევრი ახსნა, თუ რატომ შეცვალა კადაფიმ პოლიტიკა. ყველაზე აშკარა მიზეზი არის ის, რომ ერთ დროს მდიდარი ლიბია გახდა ნაკლებ მდიდარი, როგორც კი ნავთობის ფასები მკვეთრად დავარდა 1990-იან წლებში. კადაფიმ მიმართა სხვა ქვეყნებს დახმარებისკენ, თუმცა ნაკლებად ელოდა, დახმარების მაგივრად ლიბიამ მიიღო გაეროს და აშშ-ს სანქციები, რაც უფრო და უფრო ღრმა კრიზისში აგდებდა ლიბიას. სხვა მიზეზი არის ის რომ კადაფიმ თავად შეცვალა ქვეყნის რეალპოლიტიკა, რადგან მისმა იდეალებმა და მიზნებმა კრახი განიცადეს: არასოდეს შექმნილა არაბთა კავშირი, რაც მისი ცხოვრების მიზანი იყო, რევოლუციურმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც ის მხარს უჭერდა ვერ მიაღწიეს მიზნებს, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კადაფიმ საბოლოოდ დატოვა მთავარი სიმბოლური მიზანი. აშშ გახდა ისეთი ძლიერი როგორიც არასდროს.

სადამ ჰუსეინის გადაგდების შემდეგ 2003 წელს, კადაფიმ გაახმაურა, რომ მისი ერი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღის აქტიურ პროგრამას, თუმცა ის მზად იყო შეეშვა ინტერნაციონალური დამკვირვებლები თავის ქვეყანაში, რათა ენახათ და დემონტაჟი გაეკეთებინათ იარაღისთვის. ჯორჯ ბუშმა და ერაყის ომის სხვა მხარდამჭერებმა ჩათვალეს, რომ კადაფის ცდილობდა მოეცილებინა ბირთვული იარაღი, რათა უზრუნველყო მისი რეჟიმის მომავალი საგარეო უსაფრთხოება. რამდენიმე წლის შემდეგ მართლაც დაიწყო ლიბიიდან ქიმიური იარაღის გატანა და განადგურება. იარაღის განადგურებასთან ერთად ლიბია აქტიურად ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას, რასაც ასე თუ ისე წარმატებით ახორციელებდა.

2004 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ერთ ერთი პირველი დასავლეთელი ლიდერი დეკადაში, რომელიც ეწვია ლიბიას და საჯაროდ შეხვდა კადაფის. პრემიერმა ტონი ბლერმა დადებითად შეაფასა კადაფის ბოლო დროინდელი მოქმედებები და იმედი გამოთქვა, რომ ლიბია გახდებოდა ძლიერი მოკავშირე ინტერნაციონალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ.

2006 წლის 15 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა ლიბისთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ. ასევე ლიბია ამოღებული იქნება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან. 2006 წლის 31 აგვისტოს კადაფიმ ღიად მოუწოდა მის მხარდამჭერებს „მოეკლათ მტრები“, რომლებიც ღიად დასვამდნენ კითხვებს პოლიტიკურ ცვლილებებზე.

2007 წლის ივლისში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვია ლიბიას და გაფორმდა ხელშეკრულებები ლიბიასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სფეროებში.

2008 წლის 4 მარტს კადაფიმ გაახმაურა განზრახვა დაეშალა ამჟამინდელი ქვეყნის ადმინისტრაციული სტრუქტურა და ნავთობის შემოსავალი მიემართა ხალხისთვის. მისი გეგმა ითვალისწინებს ყველა სამინისტროს გაუქმებას, გარდა თავდაცვის, უშიშროების, საგარეო უსაფრთხოების და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტისა.

2008 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რაისი ეწვია ლიბიას ჩრდ. აფრიკული ტურის შემდეგ, ეს იყო პირველი ვიზიტი ლიბიაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ 1953 წლის შემდეგ.

მუსა ალ-სადრის გაუჩინარება

რედაქტირება

1978 წლის აგვისტოში ლიბანის ლიდერი მუსა ალ-სადრი და მისი ორი კომპანიონი გემგზავრა ლიბიაში რათა შეხვედროდა მთავრობის ოფიციალურ პირებს, ლიბიაში გამგზავრების შემდეგ ისინი არავის აღარ უნახავთ. ფართოდ ცნობილი აზრი არის, რომ ალ-სადრი მოკლულია კადაფის ბრძანებით, მაგრამ მოტივაცია თუ რატომ გააკეთა ეს უცნობია.

ოფიციალური ტრიპოლი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ალ-სადრი და მისი კომპანიონები გაემგზავრნენ იტალიაში. არსებობს მეორე ვერსია, რომ ალ-სადრი დააკავეს და გადაიყვანეს ლიბიის საიდუმლო ციხეში. ალ-სადრის გაუჩინარება გახდა მთავარი მიზეზი ლიბიასა და ლიბანს შორის ურთიერთობების გაფუჭებისა. ლიბანის პარლამენტის სპიკერმა ნაბი ბერიმ მოითხოვა პასუხისმგებლობის დაკისრება ლიბიის რეჟიმზე და ნაწილობრივ კადაფიზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმამ ალ-სადრის გაუჩინარებაზე. 2008 წლის 27 აგვისტოს ლიბანის პარლამენტმა ბრალი წაუყენა მუამარ ალ-კადაფის ალ-სადრის გაუჩინარებაზე.

შიდა უთანხმოებები

რედაქტირება

1993 წლის ოქტომბერში იყო კადაფის მოკვლის მცდელობა ლიბიის არმიის ელემენტების მიერ. 1996 წელს სისხლიანი აჯანყება მოეწყო კადაფის წინააღმდეგ, მაგრამ ესეც წარუმატებლად.

ქვეყანაში არსებობდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ებრძოდნენ კადაფის რეჟიმს:

ლიბიის სამოქალაქო ომი

რედაქტირება

2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში დაიწყო მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები. პროტესტანტები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 1969 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას.

სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის 23 ოქტომბერს მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

სახალხო ნაშრომები და პროექტები

რედაქტირება

დიდი ხელოვნური მდინარე

რედაქტირება

ეს არის მსოფლიოში ყველაზე ფართო მიწისშქვეშა მილსადენების ქსელი რომელიც შედგება 1300 ჭაბურღილისგან, უმეტესობა მათგანი 500 მეტრზე მეტ სიღმეში და გამოიმუშავებს 6 500 000 მ³ მტკნარ წყალს დღეში საჰარის უდაბნოდან ჩრდილოეთ ქალაქებს: ბენღაზის რეგიონს, ტრიპოლის, ბენღაზის, სირთს და სხვ.

კონსტრუქციის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო 1984 წელს და დაჯდა $5 მილიარდი, პროექტის სრულად დასრულება სავარაუდოდ $25 მილიარდი დაჯდება.

მუამარ კადაფიმ მას „მსოფლიოს VIII საოცრება“ უწოდა და წარადგინა, როგორც საჩუქარი მესამე მსოფლიოსთვის.

ობსერვატორია

რედაქტირება

ლიბია ასტრონომის და ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ერატოსთენეს მშობლიური ქვეყანაა. იგი დაიბადა დღევანდელ შაჰატში, სადაც ამჟამად უნდა აშენდეს ჩრდილო აფრიკაში უდიდესი ობსერვატორია. ლიბიის ნაციონალური ობსერვატორიის პროექტი ღირს დაახლოებით 10 მილიონი ევრო, რომელიც კადაფის პირადი ბრძანებით აშენდება ფრანგული კომპანია REOSC-ის მიერ.

პირადი ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

პირველი ქორწინებიდან (1969-1970) ფატიმა ალ-მურისგან ჰყავს ვაჟი მუჰამედი დაბ. 1970 წელს, იყო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. 2011 წლის 21 აგვისტოს მერე ან მოკლულია, ან გაქცეული.

კადაფი მეორედ 1970 წელს დაქორწინდა სოფია ფარკაშზე. ჰყავდათ 6 ვაჟი და ერთი ქალიშვილი, კადაფის ჰყავდა შვილობილი ჰანა, რომელიც 4 წლის ასაკში დაიღუპა ნატოს ჯარების მიერ 1986 წელს, სავარაუდოდ ამ ტრაგედიის მერე იშვილა მეორე გოგონა, რომელსაც აგრეთვე ჰანა შეარქვა.

უფროსი ვაჟი მეორე ქორწინებიდან საიფ ალ-ისლამ კადაფი დაიბადა 1972 წელს. 2006 წელს მამის რეჟიმის მწვავე კრიტიკის შემდეგ დატოვა ლიბია და გააგრძელა ოპოზიციური მოძრაობა ლიბიის ფარგლებს გარეთ, თუმცა ის მალევე შეურიგდა მამას დაბრუნდა ლიბიაში და ჩაერთო კომპენსაციების საკითხებში ამერიკისთვის და იტალიისთვის.

მომდევნო ვაჟი საადი ალ-კადაფი (1973 წ. დაბ) პროფესიონალი ფეხბურთელი. დაქორწინდა სამხედრო მეთაურის ქალიშვილზე. საადი იყო ლიბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. კადაფის მეოთხე ვაჟი მოატესემ ბილაჰ კადაფი, იყო ვიცე-პოლკოვნიკი ლიბიის არმიაში. ის გაიქცა ეგვიპტეში მას შემდეგ რაც ჩავარდა ეგვიპტის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალება მისი მამის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც თავადაც იყო. კადაფიმ მოატესემს აპატია და ის დაბრუნდა ლიბიაში, სადაც დღეს ის არის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი და შენაერთის ხელმძღვანელი ლიბიის არმიაში.

საიფ ალ-ისლამი და მოატესემ ბილაჰ განიხილებიან შესაძლო მემკვიდრეებად მათი მამისა. კადაფის ერთადერთი ქალიშვილი დაიღუპა აშშ-ს მიერ ლიბიის დაბომბვისას 1986 წელს.

2002 წელს კადაფიმ შეიძინა საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის 7,5 % 21 მილიონ დოლარად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „African Union officially recognises Libya's new leadership“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-20. ციტირების თარიღი: 2011-10-07.
  2. Lederer, Edith (16 September 2011). „UN approves Libya seat for former rebels“. San Jose Mercury News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 16 September 2011.
  3. „General Assembly Seats NTC of Libya as Country's Representative for Sixty-Sixth Session“. 16 September 2011. ციტირების თარიღი: 16 September 2011.
  4. მუამარ კადაფი მოკლეს
  5. ლიბიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა კადაფის სიკვდილი