პასიანს მარი ჟოზეფინ კამა დაბანი (ფრანგ. Patience Marie Josephine Kama Dabany; დაბადებით — მარი ჟოზეფინ კამა, ასევე ცნობილია როგორც ჟოზეფინ ბონგო, დ. 22 იანვარი, 1944, ბრაზავილი, კონგოს რესპუბლიკა) — გაბონელი მუსიკოსი და მომღერალი, გაბონის ყოფილი პირველი ლედი, გაბონის მიმდინარე პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბას დედა. თითქმის ოცდაათი წელი ომარ ბონგო ონდიმბას მეუღლე იყო, რომელიც 1967-2009 წლებში გაბონის პრეზიდენტი იყო. განქორწინების შემდეგ მუსიკის კარიერას მიჰყვა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ბრაზავილში, კონგო, წარმოშობით სამხრეთ-აღმოსავლეთ გაბონელი მშობლების ოჯახში. დაბანი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა და სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყო მამამისის აკორდეონისა და ძმის გიტარის აკომპანიმენტის თანხლებით. დედამისი ტრადიციული ხალხური სიმღერების შემსრულებელი იყო. მოზარდობაში ის ბრაზავილის ერთ-ერთ ეკლესიის გუნდში მღეროდა, მოგვიანებით კი ტრადიციული სიმღერების შესრულება დაიწყო.

პირველი ლედი

რედაქტირება

1958 წელს დაბანი ალბერ-ბერნარ ბონგოს, ახალგაზრდა გაბონელ სტუდენტს, შეხვდა. 1959 წლის 31 ოქტომბერს, 15 წლის ასაკში, ის ალბერს ცოლად გაყვა. მათ ორი შვილი ეყოლათ: ვაჟი - ალენ ბერნარ ბონგო (9 თებერვალი 1959 წ.) და ქალიშვილი - აწ გარდაცვლილი ალბერტინ ამისა ბონგო (1964-1993).

1960 წელს გაბონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაბანიმ ქმართან ერთად გაბონის დემოკრატიული პარტია დააარსა. პარალელურად ის მრავალ სოციალურ წამოწყებაში, მათ შორის ქალთა უფლებების დაცვის, ქველმოქმედებასა და სხვა პროექტებში, მონაწილეობს. 1967 წელს მისი მეუღლე ომარ ბონგო გაბონის პრეზიდენტი გახდა.

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

1986 წელს ჟოზეფინ და ალბერ ბონგო განქორწინდნენ. მარიმ პროფესიონალი მომღერლის კარიერას მიჰყო ხელი ახალი სახელით—პასიანს დაბანი. მის პირველ ალბომს "ლევეკიშა" მოჰყვა "Cheri Ton Disque Est Rayé", "Associé", და "Patience Dabany" 1994 წელს. 1997 წლის ალბომი "Nouvelle Attitude" აფრიკაში მის პოპულარობას ამყარებს. ამავე წელს ის სამშობლოში ბრუნდება და ლიბრევილში ფუძნდება. 2001 წელს გამოდის მისი ალბომი "Article 106". 2004 წლის ალბომი "Obomiyia" კი მას ჯეიმზ ბრაუნთან ევროპის ტურნეს გამართვის საშუალებას აძლევს. ამ ალბომში შეტანილი სიმღერა "La Connaissance" მისი ყოფილი მეუღლის 2005 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი ჰიმნი იყო.

წყაროები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება