ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბენედიქტე XIV ერისკაცობაში პროსპერო ლორენცო ლამბერტინი(ლათ. Benedictus Quartus Decimus Benedictus Quartus Decimus; იტალ. Prospero Lorenzo Lambertini დ. 31 მარტი, 1675, ბოლონია — გ. 3 მაისი, 1758, რომი) — რომის პაპი 1740–1758 წლებში.

პაპი ბენედიქტე XIV

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ბენედიქტე XIV-ის გერბი

1726 წელს გახდა კარდინალი და 1740 წლის 17 აგვისტოს აირჩიეს პაპად. ითვლებოდა გამორჩეულ სწავლულად საეკლესიო სამართალში. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხელოვნების დარგებსა და მეცნიერებებს, დააარსა რა რამდენიმე აკადემია და საზოგადოება ქრისტიანულ სიძველეთა შესასწავლად. ბენედიქტე XIV-ს მისწერა რამდენიმეჯერ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზ X-მ. ბენედიქტ XIV-მ გააუქმა ეკლესიის აკრძალვა კოპერნიკის მოძღვრებისა. 1751 წელს მან აგრეთვე უკიდურესად გაამკაცრა სასჯელები მასონიზმის წინააღმდეგ. ბენედიქტე XIV გარდაიცვალა 1758 წლის 3 მაისს.

წინამორბედი:
კლემენტ XII
რომის პაპი

17401758
შემდეგი:
კლემენტ XIII
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბენედიქტე_XIV“-დან