გიორგი მარუაშვილი
"კოლეგა-ვიკიპედიელებო" გთხოვთ რაიმე თემის განხილვის წინ თვალი გადაავლეთ სიას, ხომ არ არსებობს შესაბამისი შინაარსის დისკუსია.
ამით თავიდან ავიცილებთ ქაოსს და დისკუსიაც უფრო თვალსაჩინო და ადვილად წასაკითხი-საპასუხო გახდება. წინასწარ დიდი მადლობა ყველას. პატივისცემით გიორგი მარუაშვილი |
ვიკის სტანდარტები
რედაქტირებაპატივცემულო ვიკიპედიელებო. მინდა ყველას მოგმართოთ რამდენიმე საკითხის გამო.
პირველი საკითხი.
რედაქტირებაფაქტია რომ საერთო/ზოგადი სტანდარტები ქართულ ვიკიში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ხომ არ დაგვეწყო მათი ნელ-ნელა ჩამოთვლა და გაკეთება. მაგალითისათვის მოვიყვან თარგებს. რამდენიმე მათგანი (სოფელზე, ქალაქებზე, ავტომანქანებზე და ა.შ.) უკვე გავაკეთე და ვსარგებლობ კიდეც მათით. ისინი საკმაოდ მიადვილებენ და აჩქარებენ ვიკიში ჩემს მუშაობას. ვისურვებდი თუ სხვებიც შემატებდნენ თარგებს რომლებიც აუცილებლად საჭიროა და მოდერებს ვთროვ იქნებ შეიქმნას ცალკე ბმული მთავარ გვერდზე რომელზეც ეს თარგები და მათი მიხმარების წესები იქნება აღწერილი.
- გიორგი, ამგვარი საკითხები სასურველია საზოგადო გვერდზე იყოს კერძოს ნაცვლად. ყავახანას აქვს განყოფილება ენობრივი საკითხებისთვის. რაც შეეხება თარგებს, მთავარ გვერდზე არის ბმული თარგები სადაც შეძლებისდაგვარად ძირითადი თარგები განთავსებულია. თუ ახალ თარგს შექმნი, კარგი იქნება თუ იქაც დაამატებ, რომ სხვებმაც გამოიყენონ. Alsandro 14:18, 31 მაისი 2006 (UTC)
- ყავახანაში გავაკეთე შესაბამისი ბმული. იქ იმდენი თემაა რომ შეხედვა არ მინდება ხშირად, ვერაფერს ვპოულობ. ამიტომაც სიადვილისატვის გავაკეთე ჩემს გვერდზე. რაც სეეხება ტარგებს დავამატებ ჩემს გაკეთებულებს. გიორგი მარუაშვილი 14:20, 31 მაისი 2006 (UTC)
- ყავახანა გავამარტივე, განხილვებიკატეგორიების მიხედვით ცალკე გვერდებზე გადავიტანე და მთავარ გვერდზე იმდენი მიწერ-მოწერა აღარ არის, მხოლოდ ახალი პოსტები რჩება დაახ. ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ არქივში გადადის (იდეაში). Alsandro 14:30, 31 მაისი 2006 (UTC)
- თარგებშიც მაგარი დომხალია. ახალი იუზერისათვის ყოვლად გაუგებარი იქნება თუ როგორ უნდა გამოიყენენოს თარგი. ხომ არ აჯობებს თითოეულ თარგს ცალკე გვერდი ჰქონდეს თავისი ახსნა-განმარტებით ? გიორგი მარუაშვილი 14:35, 31 მაისი 2006 (UTC)
- სწორედ ეს დავწერე თარგების განხილვის გვერდზე ეხლა. ამ შაბათ-კვირას მოვიცლი თუ მანამდე სხვამ არ დამასწრო. Alsandro 14:44, 31 მაისი 2006 (UTC)
- თარგებშიც მაგარი დომხალია. ახალი იუზერისათვის ყოვლად გაუგებარი იქნება თუ როგორ უნდა გამოიყენენოს თარგი. ხომ არ აჯობებს თითოეულ თარგს ცალკე გვერდი ჰქონდეს თავისი ახსნა-განმარტებით ? გიორგი მარუაშვილი 14:35, 31 მაისი 2006 (UTC)
მეორე საკითხი.
რედაქტირებათემების სათაურთა საკითხი. ხშირად ვაწყდები სხვადასხვა სტანდარტებით შექმნილ კერძო პირთა თემების სათაურებს. მე მგონი აჯობებს თუ ჩამოვაყალიბებთ რაიმე საერთო სტანდარტს რომლის მიხედვითაც სათაური სეიქმნება და ეს უფრო ადვილად მოსახმარს (შიდა ბმული) და მისაგნებს გახდის მათ. მე პირადად 99% ბიოგრაფიებზე ვმუშაობ და ვიყენებ შემდეგ სტანდარტებს:
- მეფეები - სახელი (ქვეყანა) (მაგ. ლუი XIV (საფრანგეთი), ლუდვიგ II (ბავარია))
- გერმანელ არისტოკრატთა სახელები - გვარი, სახელი ფონ/ვან. (მაგ. ბისმარკი, ოტო ფონ; ბეთჰოვენი, ლუდვიგ ვან)
- ფრანგული - დე/დ' გვარი, სახელი. (მაგ: დე გოლი, შარლ; დ'არტუა, შარლ I)
- იტალიური - დი/და/დელ/დელა/ გვარი, სახელი. (მაგ: და ვინჩი, ლეონარდო; დელ პიერო, ალესანდრო)
- ჰოლანდიური - ვან გვარი, სახელი. (მაგ: ვან ბასტენი, მარკო)
- ინგლისური - გვარი, სახელი (ტიტული). (მაგ: ჩერჩილი, ჯონ (მარლბოროს 1-ლი ჰერცოგი))
- ებრაული - ბენ გვარი, სახელი. (მაგ: ბენ გურიონი, დავიდ)
მოდით ყველამ ერთად განვიხილოთ თითოეული ეს ფორმა და გადავწყვიტოთ რამდენად მართებულია იგი. დაპოსტეთ თქვენი მოსაზრებები და ალტერნატიული ვერსიები.
თუ მივაღწევთ რაიმე ერთი სტანდარტის დამკვიდრებას ჩინებული იქნება. პატივისცემით გიორგი მარუაშვილი 14:06, 31 მაისი 2006 (UTC)
19.10.06
რედაქტირებაCenter for Strategic & International Studies - კვლევების თუ სწავლების?Zangala 14:17, 19 ოქტომბერი 2006 (UTC)
- scavlebis ufro martebulia... martali xar. გიორგი მარუაშვილი 12:15, 21 ოქტომბერი 2006 (UTC)
21.10.06
რედაქტირებაგიორგი, გთხოვ გადახედო განხილვა:სპარსეთის ყურის ომი.Zangala 17:59, 21 ოქტომბერი 2006 (UTC)
ბჰუტო, ბენაზირ
რედაქტირებაგიორგი, ბჰუტო, ბენაზირ უკვე არის. - ალ-ო (გ) 18:06, 24 ოქტომბერი 2006 (UTC)
გიორგი, თხოვნა იქნება შენთან, რომ სტატია რომელიც უკვე არსებობს არ შექმნა ხოლმე. ალბათ საწყენი არ იქნება, რომ შენი სტატია წაიშალოს (რადგან ახალია). შეგიძლია ძველში შეასწორო. შენს პასუხს დაველოდები წაშლამდე.Zangala 20:36, 24 ოქტომბერი 2006 (UTC)
- sorry... etkoba ver shevamchnie... shegidzliat chaascorot/cashalot გიორგი მარუაშვილი 19:35, 27 ოქტომბერი 2006 (UTC)
08.11.06
რედაქტირებაგანხილვა:საქართველოს კომპანიები და ორგანიზაციებიZangala 22:20, 8 ნოემბერი 2006 (UTC)
25 ნოემბერი
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი, ფოში, ფერდინანდ თუ ფოში, ფერდინან (შენ გეწერა) - მე ყველგან ფერდინანდ დავწერე. თუ მართებულად არ მიგაჩნია მითხარი. იმედია გიორგობა კარგად აღნიშნე. Zangala 22:04, 25 ნოემბერი 2006 (UTC)
Guglielmo Papaleo თუ Gugliermo Papaleo ინგლ. ვიკიპედიაში ორივე წერია. აგრეთვე ორივეთი იძებნება გუგლში.
ქართულად გულიერმო პაპლეო თუ გუგლიერმო პაპალეო? გთხოვ გადახედო.Zangala 22:45, 25 ნოემბერი 2006 (UTC)
- იტალიურ ენაში "გლ" იკითხება "ლ"-დ. ასე რომ "გულიერმო" არის მართებული. გიორგი მარუაშვილი 20:33, 28 ნოემბერი 2006 (UTC)
- გიორგი, მადლობა პასუხისთვის. აგრეთვე საინტერესოა lmo თუ rmo (დაბოლოება) (ინგლ. ვიკიპედიაში ორივე წერია, ხოლო იტალიური ჯერ არ არსებობს), პაპლეო თუ პაპალეო? პეპი, ვილი.Zangala 21:56, 28 ნოემბერი 2006 (UTC)
- გიორგი, სტატიები მეორე მსოფლიო ომზე შენი შექმნილია. თხოვნა მაქვს, თუ არ დაიზარებ იქნებ შექმნა სტატია "ბარბაროსა" (Fall Barbarossa)? Zangala 20:46, 30 ნოემბერი 2006 (UTC)
- ok zangala. gavaketeb. :) გიორგი მარუაშვილი 20:24, 1 დეკემბერი 2006 (UTC)
გიორგი, გერმანული th ყველგან თ-არის ტელმანის გარდა. ინგლისური th - არის თ, დ, ზ და რამდენიმე სახელში ტ - ესენი არიან Anthony-ანტონი, Thomas-ტომასი, Thames-ტემზა და Theresa-ტერეზა.Zangala 20:52, 1 დეკემბერი 2006 (UTC)
ხ-ებისთვის გმადლობ. გავასწორებ. ჩასასწორებელი რომაა ვიცი, ნათიას ვთხოვე დახმარება, რადგან ფრანგული არ ვიცი. ვერდენის ხელშეკრულების ამ პუნქტის შესახებ პირველად გავიგე :) რას ნისნავს ეგ, ფრანგებს უნდათ თავისი გერმანული წარმოშვების დამალვა და არ აღიარებენ რომ ფრანკებისგან მოდიან? შუა საუკუნეებში მიიჩნევდნენ რომ ფრანგები სალიელი ფრანკების ჩამომავლები არიან, სწორედ ამ ნიადაგზე გამოიყენეს სალიური კანონი 1316 წელს. ანუ ფრანგები თავის ისტორიას მხოლოდ კაპეტინგების დინასტიიდან ცნობენ?--ტრულალა (გ) 20:29, 6 დეკემბერი 2006 (UTC)
აჰ მაგ ხელშეკრულებაზე ამბობ, ვიფიქრე 1918 წელს ვერდენის ხელშეკრულებასი იყო ეგეთი პუნქტი და ყბა ჩამომივარდა :) ნუ ფრანგები არ არსებობდნენ, მაგრამ გერმანული ტომების შესახებ რომაელ ისტორიკოსებთან ძალიან ბევრი ცნობებია, ასე რომ ალბათ ეგ ხელშეკრულება მიიჩნევა ფრანგების გერმანელერბისგან გამყოფ ხელშეკრულებად. ასეა?--ტრულალა (გ) 20:44, 6 დეკემბერი 2006 (UTC)
სირცხვილი მე.. ვერსალის ხელშეკრულებასი ამერია.. უბრალოდ ვერდენი პირველ მსოფლიო ომთან ასოცირდება და....--ტრულალა (გ) 20:47, 6 დეკემბერი 2006 (UTC)
როგორც ვხედავ ტრულალასთან პრობლემები არ არის და თვითონ იცოდა სახელებთან დაკავშირებით. ამ წუთში შევქმენი ვერდენის ხელშეკრულება და თხოვნა მაქვს გადახედო. საერთასორისო ბმულებსაც ახლავე დავამატებ.Zangala 20:49, 6 დეკემბერი 2006 (UTC)
გამარჯობა გიორგი, რამდენად მოგწონს გერმანული მამაკაცის სახელი?ხლოდვიგიZangala 20:45, 8 დეკემბერი 2006 (UTC)
ოკ, გერმანული მამაკაცის სახელი თუ მამაკაცის გერმანული სახელი. გერმანული მამაკაცია თუ სახელი?Zangala 20:58, 8 დეკემბერი 2006 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაგიორგი, დავწერე სტატია პირველ მსოფლიო ომზე, ჩარლზ მესინჯერის წიგნის მიხედვით (სტატიის ბოლოში მითითებულია წყარო). გთხოვ გადახედო და შეამოწმო, ან თუ რამე არის დასამატებელი. კიდევ რა პრობლემაა, ქართულად იარაღის სახელები და სამხედრო ტერმინები არ ვიცი როგორაა, მოკლედ ნახე სტატია, ახალი ისტორიის სპეციალისტი ხარ და შეცდომებს დაიჭერ. გმადლობ.--ტრულალა (გ) 10:02, 20 დეკემბერი 2006 (UTC)
ჰაი გიორგი, საშობაო საჩუქარი ვიკიპედიას - ახალი პორტალი? მეორე პორტალი, რომელიც დაცარიელდა - წავშალო? Zangala 21:02, 22 დეკემბერი 2006 (UTC)
ომი
რედაქტირებავეცდები დაგეხმაროთ თუმცა არც მე მაქვს ბევრი დრო, ვიკიშიც ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, საკუთარი პორტალები, ვიკიციტატა და ვიკიწიგნები. რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
პორტალის ეს ესკიზი საიდან აიღეთ? მაცალე ვნახო სხვა ენებზე საერთოდ რითი აქვთ ომის პორტალი შევსებული.. ისტორიაში ჩავდებ ახლა ომს... ცოტა დამაცადე, ყავახანაში გენერალურ უბორკას ვაკეთებ...--ტრულალა (გ) 18:39, 25 დეკემბერი 2006 (UTC)
თვითონ ჩონჩხი არ მომწონს, ეგებ ეგ შევცვალოთ? იდეაში რა უნდა მივიღოთ? რჩეული სტატია, რჩეული სურათი, ომები: ანტიკურში - ძველი საბერძნეთის ომები კატეგორია:ძველი რომის ომები, ნუ ეგვიპტურ ომებზე არ ვიცი.. ჩინეთის გაერთიანებისთვის ომები, მერე შუა საუკუნეებში, ესპანეთის რეკონკისტა, ჯვაროსნული ლაშქრობები, ევროპის რელიგიური ომები, ნაპოლეონის ომები, (აზიის შუა საუკუნეების ისტოიას არ ვიცნობ :() , ოპიუმის ომები.. ამერიკაში კონკისტადორების ომები, ამერიკის სამოქალაქო ომი, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო, და ახალი დროის ომები. რამე გვაკლია? რუბრიკა "იცოდით რომ" და კვირის პროექტი? მგონი ისა და ესაა არა? ამ ჩონჩხს ახლავე ავაწყობ--ტრულალა (გ) 18:55, 25 დეკემბერი 2006 (UTC)
თუ პმო მოგეწონა, მხარი დაუჭირე მას :)--ტრულალა (გ) 11:02, 27 დეკემბერი 2006 (UTC)
ისტორიის პორტალში ჩავსვი ომი, ოღონდ იკონკა ვერ მოვიფიქრე, დროებით კალიგა ჩავსვი.--ტრულალა (გ) 20:36, 28 დეკემბერი 2006 (UTC)
გამარჯობა გიორგი, დავიჯერო ძველ მოღვაწეებზე სახელები შეიცვალა საქართველოში. ვიცი, რომ მარტო გეოგრაფიული სახელები დამუშავდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში. შენი პოზიცია ვიცი (და მეც გითხარი რომ მართალი ხარ, მაგრამ სანამ ოფიციალურად არ შეიცვლება...). ამიტომ სანამ არ შეიცვლება ოფიციალურად ვიკიპედიაში უნდა იყოს გადამისამართებები (დარწმუნებული ვარ ვინც საქართველოს არქივში ჩაიხედავს ტრადიციული სახელებს შეხვდება და არა ახალს). აქედან გამომდინარე ჩვენ მათ ძიება უნდა გავუადვილოთ. შენ თუ დრო არ გაქვს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ გადამისამართებებს.Zangala 21:23, 3 იანვარი 2007 (UTC)
- 001 - ჩაგეთვალა და მომეწონა. Zangala 12:59, 4 იანვარი 2007 (UTC)
05.01.07.
რედაქტირებაგიორგის გაუ, 001 ხაზზეა, - ქართულად რამდენად მართებულია ფიურსტები? Zangala 21:41, 5 იანვარი 2007 (UTC)
- გაუ... პრინციპში რომ თარგმნო ფიურსტი მეტნაკელდაბ "თავადია".... მაგრამ მთლად ასეც არ არის... აი ხომ ვამბობთ არა "კუფიურსტი", ამას ხომ არ ვთარგმნით "კურთავადად" :) ... ამიტომ მისაღებია ფიურსტიც... ისე როგორც რუსული "კნიაზ" მტლად გერმანული ფიურსტი ან ქართული თავადი არაა... ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურად ეს საერთოდ "პრინცად" ითარგმნება და პრიცს, როგორც ასეთს ქართულში "უფლისწული", "ბატონიშვილი" შეესაბამება და არა თავადი. მე გერმანულ ფიურსტს და რუსულ კნიაზს ქართულ თავადად არ ვთარგმნი. გიორგი მარუაშვილი 21:48, 5 იანვარი 2007 (UTC)
- კუფიურსტი - ამაზე არაფერს არ ვამბობ, რადგან ქართულად მიღებულია (მომხმარებელმა იცის). ფიურსტები - ქართულად კარგი თუ ცუდი ნათარგმნია (მთავარი, თავადი) - აქედან გამომდინარე ცუდი არ იქნება გადამისამართების გაკეთება და მომხმარებელი, რომელმაც გერმანული ენა არ იცის თარგმნის გარეშე მიხვდება რას ნიშნავს. აზრის გამოთქმა ყველას გვაქვს. გიორგი, ამჟამად სად ხარ?Zangala 22:08, 5 იანვარი 2007 (UTC)
- მხეცი ხარ - ოღონდ არ დაგავიწყდეს. ხომ იცი 001 ხაზზეა. :) Zangala 21:26, 11 იანვარი 2007 (UTC)
გიორგი, რაღაცა გეშლება ფრიდრიხ III სრული სახელი- გთხოვ ნახო გერმანული ბმული.Zangala 21:34, 11 იანვარი 2007 (UTC)
- რა მეშლება ვერ მივხვდი ? გიორგი მარუაშვილი 21:36, 11 იანვარი 2007 (UTC)
გერმანულში წერია: voller Name Friedrich Wilhelm Nikolaus Karl - შენ?Zangala 21:38, 11 იანვარი 2007 (UTC)
- ჩავასწორე უკვე.... :) გიორგი მარუაშვილი 21:39, 11 იანვარი 2007 (UTC)
- გეგონოს, რომ ჩაასწორე von Hohenzollern ვის დაუტოვე? ნუ ჩქარობ, ხომ გაგიგია მოჩქარეს მოუგვიანდესოZangala 21:44, 11 იანვარი 2007 (UTC)
- ეგენი ყველა ჰოენცოლერნები იყვნენ გვარით და ამიტომაც დავწერე ეგრე... გიორგი მარუაშვილი 21:50, 11 იანვარი 2007 (UTC)
ოკ, უბრალოდ გერმანულში არ წერია. ძილინებისა.Zangala 21:53, 11 იანვარი 2007 (UTC)
შეხვედრა
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი! გთხოვთ ყავახანაში დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია შეხვედრის შესახებ, იმედია თბილისში იმყოფებით. გმადლობთ! --GioMac 07:32, 15 იანვარი 2007 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაგიორგის გაუ, გთხოვნა მაქვს ნახო სტატია ჰაბსბურგ-ლოთარინგია, კლემენტინე ფონ (1777-1801) არ წერია მარია. ზოგჯერ მიჭირს ძებნა ბმულების ჩამატებისთვის. თხოვნა მექნება სრულად დაწერო, თორემ შემდეგ სხვა პიროვნება გამოდის. ზოგჯერ დაბ. და გარდ. თარიღები სათაურსა და სტატიაში არ ემთხვევა. ნუ ჩქარობ სტატიების წერისას - წყნარად, დინჯად წერე. იცოდე შენს დასაწერს სხვა არ წაგართმევს. ამის პირობას ჯერჯერობით გაძლევ.Zangala 18:26, 14 თებერვალი 2007 (UTC)
რომელია მართებული
რედაქტირებანახე სტატია ბენედიქტე XIV. აქ არის მოხსენიებული ნიკოლოზ X. ნამდვილად X არის? ნახე აგრეთვე ნიკოლოზ. ისტორიაში ნახე სულ პირველი შემქმნელი. თუ არ ვცდები ავთანდილ აბულაძე უნდა იყოს. მაგრამ მან შექმნა ჩემი შეტანილით ცნობილი ქართველების სიის მიხედვით. მე მაქვს ქსე-დან გადმოწერილი. ე.ი. ნიკოლოზ X - ქსე-ში არის მოხსენიებული ნიკოლოზ IX. აგრეთვე შესწორებული არიან სხვა კათოლოკოსებიც. იცი თუ არა რომელია მართებული. ველი პასუხს. Zangala 10:06, 11 მარტი 2007 (UTC)
ტამპლიერები
რედაქტირებაგიორგი, ხომ არ აჯობებდა სტატიაში ტამპლიერები მიგვეთითებინა იხ. ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრების სია--Zangala 17:52, 11 მარტი 2007 (UTC)
გიორგი, ჩემი თხოვნაა - სანამ რაღაცას შემიცვლი, /და არა შემისწორებ/, მითუმეტეს ასე პრინციპულად უმნიშვნელოს - წინასწარ შევთანხმდეთ. --Levan Kalandadze 09:59, 17 მარტი 2007 (UTC)
შტაუფენბერგი, კლაუს ფონ შესახებ
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი, შტაუფენბერგი, კლაუს ფონ - ამ სტატიას ბმულები აღარ აქვს. ყველგან გავასწორე. ეს როგორც წასაშლელი ისე ავღნიშნე - წაიშალოა? Zangala 10:42, 20 მარტი 2007 (UTC)
რავიცი, სიმართლე რომ გითხრა ეგ ვერსია არ მომწონს, იგივეა რაც ლათინურად ოღონდ ქართული ასოებით...--ტრულალა (გ) 20:19, 28 მარტი 2007 (UTC)
გიორგი, კაკაზე მე მგონი მრანალმნიშვნელოვნების გვერდი უნდა გავაკეთოდ. კაკა კანფეტსაც ნიშნავს. ტამოკ (გ) 16:25, 27 აპრილი 2007 (UTC)
გამარჯობა გიორგი, ინფორმაციისთვის თარგებს ვბლოკავ არარეგისტირებულებისთვის ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად. --Zangala 16:46, 2 მაისი 2007 (UTC)
გიორგობა
რედაქტირებაგიორგობას გილოცავ გიორგი. --Zangala 17:49, 6 მაისი 2007 (UTC)
- მადლობა--Zangala 18:04, 6 მაისი 2007 (UTC)
გილოცავ
რედაქტირებადღეს გიორგის დღეობაა. გამოვაცხეთ ხაჭაპური... გილოცავ დაბადების დღეს. კეთილი სურვილებით.--Zangala 09:13, 15 მაისი 2007 (UTC)
- დიდი მადლობა... გაიხარე. დრეს უფრო დიდი სიხარულიც მეწვია. ვაჟი შემეძინა... გიორგი მარუაშვილი 14:18, 15 მაისი 2007 (UTC)
სულითა და გულით გილოვაც ვაჟის დაბადებას. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ. ჩვენი ვიკიპედიაც ვაჟიანობით დაიწყო. ისე სულ მინდოდა კითხვა, მაგრამ მერიდებოდა. სახელი რა დაარქვი? --Zangala 16:30, 15 მაისი 2007 (UTC)
- გმადლობ ცანგალა... პატარას კონსტანტინ-მაქსიმილიანი ჰქვია. გიორგი მარუაშვილი 20:08, 15 მაისი 2007 (UTC)
- ვაჰ, მეც ვუერთდები ცანგალას: გილოცავ, ბედნიერი გაგიზარდოთ! - ალ-ო გ / წ 20:12, 15 მაისი 2007 (UTC)
საბჭოთა კავშირის გმირები
რედაქტირებაჯერ დავიწყოთ მაისის გმირით კონსტანტინ-მაქსიმილიანი როგორ არის? მთავარია ჭამის ხასიათზე იყოს. ახლა რაც შეეხება საბჭოთა კავშირის გმირებს არსებობს კატეგორია:საბჭოთა კავშირის გმირები გადახედე. მეორე ძალიან გთხოვ თუ რამე სურათი ვიკისაწყობში არ არსებობს ნუ შემოიტან, რადგან ოდესღაც შლიან და სტატია უშნოთ რჩება. კონსტანტინ-მაქსიმილიანი მოკითხვა გადაეცი ცანგალასგან :)Zangala 19:28, 19 მაისი 2007 (UTC)
- მადლობა ცანგალა, მშვენიერვარდაა... :) ... ახლა ვიკიზე. არ შეიძლება ეს სურათები საწყობში ავტვირთოთ? თუ საჭირო გახდება მე თვითონ გავაკეთებ მსგავს სურათებს და ამით საავტორო ფლებებიც არ დაირღვევა. სსრკ გმირების კატეგორიაც იყო და სიაც. მით უმეტეს რომ სია თვალნათლივ აჩვენებს ბევრ რაიმეს. კატეგორია კი მარტო ანბანური ძიების საშუალებას იძლევა. გიორგი მარუაშვილი 19:34, 19 მაისი 2007 (UTC)
არა ორივე იყოს. კატეგორია იმიტომ გითხარი ამ საერთო სიაში მაგ. ბენდელიანი, ჭიჭიკო არ დაგავიწყდეს. ახლა რაც შეეხება სურათებს. ეს სურათები შენი გაკეთებული არ არის. გაქვს ამოღებული რომელიღაც ვებ. გვერდიდან. ხოდა ის ვებ. გვერდი გაძლევს გამოყენების უფლებას? შენი გაკეთებული როდესაც არის შეგიძლია შენი თანხმობით ვიკისაწყობში ჩადო. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი. სურათებზე იმიტომ გეუბნები, რომ სტატიები მართლა საშინლად რჩება როდესაც იღებენ სტატიიდან. ალსანდროს შევეკითხები.--Zangala 19:40, 19 მაისი 2007 (UTC)
გაგიმარჯოს! მგონი მივხვდი. დეფოლტსორტი მხოლოდ კატეგორიებში ახარისხებს ანბანურად გვარების მიხედვით და ამიტომ სათაურში უკუღმა წერა არ დავჭირდება. რაც შეეხება ბმულებს სხვადასხვა ბრუნვაში, ნაწილობრივ გამარტივდება. ანუ, მიცემითში, ნათესაობითში და მგონი კუთვნილებითი ქვია (-ით), მაგ. მიცემითში [[ადოლფ ჰიტლერი]]ს იქნება (ანუ ბრუნების ნაწილაკი ფრჩხილს გარეთ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სიტყვის ბმულზე. მოთხრობითში და სხვაში სადაც ფუძე იცვლება იქ ჯერ ვერა, ანუ უნდა დავწეროთ [[ადოლფ ჰიტლერი|ადოლფ ჰიტლერმა]]. სამწუხაროდ ესეც რომ გააკეთოს პროგრამა აურევსო, როგორც მითხრეს და მიზანშეწონილი არ არისო (რუსულში მარტო სისტემურ სიტყვებზე აქვთ). თუმცა რაც არის უკვე მიღწევაა. - ალ-ო გ / წ 13:44, 23 მაისი 2007 (UTC)
25 მაისი
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი, ასეთი თხოვნაა დე ლა მარკი, რობერ IV როგორ უნდა შეიცვალოს თარგი DEFAULTSORT: რომ ჩაისვას. თუ დაგვეხმარები ჩასმებში ხო კარგი თუ არა და როგორ გაკეთდეს ეს მაინც გაგვიმხილე :)--([[მომხმარებელი განხილვა:Zangala|გ)]] 09:10, 25 მაისი 2007 (UTC)
- გაუ ცანგალას. რობერ IV დე ლა მარკი - ასე იქნება 12:07, 25 მაისი 2007 (UTC)
გამარჯობა გიორგი, - ალბათ ალსანდრო გიპასუხებს განხილვის გვერდზე. მაგრამ მე მინდა (ფუი, ფუი თვალი არ ეცეს) ახალი ამბავი გითხრა სახელებთან დაკავშირებით შეიძლება ქუთაისიდან ქართველოლოგიის ინსტიტუტი დაგვეხმაროს. ენის სამმართველოს იმედი მქონდა, მაგრამ...--ცანგალა (გ) 16:22, 28 მაისი 2007 (UTC)
- გამარჯობა ცანგალა. ძალიან კარგი თუ ვინმე დაინტერესდა... :) გიორგი მარუაშვილი 16:25, 28 მაისი 2007 (UTC)
DEFAULTSORT: - რამდენიმე რად გინდა? ანბანში ხო ყოველთვის ერთი უნდა იჯდეს. თუ სხვადასხვა სტატიაში ერთიდაიგივე DEFAULTSORT: გინდა რომ გააკეთო? გადამისამართება საკმარისი არ არის?--ცანგალა (გ) 16:28, 28 მაისი 2007 (UTC)
- მართალი ხარ... გადამისართება უნდა გავაკეთო გიორგი მარუაშვილი 16:31, 28 მაისი 2007 (UTC)
გამარჯობა გიორგი, თავს თუ შეიკავებ პასუხისგან კარგი ბიჭი იქნები. მე გამაფრთხილეს... უბრალოდ აქ ყველაფერს ვერ დავწერ. იმედია მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ. კიდევ ერთხელ გთხოვ თავი შეიკავო!!!!!! ჯობია უპასუხოდ დარჩეს. --ცანგალა (გ) 10:35, 29 მაისი 2007 (UTC)
სიახლე
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი, ყავახანა თუ ნახე? --ცანგალა (გ) 15:20, 31 მაისი 2007 (UTC)
- ჰმმ))) მთავარია ჩვენს შორის კამათი მორჩეს. ჟანა თუ ჟან; გებელსი თუ გიობელსი; კელნი თუ კიოლნი; ჯექსონი თუ ჯეკსონი და ა. შ. ამაზე პასუხს ხომ მივიღებთ ენის ნორმების საფუძველზე? მივიღებთ პასუხს თუ რატომ არის ასე. --ცანგალა (გ) 15:48, 31 მაისი 2007 (UTC)
ედგარი (ინგლისი)
რედაქტირებასტატიაში ედგარი (ინგლისი) ინგლისურად სწორედ წერია?--ცანგალა (გ) 20:57, 10 ივნისი 2007 (UTC)
ვერმახტი
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი, სტატიაში ვერმახტი შეშინებულმა (მყოფნის რასაც მლანძღავენ) არ შევასწორე. მინდოდა დამეწერა:
- ჰეერი (das Heer)-
არმიასახმელეთო ჯარები - კრიგსმარინე (die Kriegsmarine) -
სამხედრო ფლოტისამხედრო-საზღვაო ძალები - ლუფტვაფე (die Luftwaffe) -
სამხედრო ავიაციასამხედრო-საჰაერო ძალები
თუ წინააღმდეგი არ ხარ შევასწორებ.--ცანგალა (გ) 18:16, 12 ივნისი 2007 (UTC)
გენერალ-ფელდმარშალი
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი, სტატიაში გენერალ-ფელდმარშალი ნახე გავაკეთე ბმულები. აქედან გამომდინარე გადამისამართება აღარ დაგჭირდება მხოლოდ თარგი:DEFAULTSORT უნდა ჩასვა სტატიის შექმნის დროს. იმედი მაქვს, რომ მიხვდები რისი თქმაც მინდა.--ცანგალა (გ) 08:01, 14 ივნისი 2007 (UTC)
ცანგალა დახმარებას საჭიროებს
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი თარგი:ტაქსოდაფა - ამ თარგის თარგმანში ხომ ვერ დამეხმარები? (კლასი, ოჯახი, ქვეოჯახი, გვარი, რიგი, ქვერიგი, ქვეტიპი) - წინასწარ მადლობა. --ცანგალა (გ) 20:54, 19 ივნისი 2007 (UTC)
ლიცენზია
რედაქტირებაგიორგი გამარჯობა. თუ სურათის ატვირთვისას მიუთითებ სრულ ბმულს (საიდან გადმოგაქვს) შესაძლებლობა მექნება ჩავსვა შესაბამისი ლიცენზიის თარგი. გერბებისთვის როგორც წესი ვიყენებთ თარგს {{ჰერალდიკა}}. თუ ზუსტი თარგი, რომელიც შენ გჭირდება ჯერ არ არსებობს აქ, მიმითითე და გადმოვიტან. - ალ-ო გ / წ 20:25, 29 ივნისი 2007 (UTC)
გიორგი, ამ სტატიაში ჩავსვი თარგი {{ჰიტლერის კაბინეტი}}. შეამოწმე სახელები სწორად თუ მაქვს თარგმნილი. სტატია დასრულებულად მივიჩნიე და რჩეულების კანდიდატად დავასახელე. - ალ-ო გ / წ 07:56, 24 ივლისი 2007 (UTC)
11. 01.2008
რედაქტირებაგამარჯობა გიორგი, იმედია შენსკენ ყველაფერი კარგად არის. რაც მთავარია პატარა კონსტანტინ-მაქსიმილიანი გახალისებს და დროც წაგართვა. გილოცავ ყველა დღესასწაულს (შობა-ახალ წელს) ერთად. საუკეთესო სურვილებით --ცანგალა (გ) 12:29, 11 იანვარი 2008 (UTC)
რაც მთავარია სამსახური გაქვს. წარმატებები. --ცანგალა (გ) 10:37, 14 იანვარი 2008 (UTC)
მხოლოდ ინფორმაციისთვის
რედაქტირებაძალიან გთხოვ გაითვალისწინო - ვიკიპედიაში შევთახმდით, რომ (* ― † ) ბიოგრაფიებში აღარ ვწერთ. ამჟამად დამკვიდრებულია ქართული (დ. — გ.). იხ. ვიკიპედია:ყავახანა/2007#დაბადება-გარდაცვალების თარიღი. ცანგალა (გ) 11:01, 14 იანვარი 2008 (UTC)
სალამი დაბრუნებულს :)--ტრულალა (გ) 10:50, 4 მარტი 2008 (UTC)
სალამი
რედაქტირებაგაგიმარჯოს გიო, გთხოვ გადახედო რჩეულთა კანდიდატებში ისტორიულ სტატიებს.--რუსუდან ცისკრელი (გ) 10:00, 17 მარტი 2008 (UTC)
გიორგი გაგიმარჯოს
რედაქტირებასად იმყოფები და როგორა ხარ? არნდტშტრასეზე როგორაა საქმეები? დათო სადაა? --pirtskhalava 16:15, 4 აპრილი 2008 (UTC)
––––––––––––––––––
- ) არ ვიცი, შეიძლება ერთმანეთში "რომეოს" მეძახდით, :) keine Ahnung. ასე, ერთ ადამიანს მანდ მგონი, ტინა ტერნერსაც ეძახდით. ჩემთან არასდროს გითქვამთ, მაგრამ ისე მომიკრავს ყური. :) ჰოდა, მაგ ტერნერმა გამაცნო მაშინ თქვენი თავი.
მე მერაბი ვარ, ტრირიდან. ჩემი გერმანიაში ჩამოსვლის პირველ ხანებში ხშირად ჩამოვდიოდი თქვენთან. თქვენ იყავით ერთადერთი ქართველები მაშინ, ვისაც ვიცნობდი. დათოს მოკითხვა უთხარი ჩემგან. ძალიან კარგად ვიხსენებ იმ დროს. გამოდი რა ელ–ფოსტაზე, რათქმაუნდა თუ დრო და სურვილი შეგექნეს. რადა, ასე öffentlichადაც არ მინდა გავაგრძელო საუბარი. იმედია გამიგებ. შენი სტატიები ვნახე და ძალიან მომეწონა. მეტი კიდევ რა გითხრა. ისევ ტრირში ვარ, მაგისტრატურა დავამთავრე, ახლა სადოქტოროზე ვმუშაობ, პარალელურად ვმუშაობ ლუქსემბურგში. ძალიან ვიღლები, მაგრამ საქართველოში ყოფნას უიმედოდ მაინც მირჩევნია. ვნახოთ ... :) --pirtskhalava 17:26, 8 აპრილი 2008 (UTC)
მიხარია, ორ ფირცხალავას რომ იცნობ. :) მაგრამ,.. მერაბია ერთი უნდა იყოს მაინც. :) მართლა გამიხარდა რომ შემეპასუხე. აუცილებლად შეგეხმინები იმეილზე. --pirtskhalava 13:59, 10 აპრილი 2008 (UTC)
გილოცავთ
რედაქტირებაკონსტანტინ-მაქსიმილიანი (ვიკიპედიის მომავალი აქტიური მომხმარებელი) უკვე 1 წლის გახდა. ვიკიპედიელები გილოცავთ კონსტანტინ-მაქსიმილიანს და გიორგის (ამჟამინდელი აქტიური მომხმარებელი) დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და არასდროს გეღალატოთ ვიკიპედიისთვის. საუკეთესო სურვილებით. --ცანგალა (გ) 23:01, 14 მაისი 2008 (UTC)
გილოცავთ
რედაქტირებაჩვენს გულებში სამუდამოდ... დიახ, გვახსოვხარ და გილოცავთ შენ და კონსტანტინ-მაქსიმილიანს დაბადების დღეს. ყოველივე კარგს გისურვებთ და ვიკიპედიაში შემოჭვრეტის ხალისი არ დაგეკარგოს. საუკეთესო სურვილებით --ცანგალა (გ) 15:33, 15 მაისი 2009 (UTC)
ინფორმაციის წყარო სტატიაში «რევ მართალი»
რედაქტირებაგამარჯობა, გმადლობთ სტატია რევ მართალი დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. თხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით.მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
ინფორმაციის წყარო სტატიაში „თოიდერიხ IV“
რედაქტირებაგამარჯობა, გმადლობთ სტატია თოიდერიხ IV დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.--Ouzo განხილვაწვლილი 17:22, 1 თებერვალი 2011 (UTC)
ინფორმაციის წყარო სტატიაში „იური ანდროპოვი“
რედაქტირებაგამარჯობა, გმადლობთ სტატია იური ანდროპოვი დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.--Ouzo განხილვაწვლილი 17:51, 1 თებერვალი 2011 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Giuseppe Farina-1.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. GIO→13 (გ) 09:35, 15 ოქტომბერი 2011 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Theodor Tolsdorff.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. – BruTe (გ) 20:06, 10 სექტემბერი 2012 (UTC)
- ასევე:
იმეილი
რედაქტირებათუ შეგიძლია იმეილი მომწერე.
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ერწუხის ბრძოლა“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.
გამარჯობა გიორგი. ეს გვერდი რომელი წყაროდანაა იქნებ მიუთითოთ?...--Lasha-george განხილვაწვლილი 10:05, 3 თებერვალი 2019 (UTC)
იამასასპის გვერდზე წერია რომ ფარსმან I-ის მეორე მეუღლეა. წყაროებში მოხსენიებულია, რომ ფარსმანის მეუღლე ტიგრან IV-ის ასულია. სტელაზე კია მოხსენიებული რომ იამასასპი ერქვა ფარსმანის ცოლს, მაგრამ მეორე ცოლი რომ იყო წყარო ამის შესახებ ხომ უნდა იყოს მითითებული? მე ვფიქრობ, ტიგრანის IV-ის ასული და იამასასპი ერთიდაიგივე პიროვნებაა. მაშინ უნდა მიეთითოს რომ უბრალოდ მეუღლეა. სადმე თუ წერია რომ მეორე მეუღლეა კი ბატონო. მირდატ IV-ის დედააო და რომ ვაკლიკებთ მირდატ I-ზე გადადის (სინამდვილეში მირდატ I-ის დედაა, რადგან ფარსმან I-ის ძეები იყვნენ: რადამისტი, მითრიდატე I და ამაზასპი (ფარსმან I-ის ძე). ასევე გადადის მირდატ V მირდატ I-ზე, და მირდატ I რომ მხოლოდ მითრიდატე I-ზე გადადიოდეს შეიძლება გიორგი?--Lasha-george განხილვაწვლილი 10:07, 3 თებერვალი 2019 (UTC)