ელ ჰაჯი ომარ ბონგო ონდიმბა (ფრანგ. El Hadj Omar Bongo Ondimba; დაბადებით - ალბერტ ბერნარ ბონგო დ. 30 დეკემბერი, 1935 — გ. 8 ივნისი, 2009) — გაბონის სახელმწიფო მოღვაწე, გაბონის პრეზიდენტი 1967-2009 წწ. პრეზიდენტი გახდა 32 წლის ასაკში და იყო ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იმ მომენტში. 2005 წელს ტოგოს პრეზიდენტის გნასინგბე ეიადემას გარდაცვალების შემდეგ გახდა ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პრეზიდენტი აფრიკაში და მთელ მსოფლიოში.

ელ ჰაჯი ომარ ბონგო ონდიმბა
ელ ჰაჯი ომარ ბონგო ონდიმბა
ომარ ბონგო 2004 წელს
გაბონის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი 1967 – 8 ივნისი 2009
წინამორბედილეონ მბა
მემკვიდრეროზ როგომბე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1966 – 1967
წინამორბედიპოლ-მარი იემბიტი
მემკვიდრელეონ მებიამი

დაბადებული30 დეკემბერი 1935
ბონგოვილი გაბონი
გარდაცვლილი8 ივნისი 2009
ბარსელონა ესპანეთი
პოლიტიკური პარტიაგდპ
მეუღლე1) პასიანს მარი ჟოზეფინა კამა დაბანი (1959-1986)
2) ედიტ ლუსი სასუ-ნგესო (1990-დან)
შვილებიალი, პასკალინი და ალბერტინა
რელიგიაჯერ კათოლიკე, შემდეგ მუსლიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ომარ ბონგო დაიბადა აღმოსავლეთ გაბონის ქალაქ ლევაიში (ახლანდელი ბონგოვილი), კონგოს რესპუბლიკის საზღვართან ახლოს. მასთან ერთად ოჯახში კიდევ 11 ბავშვი იზრდებოდა. მამა გარდაეცვალა მაშინ როცა იგი იყო 7 წლის. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფოსტაში. სულ მალე კი დაიწყო მისი სამხედრო და პოლიტიკური კარიერა.

მისი პოლიტიკური კარიერა იწყება 1960 წელს, როდესაც გაბონმა საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველი საპარლამენტო არჩევნების დროს იგი წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა ადამიანს რომელიც შემდეგ გახდა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ხოლო ბონგომ მიიღო ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

1962 წელს სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 1964 წელს გაბონში მოხდა პირველი და ერთადერთი სამხედრო გადატრიალება პრეზიდენტი ლეონ მბა გადააყენეს, ხოლო ომარ ბონგო დატყვევებულ იქნა ლიბრევილის სამხედრო ბაზაზე. ორი დღის შემდეგ მოკავშირეებმა აღადგინეს ლეონ მბას მმართველობა. ომარ ბონგო 1966 წელს გახდა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და 1967 წლის დეკემბერში ლეონ მბას გარდაცვალების შემდეგ დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 1973 წელს შეიცვალა სარწმუნოება, ხოლო 2003 წელს დაიმატა გვარი ონდიმბა.

1990-იანი წლების დასასრულს ბონგომ დაასრულა ერთპარტიული მმართველობა და ჩაატარა მრავალპარტიული არჩევნები 1993 და 1998 წელს, რომელშიც გაიმარჯვა შესაბამისად 51,2 % და66,88 %-ით.

საპრეზიდენტო არჩევნების (1973, 1979, 1986, 1993, 1998 და 2005) რეზულტატით იგი ყოველთვის გამარჯვებული იყო.

ერთდროს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტს ეს თანამდებობა ეკავა 41 წლის 6 თვისა და 6 დღის განმავლობაში და გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პრეზიდენტი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბონგოს მეუღლე — ექიმი, პედიატრი — არის კონგოს პრეზიდენტის დენი სასუ-ნგესოს შვილი, ხოლო მისი ვაჟიშვილი ალი ბონგო ონდიმბა იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 1989-1991 წწ. და თავდაცვის მინისტრი 1999 წლიდან.

გარდაიცვალა გულის შეტევით ესპანეთში ბარსელონის კლინიკაში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. მისი თანამდებობა კი გაბონის ისტორიაში პირველად დაიკავა ქალმა პრეზიდენტმა როზა როგომბემ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ლეონ მბა
გაბონის პრეზიდენტი

19672009
შემდეგი:
როზ როგომბე
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: