ვერდენის ხელშეკრულება

843 ხელშეკრულება ფრანკთა იმპერიის გაყოფის შესახებ კარლოს დიდის შვილიშვილებს შორის

ვერდენის ხელშეკრულება 843 — ხელშეკრულება, რომლითაც კარლოს დიდის იმპერია ურთიერთშორის გაინაწილეს მისმა შვილიშვილებმა - იმპერატორმა ლოთარ I-მა და მისმა ძმებმა ლუდვიგ გერმანელმა და შარლ მელოტმა. ლოთარს, რომელმაც შეინარჩუნა იმპერატორის ტიტული, ერგო იტალია და რაინისა და რონის გასწვრივ მდებარე მიწების ზოლი. ლუდვიგ გერმანელს - რაინის აღმოსავლეთ მდებარე მიწები (აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო), ხოლო შარლ მელოტს - რაინის დასავლეთით მდებარე მიწები (დასავლეთ ფრანკთა სამეფო). ფრანკთა სახელმწიფოს გაყოფა ვერდენის ხელშეკრულებით შეესაბამებოდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ხალხების განსახლების საზღვრებს და მან არსებითად, დასაბამი მისცა სამი დიდი სახელმწიფოს - საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის შექმნას.

ევროპა ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება