როგორ?

გამარჯობათ. 2 თხოვნა მაქვს. იქნებ ვინმემ მითხრას, ამ გვერდზე მოსახვედრად ყოველთვის სიტყვა ”ყავახანა” უნდა ჩავწერო ძებნაში? და მეორეც. აბზაცი როგორ კეთდება? ტაბი არ მოქმედებს. მარტო პრობელები? --Dkvanch 21:00, 27 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მარცხნივ მონაწილეობის ქვეშ სიტყვას "ფორუმი" ხედავ? მაგაზე რომ დააწკაპუნებ ყავახანაში მოხვდები. აბზაცი ორი "enter"-ით კეთდება. - ალ-ო / 22:21, 27 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მოგილოცავთ

ვიკიწიგნებში კიდევ ერთი სრული წიგნია : PHP--Gnome 09:41, 6 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვიკიწიგნები

გამარჯობათ,ვახორციელებ მნიშვნელოვან პროეკტს და თქვენი დახმარება მჩირდება თუ შეგიძლიათ მართმადიდებლური ფილმებით ან ისეთი რეJისორებთან დამაკავშიროთ რომლებსაც ასეთი ფილმების ავტორები არიან, ეს არის მართმადიდებლური ფილმების ჩვენება სკოლებში, ბავშვთა სახლებსა და არასრულწლოვანთა აღმზდელობით დაწესებულებაში, დღევანდელ ცხოვრებაში მწვავედ დგას მოზარდებში ძალადობის პრობლემა ეს პროეკტი მნიშვნელოვნად იმოქმედებს მოზარდებზე, მის აღზდასა და საეკლესიო ცხოვრებისაკენ შემობრუნებაზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს მოზარდებში ძალადობას, ასევე ეს ჩვენება იქნება საქველმოქმედo და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ბავშვთა სახლებსა და არასრულწლოვანთა აღმზდელობით დაწესებულებას. წინასწარ გიხდით მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. დაინტერსების შემთხვევაში დამკავშირდით: sh_shotadze@mail.ru.



ამ კვირაში ვანდალიზმის უკვე მესამე შემთხვევაა :(--Gnome 15:26, 7 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

აუ გადამრევს ეს ხალხი...ახლა სურათი წაშალეს  :( - ბმული

ხალხნო თქვენ გახარებას...ერთი ორი რედაქტორი მაინც გამოუშვით ვიკიწიგნებში...მარტო ცოდო ვარ--Gnome 01:37, 15 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ იხილოთ ბმულის ისტორია...აშკარად ვანდალიზმს აქვს ადგილი...სამწუხაროდ მე ვერ მივაგენი...იქნებ დამეხმაროთ გთხოვთ--Gnome 05:35, 21 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფები

ინფოდაფების და ზოგადად თარგების კატეგორიზაცია შესთანხმებელია. გარდა ამისა შესათანხმებელია ისიც თუ რას ვეძახით ინფოდაფას. სხვა ენციკლოპედიაბში თუ არ ვცდები ინფობოქსებს (=ინფოდაფა (?)) ეძახიან მხოლოდ იმ თარგებს, რომელთა გამოყენება "შევსებას" მოითხოვს. სხვა "ფიქსირებულ" თარგებს თუ არ ვცდები ინფობოქსებს არ ეძახიან. ტამოკ (გ) 13:23, 14 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მგონი უკეთესი იქნება, თუ ”საინფორმაციო დაფებს” დავუძხებთ
მე ვიკიწიგნებში თარგების შექმნისას userbox-ებს ვუწოდე ”სამომხმარებლო დაფები”
ამით იმის თქმა მინდა რომ ნუ გამოვთქვავთ იმ სიტყვებს ნახევარ ინგლისურად, რომელთა სრული ქართულიზაციაა შესაძლებელი--Gnome 18:44, 3 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა არ არის ნახევრად ინგლისური. ეს არის იმავე პრინციპით მიღებული ხელოვნური სიტყვა, როგორც infobox, მაგრამ მასში შესული ორივე სიტყვა ქართულში მიღებულია. ინფოდაფებს ვარქმევთ მხოლოდ იმას, რაც ზემოთ ტამოკს აქვს ნახსენები. ეს წესი ყველა ვიკიპედიაში აქტიურად ინერგება. კატეგორიზაციას კურირებს ისლანდი და განიხილეთ მასთან პირადად. - ალ-ო / 21:51, 3 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

განგაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამოკრულ განცხადებაში სთავაზობდნენ ვიკიპედიაში მუშაობისათვის ერთ გვერდში 30 ლარს, რაც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს. ვიკიპედიაში მუშაობა ნებაყოფლობითია და გასამჯელოს გარეშე. ვეცდები დეტალები დავაზუსტო (ვის მიერ არის ეს განცხადება და ა. შ.). http://www.tsu.ge/news/docs/WIKI_school.htm - ინგლისური ენის შესწავლა ვიკიპედიასთან თანამშრომლობით. ამ გვერდზე ყველაფერი წერია. ამ განცხადებაზე იყო საუბარი. თანხა შენ უნდა გადაიხადო. --Zangala 21:00, 24 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

მაშინ განგაში გაუქმებულად გამოვაცხადოთ, რადგანაც ვიკიპედიის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვის შეიძლება. ტამოკ (გ) 13:43, 27 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვპასუხობ ცანგალას. ამ საკითხს დიდი გამოძიება არ სჭირდება, რადგან იგი ”დიდი” ხნის წინ იყო ერთგვარად ”შეთანხმებული” ვიკი-ჯგუფთან. კერძოდ იმ გზით, რომ ვიწვევდით ამ პროექტში ვიკი-მონაწილეებსაც. ამ პროექტში რაც ხდება, - ხდება ვიკის გარეთ, თუმცა მის მასალებზე დაფუძნებით (გამოყენებით). მემგონი ვიკი იმისთვისაც არის, რომ მისით ხალხმა ისარგებლოს (პირდაპირ თუ არაპირდაპირ, კომერციული თუ სხვა ...). კარგია, რომ ტამოკი და ასევე ალბათ სხვებიც იზიარებენ თავისუფალი რესურსით სარგებლობის თავისუფლების საზღვრებს. ისე აქვე (რადგან სწორედ ჩვენ ვაკვირდებით ვიკი-სკოლის ”ლაბორატორიას”) გაგიზიარებთ ჩვენს აზრს, რომ ამ ფორმით (ვგ. ენის სწავლის მეთოდიკას) მიწოდებული წინადადება საქართველოში ჯერ არ სარგებლობს დიდი ინტერესით, ალბათ იმიტომ, რომ ინტერნეტი და მითუმეტეს ვიკი ხალხისგან ჯერ შორსაა ... Dobo 15:09, 1 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]


საკუთარი სახელები

საკუთარ სახელებთან დაკავშირებით რამე უნდა მოვიფიქროთ. ამჟამად არეულობაა. მგ. გურამისთვის არის სტატია საკუთარ სახელზე. გიორგიზე კიდე მრავალმნიშვნელოვნების გვერდია გაკეთებული. Dimitri (Tamok) (გ) 12:03, 2 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეე ხალხნო რა

საერთოდ გაგვიბანძდა ქართული ვიკიპედია. მაგრამ ზატო სიღრმე, depth მაინც ადის მაღლა. :) Dimitri (Tamok) (გ) 12:49, 27 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

აბა პრეზენტაციაზე ყველამ ხელი ჩაიქნია და...--Gnome 18:51, 28 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

ტამოკ, შენ ამბობ მაგას, თავას სად დაიკარგე? ისე მეც დავიკარგე :(--ტრულალა () 19:11, 28 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

არა უშავს, ცანგალა მაინც მუშაობს სტახანოვურად და მომავალში ახალი ძალები გამოჩნდბიან ალბათ. Dimitri (Tamok) (გ) 11:39, 29 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

სურათები

კიდევ ერთხელ მოგესალმებით.მაინტერესებს ორი საკითხი: 1.რა ვქნა, თუკი ვწერ სტატიას ქართულად და იგივე სურათის, რაც, მაგალითად, ინგლისურ ვერსიაშია, დაკოპირება არ მსურს იმის გამო, რომ ეს სურათი უხარისხოდ მეჩვენება?.2.პირადი შეტყობინებების დაწერა რა გზით არის შესაძლებელია, რათა ყველა კითხვა აქ არ დავსვა? 3.საკითხი მესამე - გუშინ დაზუსტებული ინფორმაცია შევიტანე სტატიაში რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი.დღეს კი დამხვდა სრულიად შეცვლილი, არასწორი ინფორმაციით, არასრული ბიოგრაფიული ცნობებით და ასე შემდეგ.არის თუ არა ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების რამე საშუალება?

მომხმარებელი:Floydgeo პასუხი გავეცი მის პირად გვერდზე.Zangala 10:06, 20 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]
ხელის მოწერა ნუ გავიწყდება--Gnome 17:39, 20 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიის რედაქტირებისას ავტვირთე სურათი, რომელიც არ ჩაჯდა სტატიაში, იქნებ დამეხმაროთ :)don kixot

პასუხი გაეცა პირად გვერდზე--ცანგალა () 20:25, 15 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიის დაკარგვა

გამარჯობათ.არ არსებობს რამე მეთოდი, რომ სტატია, რომელსაც ვწერდი, არ დაიკარგოს?ერთი საათი დავუთმე სტატიის წერას და გვერდის შენახვა რომ მინდოდა, აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უკვე შეინახა ჩემზე ადრე და ჩემი შეინახა მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი.საკმაოდ დამთრგუნველია და საწყენია შრომის წყალში ჩაყრა და იქნებ, ამის თავიდან აცილების რამე მეთოდი არსებობს?მით უმეტეს, რომ მომხმარებელს, რომელიც ჩემს სტატიას არედაქტირებდა, არავითარი სიახლე მთლიან ტექსტში არ შეუტანია.ყოველი სტატიის დაწერისას მართლაც, ხომ არ უნდა ვაკოპირო ინფორმაცია.

გამარჯობა, პირველ რიგში ცუდი არ იქნება ავტორის ხელმოწერება რომ ჰქონდეს. ახლა რაც შეეხება სტატიის დაკარგვას. თუ გულისხმობ სტატია Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981 მე მას მხოლოდ საერთაშორისო ბმულები დავუმატე. ცნობისთვის ყველა სტატიას აქვს ისტორიის გვერდი, სადაც ავტომატურად ფიქსირდება რომელ მომხმარებელმა რა ცვლილება შეიტანა სტატიაში. ეტყობა იმ მომენტისთვის ორივე ერთად ვიყავით სტატიის გვერდზე. მე პირველმა მოვასწარი გვერდის შენახვა და ამ დროს შენ არ მოგცა ამ მოქმედების განხორციელების საშუალება. ეს ნორმალური ფაქტია და არ ნიშნავს იმას, რომ სტატია დაიკარგა. Zangala 11:40, 16 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

შეგეძლო ბრაუზერზე Back ღილაკი გამოგეყენებინა და აღდგებოდა ის ტექსტი--Gnome 16:16, 16 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

ინგლისური სახელწოდებების თარგმანის პრობლემა

მოგესალმებით ყველას, თქვენი აზრი მაინტერესებს. ინგლისური სახელწოდებები, მაგალითად, ტარანტინოს ცნობილი ფილმი ”pulp fiction", როგორ უნდა გადავთარგმნოთ, ”ფალფ ფიქშენ”-ი თუ ”მაკულატურა/კრიმინალური საკითხავი” ან, ვთქვათ, ”სპაის გელსი” vs. ”მწარე გოგონები” და ა.შ. როგორ აგვარებთ ამ პრობლემას??? მე ერიკ კლეპტონის ალბომების სახელწოდებები ვერ ვთარგმნე. თუ ვინმე მირჩევს, როგორ მოვიქცე, ძალიან მოხარული ვიქნები. :)--მარი 13:11, 1 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

  • საერთოდ რეკომენდირებულია ინგლისური სახელები დაიწეროს ინგლისურად;
  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადათარგმნო, ან თუ თარგმნი ფრჩხილებში ინგლისური მნიშვნელობა მიუწერე;
  • და თუ მაინც ქართულად წერ, მაშინ ისე უნდა დაწერო როგორც გამოითქმის;

პ.ს. მე ასე ვიქცევი ხოლმე :)--Gnome 08:29, 9 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

მარი ამ საკითხზე ვიკიპედიაშ უთანხმოებაა. შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი. რედირექტები კი ნებისმიერ შემთხვევაშ უნდა გაკეთდეს.Dimitri (Tamok) (გ) 06:37, 16 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ გამოიყენოთ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, რომელიც მიღებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო ენის სამმართველოს (ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე) მიერ, სადაც მუშაობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია. Zangala 09:04, 16 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

მედიავიკი

ყველას გთხოვთ გადახედოთ სპეციალური:Allmessages და შეაფასოთ თარგმანები. თუ სადმე შეცდომაა ადმინისტრატორებო ჩაასწორეთ, მომხმარებლებმა კი მიუთითეთ შესაბამისი ფაილის განხილვაში!!!--ტრულალა () 17:11, 15 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ

მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს ჩემთვის ნდობის გამოხატვისთვის, იმედია გავამართლებ თქვენს მოლოდინებს და ვიკიპედიის გაუმჯობესებაში ჩემს წვლილს შევიტან.

ვიკიპედიის დასახვეწად შემდეგი წინადადებები მაქვს:

სხვა ვიკიპედიებში, სადაც მომხმარებლებიც და ადმინისტრატორებიც ბევრნი არიან ფუნქციები განაწილებულია აქ კი ასეთი მკაცრი გადანაწილება არაა, ერთ მხრივ კარგია მეორე მხრივ არც ისე. მალაფაია სამწუხაროდ ქართულს არ ფლობს, და მისი წვლილი მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებით იფარგლება :( სოფო იშვიათად ჩანს. ცანგალა ახალბედებს აკვალიანებს, საბჭოთა ენციკლოპედიიდან იწერს სტატიებს და თვალყურს ადევნებს უკანასკნელ ცვლილებებს. ისლანდი კატეგორიზაციის მძიმე სამუშაოთია დაკავებული. ალსანდრო მთავარი გვერდის რუბრიკებს ავსებდა (იმედია მალე განაგრძობს) და ახალბედებს პორტალებში ეხმარებოდა + თარგებს აკეთებდა. ნუ დანარჩენები წერენ და არედაქტირებენ. ალსანდროს მოუცლელობის (იმედია სხვა მიზეზი არაა) გამო მთავარ გვერდზე სიახლეები, იცოდით რომ და დღის მოვლენები არ ივსება. მინდა მივმართო აქტიურ მომხმარებლებს, ვისაც დრო გაქვთ იზრუნეთ ამ რუბრიკებზე! სირცხვილია მოუვლელი და გაუახლებელი მთავარი გვერდი!

ცანგალას თხოვნა - ძალიან გთხოვ ენციკლოპედიიდან სტატიის გადმოწერისას ყურადღება მიაქციო რომ სტატია არ იყოს იდეოლოგიურად შეფერილი. თუ ასეთი რამ შეამჩნიე, გაფილტრე. კიდევ მგონი კარგი იქნება თარგი, რომელიც მიუთითებს რომ სტატია საბჭოთა ენციკლოპედიიდანაა, ან უბრალოდ წყაროდ ყოველთვის მიუთითე ენციკლოპედია.

ისლანდ - ხარაკირის ვერ გავიკეთებ იმის დასამტკიცებლად რომ შენი ქართული არცერთი ჩვენთაგანის ქართულს არ ჩამოუვარდება და ზოგიერთების ქართულს ჯობია კიდევაც. სხვა რითი დაგარწმუნო??? ასე რომ გაბედულად წერე სტატიებიც. თუ სერიოზული სტატიების წერა გიჭeირს ენის გამო, ეგებ თარიღები შეავსო მაინც... ისა და თარგებთან როგორ მეგობრობ???

To Malafaia and Island - I have translated more wikimedia messages in Wikibooks. you can compare here: სპეციალური:Allmessages and b:სპეციალური:Allmessages. I bag you to do something to make this translations common for all georgian projects. and to find way to export what is translated on wikibooks to wikipedia and wikiquote. to do it manually will take many time. Malafaia, we were tolking about it but I was very sleepy :( so... I think it is important thing what must be done.

ყველას - ჰმ... პრეზენტაციაზე უნდა ვიზრუნოთ!!!! სადაა ხალხი???--ტრულალა () 15:02, 15 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნებისმიერ დროს დამიკავშირდით და დაგეხმარებით პრეზენტაციაზე, მეტი ამის შესაებ მე აქ დისკუსიების გამართვას აღარ ვაპირებ--Gnome 10:08, 16 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

გაუჩინარდნენ?!!! სამწუხაროდ ქართული სენია, ჯერ ყველა თავს დებს და შემდეგ .... ჭანო 00:05, 19 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, ჯერ დამწყები ვარ და თუ რამე მეშლება მაპატიეთ. თანდათან ვისწავლი ისე მე გერმანული უფრო ვიცი და ყველაფერი ახალბედობას ვერ დავაბრალებ

რა ხდება ხალხო?!

მხოლოდ ლაპარაკი, კამათი, ირონია და ათასი საშინელება... როგორც მახსოვს ჯერ კიდევ დეკემბერში ვსაუბრობდით და გეგმებს ვაწყობდით პრეზენტაციაზე.
რა ხდება აღარ გინდა ეს ყველაფერი?!
უკვე სამი კვირაა შეხვედრას ვცდილობთ 5 კაცი. ასე ძნელია?!
ეხ...აი ასეთები ვართ რა ქართველები--Gnome 08:44, 3 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. მოდი იქეთ კვირაზე დავთქვათ.--ტრულალა () 09:07, 3 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი კვირა...ერთის მხრივ კარგია, ქართულ მენტალიტეტს ვამჟღავნებთ...-Gnome 15:57, 11 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორის არჩევნები

ადმინისტრატორის არჩევნები ინიშნება თავიდან. ცივილიზებულად ეხლა. თითოეული ადმინისტრატორის საქმე განვიხილოთ ცალცალკე. აზრის გამოხატვა ხდება ხმის მიცემით. დანარჩენი ჩაწერეთ განხილვებისთვის გამოყოფილ სივრცეში. არჩევნების წესი: მომხმარებელი სახელდება ადმინისტრატორის კანდიდატად თუ არჩევნების დასრულების შემდეგ მის მიერ მოგროვებული ხმების 2/3-ზე მეტი არის დადებითი. --> ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები Dimitri (Tamok) (გ) 09:19, 24 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]



ლიცენზიის დარღვევების შესახებ

ისე მეორე და მესამე საკითხის აზრი არ მესმის, მითუმეტეს ლიცენზიის და საავტორო უფლებების.

თუ არ გვესმის ე.ი. უნდა მოვუსმინოთ, წავიკითხოთ და გავიგოთ, საინტერესოა რამდენს შეუძლია ამ საკითხზე საუბარი... ძალიან ცოტას. დარწმუნებული ვარ რომ "შინაარსი, რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს, წაიშლება. ენციკლოპედიური მასალა გადამოწმებადი უნდა იყოს. თქვენ თანახმა ხართ თქვენი წვლილი GFDL ლიცენზიის პირობით შემოიტანოთ." რომელიც ყველა გვერდზე წერია ერთხელ მაინც დაუნახავს ყველას, მაგრამ ბევრი არ დაინტერესებულა ამ GFDL-ით და ყურადღებით არც წაუკითხავს ეს ლიცენზია და არც მისი ფილოსოფია ესმის. თუ ამ ლიცენზიას მივყვებით აქ ატვირთული მასალის 90% წასაშლელია, რადგან არც საწყისი ავტორი აქვს ხალხს მითითებული და არც პირობები. ეს საკითხი უბრალოდ მნიშვნელოვანი არაა - ის უმნიშვნელოვანესია! ეს ვიკიპედიისთვის იგივეა რაც ქრისტიანისთვის ბიბლია.

არ გეთანხმები. ის რაც ზოგადსაკაცობრიო ცოდნას შეეხება და არაა სახელმწიფო საიდუმლო, იმის შეზღუდვა ყოფლად არაჰუმანური და არასამართლებრივია. დავუშვათ არის წიგნი "XX საუკუნის ომების ენციკლოპედია", რომლის გამოყენებითაც დავწერე სტატია პირველი მსოფლიო ომი. ავტორის თანხმობის გარეშე არ შეიძლება ამ წიგნის წაკითხვა? ხოლო თუ წავიკითხე მიღებული ცოდნის გამოყენება??? ის რაც ხდება პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში ყოვლად მიუღებელია თავმოყვარე ადამიანისთვის. ყველა მხრიდან იზღუდები, არ შეგიძლია ერთი პროგრამის ორჯერ დაყენება, თუ ბიძია ბილს არ გადაუხადე. ამერიკელები იქამდე მიდიან რომ რომ შეეძლოთ სახელმძღვანელოზეც დამატებით გადაგახდევინებდნენ, თუ მისი მეშვეობით გამოცდა ჩააბარე. ვერ ვხედავ ვერანაერ დანაშაულს იმაში რომ დაწერილი წიგნი გამოვიყენო სტატიის შესაქმნელად (ნუ ბოლოში ლიტერატურის მითითებით). სხვა მიდგომა მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელია. აქ ჩვენ ვმუსაობთ ურთიერთპატივისცემის და დაფასების პრონციპზე, არანაერ გასამჯელოს არ ვიღებთ ნამუშევარში და ხელს სტატიებს არ ვაწერთ. ჩვენ თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, ამიტომ შეგვიძლია ცოდნის მიღების ყველა წყარო გამოვიყენოთ! ცოდნის შეზღუდვა და საავტორო უფლებებით დაბლოკვა არის უდიდესი ბოროტება! ვოტ ტაკ.--ტრულალა () 15:47, 23 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ავტორის თამხმობის გარეშე წიგნის წაკითხვა შეიძლება, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ შენ ამ წიგნის კოპირება შეგიძლია. არ მეთანხმები? მეთანხმები. GFDL იცი რას ითვალისწინებს? იმას რომ შენ ადგები და ამას წააკითხავ სხვას და ის სხვა ამით რასაც უნდა იმას გააკეთებს. ანუ დავაკოპირებ და ბიზნესს მოვაწყობ. ის ავტორი კიდევ დარჩება თავისთვის. რაც ეხება ცოდნას და წიგნს: გადამიხადონ 5000 დოლარი და წიგნს დავწერ, თუ არ გადამიხდიან - არ დავწერ. ამაზე რა იურიდიული პასუხი გაქვს? მომენტი მეორე: მე ავდექი და გამოვაკარი ვიკიპედიაში ნიკოლიზ ფიროსმანის ნახატი და და არ მივაწერე რომ ამ სურათის გამოყენება მხოლოდ განსაღვრული მიზნით შეიძლება. იცი რა მოხდება? აი ადგება ჩემი ძმაკაცი და გამოფენას მოაწყობს ფუნჯის ერთი ჩამოსმით - აი რა დავხატეო. როდესაც კითხავენ რატომ დადეო - იტყვის რომ აი - ვიკიპედიაში არისო და მერე ვიკიპედია გამოდგება საქმის გამფუჭებელი. არ გებადება კითხვა თუ რატომ ვერ უჩივიან ოპენსორსის პროგრამისტებს ან პირიქით? ყველაზე მნიშვნელოვანია ლიცენზია, ყველგან! ის რასაც შენ ამბობ უბრალოდ არაეთიკურია! მე მინდა რომ ჩემი ნაწერი ამ ლიცენზიით გავრცელდეს და არა ლაილაი წესით. Software is provided "as is" არ არის ლიცენზია (BSD ლიცენზია), ლიცენზია ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს.
ვრცელდება კიდევაც შენი ნაწერი ამ ლიცენზიით, ხომ აწერია ყოველ გვერდს "შინაარსი წარმოდგენილია GFDL ლიცენზიის თანახმად." თუმცა Creative Commonს მირჩევნია მე პირადად, და ჩემს დაწერილს მაგით ვაფორმებ ხოლმე... GFDL ნამეტანი მოუხერხებელია. Glazier 17:04, 23 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

creative comonssa da gfdl-ს შორის რა სხვაობაა? წიგნის კომპირება სიტყვა სიტყვის და წყაროს არ მითითება არაეთიკურია, გეთანხმებით, მაგრამ ამ წიგნიდან მიღებული მასალის დამუშავება და დაწერა სრულიად ეთიკურია. ხოლო თუ იმდენი ტვინი არ გაქვს რომ დაამუსავო და შექმნა სტატია ნუ მაშინ არ ვიცი აქ რა გინდა. თან აქ მგონი წიგნები კი არა სტატიებია, სტატიაში წიგნს ვერ ჩაწერ. სურათს რაც სეეხება, ფიროსმანისაა თუ ბებიაჩემის, დევს არა რომ ნახოს ყველამ, თუ შენი ძმაკაცი მაგას თავისად გაასაღებს ყოველთვის მოიძებნება ხალხი ვინც იტყვის, არა ძმაო ეს შენი არაა და როგორც მხატვარს სახელი გაუტყდება, ხოლო თუ ფიროსმანის სურათების გამოფენა მოაწყო როგორც ფიტროსმანის სურათების, ამაში ცუდი რა არის?--ტრულალა () 18:14, 23 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ამ წიგნიდან მიღებული მასალის დამუშავება და დაწერა სრულიად არაეთიკურია რადგან მის ავტორს ამის ნება არ მოუცია შენთვის. რა ეთიკაზე მელაპარაკები ამ შემთხვევაში? სტატიაში წიგნს ვერ ჩაწერ, მაგრამ შეიძლება მაგ წიგნიდან აბზაცი ამოიღო, რაღაც მონაცემები, სურათი, ისა, ესა. ანუ მასალა, რომელიც გარკვეული წესით არის აღბეჭდილი იმ წიგნში. არ აქვს მნიშვნელობა სურათთან დაკავშირებით ვინ რას იტყვის, ფაქტი ფაქტია რომ შენ ლიცენზიას არღვევ ამ შემთხვევაში. ამაში ცუდი რა არისო. აბა დაფიქრდი. CC-სა და GFDL-ს შორის რა განსხვავებაა თუ გაინტერესებს - წაიკითხე ორივე.GioMac 18:37, 23 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]


არ გინდა რომ შენი წიგნი წაიკითხონ და გამოიყენონ მიღებული ცოდნა, მონაცემები? ნუ წერ წიგნს. გამოსავალი მარტივია. ანტიკური ისტორიკოსებიც როდესაც წერდნენ იყენებდნენ წინა თაობების ისტორიკოსების ნაშრომებს და საარქივო მასალებს და არავითარ ლიცენზიებზე არ ფიქრობდნენ. მათმა ნამუშევრებმა დღემდე მოაღწოეს, არავის არ მიუთვისებია. შემდეგი თაობების ისტორიკოსებიც მათ იყენებენ და რა? არ გამოიყენონ? მაშინ მეცნიერება მოკვდება და ეგაა. მოკლედ ეგ ლიცენზიები და მაიმუნობები ეწინააღმდეგება ცივილიზაციის არსს ისტორიულ ასპექტში. ნუ შევეშვათ ანტიკურ მწერლებს, მათი დიდი ხნის წინ გარდაცვალების გამო მგონი არავინ არ იცავს მათ საავტორო უფლებებს. ჩარლზ მესინჯერი (მგონი დღესაც ცოცხალია) თავის "XX საუკუნის ომების ისტორიაში" წერს ყოველი ბრძოლის შედეგებზე, მხარეების მიერ გაწეულ მსხვერპლზე. რაზე აქვს მას საავტორო უფლება? მსხვერპლის რაოდენობაზე? თუ არ უნდა რომ მისი ენციკლოპედიით სხვამ ისარგებლოს და გაიგოს სომაზე ბრძოლისას რა მოხდა და რამდენი დაიღუპა და ეს თავისუფლად განაცხადოს არ უნდა დაეწერა. ჩარლზ მესინჯერისგან სრულიად დამოუკიდებლად დაიღუპა სომაზე ნ ხალხი. ასე რომ მას ამ ინფორმაციის შეზღუდვაზე არავითარი უფლება არ აქვს. ეთიკას რაც შეეხება, მისი დაცვისთვის მივუთითე სტატიის ბოლოს თუ რა წიგნით ვისარგებლე, ეს ასევე დაინტერესებულ მკითხველში მოცემული წიგნის მიმართ ინტერესს გაზრის და შემიძლია ავტორს პირადად დიდი მადლობა გადავუხადო შესანიშნავი წიგნისთვის.

მაინტერესებს გიომაკ, წიგნების კითხვის და მათში არსებული ინფორმაციის გამოყენებიუს გარეშე სკაიპის გარდა რამეზე სტატიას დაწერ???--ტრულალა () 15:14, 24 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

”ანუ მასალა, რომელიც გარკვეული წესით არის აღბეჭდილი იმ წიგნში.” სკაიპის გარდა დავწერ და მივაწერ რომ იმ წიგნიდან წავიკითხე და ავტომა მომცა ამის უფლება. ახლა არ მკითხო ავტორს ვინმისცა მაგის უფრლება ეგ რომ დაეწერაო და ეგ საიდან იცისო. GioMac 12:47, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]


არ გეთანხმები გიო. აბა მაიტა ავტორის თანხმობა. კიდევ ერთი ნიუანსი, არ ვიცი რა კანონით მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ ავტორის სიკვდილიდან 100 წლის მანძილზე მისი ნაშრომი ქოფირაითედ არის. ეგრე გერმანულ ვიკიწყაროში რემარკის დასავლეთი ფრონტის ტექსტი დავდე და წამიშალეს მითხრეს რაღაცა ქოფირაითებზე, რა ვერ გავიგე არ ვიცი მაგდენი გერმანული. რემარკი მოკვდა, და მის ნაწარმოებებზე ვიღას ეკუთვნის ქოფირაითი? შენ ჯინაზე მინდოდა ჩარლზ მესინჯერისთვის მიწერა, რომ გამოვიყენე თქო თვენი წიგნი და დიდი მადლობა, მაგრამ ვერ ვიპოვე მისი საკონტაქტო ინფო. მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი წიგნის დამწერი თან ისტორიკოსი უარს არ იტყოდა. ისტორიკოსია ბოლობოლო და ესმის რეალური ფასეულობების მნიშვნელობა. მაშინ ვინც საავტორო უფლებების მომხრეები ხართ მაიტათ, დადეთ აქ ნებართვა ვინ და როგორ მოგცათ? მე არაფერს არ დავდებ ვინაიდან არ ვარ მომხრე, თან უმეტესად იმ ავტორების ნაშრომებს ვიყენებ ვინც არაერთი ასეული წელია განისვენებს და თუ ვინმე რამეს მეტყვის რომ არაეთიკურია გავუსვებ პო დალშე! მაგ ლოგიკით ისტორიამ საერთოდ არ უნდა იარსებოს!--ტრულალა () 15:52, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

რას ნიშნავს ”აბა მაიტა ავტორის თანხმობა”?. რემარკზე არ ვიცი და მკვდარ ავტორებზეც არ ვიცი, ისევე როგორც შენ. სანამ არ გეცოდონება შენც ნუ იზამ მაგას, ვარაუდზე მუშაობ? ”არანაირი” არამგონია იყოს, ეგრე ყველა ავტორი რაღაც ხნის შემდეგ კვდება, ეგ არ ნიშნავს იმას რომ მე შემიძლია ავიღო ვეფხისტყაოსანი და ჩემს გემოზე გადავაკეთო. ჩარლზს რაც ეხება - ეგ არასწორია. შენ ავტორს რომ ეუბნები გამოვიყენე და მაგლობაო ეგრე სად არის? მოგცა მაგან გამოყენების უფლება? იქნებ რომ მისწერ და ეტყვი საერთოდ პატივად არ მიიღოს და პირიქით... დარწმუნებული ხარ სხვა რამეა და თქვა სხვა რამეა. მე ვარ საავტორო უფლებების მომხრე და არ დამირღვევია უფლებები, ა.გ. ვერაფერს ვერ მოგაწოდებ. ისტორია სხვა რამეა და ერთი კაცის აზრი, დადასტურებული ფაქტი, მისი სიტყვებით დაწერილი ტექსტი და ზუსტი ფრაზა სხვა რამეა.

მე ცოტა არი ყოს,არარელურადაც მიმაჩნია,რომ ყოველ წიგნზე რომელსაც მე ვიყენებ ან გამოვიყენებ,ავტორს ნებართვა ვთხოვო(?!),მითითება კი მიზანშეწონილად მიმაჩნია,თუნდაც ინტერესის შემთხვევაში გაუადვილდება ამა თუ იმ პიროვნებას დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება. მე მაგალითად,ბევ სტატიებს გერმანულიდან ვთარგმნი,ძირითადად ინფორმაციებს ვპოულობ სხვადასხვა ვებგვერდებზე,ვის უნდა ვთხოვო ნებართვისთვის?! მე ხომ ნამუშევრებს არ "ვითვისებ",ასე რომსაავტოროუფლებების დარღვევასაც ვერ ვხედავ.Chano 16:37, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

თუ ნებართვას არ თხოვ მაშინ არ უნდა გამოიყენო, შენი ნებაა. წესების დაცვით ასეა - ან ნებას თხოვ და იყენებ ამ წყაროს ან არ იყენებს საეროდ. მითითება ’’’საჭირო’’’ მაშინ არის თუ ის მას მოითხოვს ან ლიცენზია მოითხოვს. თუ სხვა წყაროდან თარგმნი, მაშინ იმ წყაროსაც ექნება თავისი ლიცენზია ისევე როგორც ამ საიტს აწერია ქვევით ”პასუხისმგებლობის უარყოფა”. შეგახსენებთ სამ წინადადებას რომელიც ნებისმიერი გვერდის რედაქტირებისას ჩნდება:

”ნუ შემოიტანთ საავტორო უფლებებით დაცულ ნაშრომს ავტორის ნებართვის გარეშე! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი წვლილი ვიკიპედიაში ექვემდებარება GDFL-ს (იხ. ვიკიპედია:საავტორო უფლებები დაწვრილებით). თუ არ გსურთ თქვენი ნამუშევარი დაუზოგავად ჩასწორდეს და/ან გავრცელდეს თქვენდა უკითხავად, მაშინ ნუ შემოიტანთ მას აქ. თქვენ ასევე პირობას დებთ, რომ ეს პირადად თქვენ დაწერეთ, ან გადმოწერეთ საზოგადოებრივი დომენიდან, ან კიდევ რაიმე მსგავსი თავისუფალი წყაროდან.”

ახლა მიპასუხეთ, იცავთ თუ არა ამ წესს? მე არ გეუბნებით მოგწონთ თუ არა, მე სხვა რამეს ვკითხულობ.
ეს ზუსტად რომ ნამუშევრების მითვისებაა. მარტივი მაგალითი: მე ვებგვერდზე გამოვაქვეყნე ლექსი რომელიც ყველას აინტერესებს და მივაწერე რომ ამ ინფორმაციის სხვაგან დაწერის უფლებას არ ვიძლევი, რადგან ეს ლექსი არის ჩემი ბევგვერდის პოპულარიზაციის და რეკლამით შემოსული თანხის მიზეზი. ვიღაცამ ეს ლექსი გადაწერა თავის საიტზე ნებართვის გარეშე და შემდეგ აღმოჩნდა რომ მე შემოსავალი და პოპულარობა დავკარგე. ერთი და იგივე არ არის შენი შემთხვევა და ეს შემთხვევა?

გეთანხმები ჭანო. საავტორო უფლებების დარღვევა და არაეთიკურობა იმჰო არის შემდეგი: გიომაკმა დაწეროს ნაშრომი, მე კი ის მივითვისო, ვთქვა რომ ჩემია. სხვათაშორის ვიკიში ჩემი დაწერილი სტატია ვინმემ რომ მიითვისოს ესეც არაა კარგი. ლიტერატურის მითითება კი აუცილებელია, სემდეგი მიზეზების გამო:

  1. ფაქტების გადამოწმება
  2. დაინტერესებულმა მკითხველმა შეძლოს მცემულ თემაზე მეტი ინფორმაციის მიღება.
  3. ასევე დაინტერესებულმა პირმა გაიგოს რაზე დაყრდნობით არის დაწერილი სტატია.

ხოლო ობიექტურ ფაქტებზე არავითარი საავტორო უფლებები არ არსებობს. სომის ბრძოლაში დაღუპულთა რიცხვს ჩარლზ მესინჯერის თუ ბიჭიკო ბანძელაძის წიგნიდან ამოვწერ, დაღუპულთა რაოდენობა ამით არ იცვლება და მნიშვნელობა ამას არ აქვს.--ტრულალა () 02:46, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ობიექტურ ფაქტებზე არავინ გედავება ტრულალა. ეგ ყველაფერი ლიცენზიაში არის ნახსენები. ამიტომ გეუბნები რომ ”წაიკითხე!”. GioMac 13:50, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
აქ არ არის საუბარი შენს და ჩემს აზრზე. აქ არის საუბარი წესზე და ლიცენზიაზე. GioMac 13:50, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

http://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:ხუთი_მცნება


მერე ვიკიპედია რისთვისაა საჭირო? ობიექტური ინფორმაციის მისაღებად რომლებიც ობიექტური ფაქტებისგან შედგება. საიდან ამოვიწერ ამას უკვე ჩემი პირადი საქმეა! კაცო, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ხომ არ ვიპარავთ აქ.--ტრულალა () 08:46, 29 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო, ალბათ ჩემს თავზე ბევრს ვიღებ და არ მაქვს უფლება, რაიმე შენიშვნა გამოვთქვა, მაგრამ ქართულ სტატიებს გადავხედე და იმდენი ორთოგრაფიული და სხვა შეცდომები ვნახე, კრიტიკას ვერ უძლებს. არც ერთ ენაზე არ არის ვიკიში სტილისტურად გაუმართავი სტატიები...ცქვიტო 01:46, 9 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

შენიშვნა მისაღებია და ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით. ამიტომ თხოვნაა თითოეულ მომხმარებელთან მაქსიმალურად დაეხმაროს ქართულ ვიკიპედიას. --Zangala 09:11, 9 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სახელების გადატანის შესახებ

დღეს ვათვალიერებდი გვერდს http://ka.wikipedia.org/wiki/სპეციალური:Log/move და ვუყურებდი ვიკიპედიელების ბრძოლას. უკვე ვეღარ გავიგე როგორ უნდა დაიწეროს თემა პიროვნებაზე, მაგალითად:

16:52, 25 იანვარი 2007 Chano (განხილვა | წვლილი) ლაბაძე, გია გადატანილია ლაბაძე,გია-ზე (revert)(revert)

08:53, 25 იანვარი 2007 Island (განხილვა | წვლილი) სორელი,კლოდ გადატანილია სორელი, კლოდ-ზე (revert)

06:34, 27 დეკემბერი 2006 Island (განხილვა | წვლილი) ბრაუნი,ჯეიმს გადატანილია ბრაუნი, ჯეიმს-ზე (revert)

04:01, 27 დეკემბერი 2006 Chano (განხილვა | წვლილი) ჯეიმს,ბრაუნი გადატანილია ბრაუნი,ჯეიმს-ზე (revert)

გავიგუდე სიცილისგან, ვერაფერი ვერ გავიგე :D როგორი შეთანხმება არსებობს ვიკიში ამის შესახებ?

Лишний редирект жалко?.. "ბრაუნი, ჯეიმს"ც უნდა იყოს და "ჯეიმს ბრაუნი"ც ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ. და ხო, მძიმეები რომ შესწორებულია კაია :).
მეც იგივე აზრზე ვიქნებოდი, მაგრამ როგორც მე ვხვდები ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული რომ ანბანურ ძებნაში ლამაზად გამოჩნდეს - ჯერ გვარები, მერე სახელები და არა სახელები და მერე გვარები. GioMac 07:52, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
გვარი, მძიმე - თავისუფალი ადგილი (white line) და სახელი. ე. ი. ლაბაძე, გია და არა ლაბაძე,გია-ზეZangala 15:11, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა, გასაგებია GioMac 07:52, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ არ მიმიქცევია ამისათვის ყურადღება,მაგრამ როცა ვინმე "," მერე რამეს წერს,მე მგონი რომ ადგილის გამოუტოვებლად წერს.პირადად ჩემთვიც დიდიმნიშვნელობა არ აქვს.უბრალოდ ადგილის გამოუტოვებლად,უფრო პრაქტიკული მიმაჩნდა.Chano 15:22, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს, გაუგებრობას აღარ აქვს ადგილი. სხვათა შორის, დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა: "პრაბელს" (ან space, blank, Leerzeichen ...) ქართულად რამე ჰქვია? - Island 17:14, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მგონი "ჰარე" არ ვარ დარწმუნებული. ცანგალა, დააბრუნე ბენევენტუმები. ბენევენტოსთან ბრძოლა ისეთივე ანაქრონიზმია, როგორც პეტერბურგის ბლოკადა.--ტრულალა () 18:11, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

გუშინვე დავაბრუნე. ხარვეზი - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. II, გვ.1244, თბ. 1990, სადაც მეორე მნიშვნელობა წერია: "შეუვსებელი ადგილი - შუალედი. ხარვეზი სტრიქონებს შორის". Zangala 18:45, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

პრობელი UGT-ის უთარგმნია როგორც "შორისი" ქართულ ვინდოუსშიც ეს ტერმინია აქტიურად გამოყენებული. ახლა ვნახე, [1] მე მგონი შემუშავებული ტერმინოლოგია ვიკიშიც უნდა დავნერგოთ, რაც არ უნდა უხერხული მოსასმენი იყოს პირველ ეტაპზე ესა თუ ის ტერმინი, თუმცა ფაქტია რამდენიმეწლიანი შრომა , მაიკროსოფტის შეკვეთა და საბოლოო ჯამში ვინდოუსის გამაქართულებელი პროგრამის გამოსვლა, ამა წლის 5 იანვარს, გასათვალისწინებელი რამ უნდა იყოს. საერთო ჯამში, მე მომხრე ვარ რომ მათი ტერმინები ვიკი–შიც გადმოვიტანოთ და ახალი ველოსიპედები არ ვიგონოთ. ან ყველაზე ცუდ ვარიანტში არ ვწეროთ სტატიები ისე როგორც პერსონალურ კომპიუტერზე დაწერილი სტატიაა ვიკიში, სადაც თუ რამე ტერმინს გაქვავებული შესატყვისი ა აქვს ინგლისური ორიგინალია დატოვებული. მოკლედ არ ვიცი, თქვენ მოიფიქირეთ:) --linguistus 20:01, 25 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მგონია, "შორისი" ცუდი არ არის. შევეცდები ეს ვიხმარო და საერთოდ როცა კომპიუტერულ ტერმინებთან დაკავშირებით რამე კითხვა მექნება, UGT-ის საიტში თარგმანი მოვძებნო. გმადლობთ ყველას. - Island 03:49, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
”შორისი” არის. ეცადეთ UGT-ს არ გადაჰყვეთ, არც ისე კარგი ტერმინოლოგია აქვთ. http://www.gia.ge/terminology/ GioMac 07:52, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

linguistus სტატიაში პერსონალური კომპიუტერი ტერმინოლოგიბი გამოყენებულია ძველი სტანდარტებით... ეგ მე არ გამომიგონია..არსებობს წიგნები საიდანაც ეს ყველაფერია ამოღებული--Gnome 19:38, 29 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად. გარდა იმისა რომ ტერმინები ძველია - თემაც ”ცოტა” წაუძველებს და აღწერს რაღაც კონკრეტულ ნაწილს და არა სისტემას ან გლობალურ სტარნდარტს, ულამაზოა. ალბათ თემის მოწესრიგება და ძველი ნაწილის სხვა თემაში გადატანა იქნება კარგი გამოსავალი. არაა კარგი ამხელა მასალის დაკარგვა. ეგ თემა კაი ხანია გეგმაში მიწერია. მივხედავ ერთხელაც :) GioMac 07:02, 30 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

კარგს იზავ...მე საერთოდ დრო არ მაქვს თორე მეც მინდოდა ამის გაკეთება--Gnome 20:15, 30 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

თუ არსებობს მოსპობილი სტატიების საარქივო ასლები?

ვერ მოვასწარი მოსპობილი სტატიების პირადი ასლების გაკეთება - არ მიმიღია ელფოსტა სტატიების მოსპობის შესახებ...

შეიძლება სადმე ვიპოვო მათი ასლი?

ზოგადად - ალბათ სტატიების მოსპობის წინ ავტორისათვის ელფოსტითაა აუცილებელი შეტყობინება.

თქვენს ელფოსტის მისამართზე გამოგიგზავნით იმ სტატიების ასლს (უკანასკნელ ვერსიას წაშლამდე). - Island 08:58, 31 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

rogor unda davwero qarTuli asoebiT ver gavige. Zalian gtxovT maswavleT. ვუპასუხე IP მისამართზე. --ცანგალა () 10:18, 17 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა


ვაპირებ სტატია მელუა, ქეთის მთლიანად წაშლას და თავიდან ინგლისური ვერსიიდან თარგმნას. მემგონი მე როგორც გავიგე სტატიას აღარ უნდა დავარქვა მელუა,ქეთი არასმედ უბრალოდ ქეთი მელუა Rustavizauri 12:17, 25 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

დიუმი თუ დუიმი? თუ ვაბშე ინჩი? Rustavizauri 20:27, 25 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონი მიხედვით სწორი ვარიანტია: „დუიმი” --Aiet 21:46, 21 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Wikimedia Election Notice

If you are able, please translate this notice to as many possible languages and post it anywhere applicable.

The Wikimedia Election Committee is accepting candidates for the 2007 Wikimedia Foundation Board of Trustees election. Please see [2] for more information.

There is still time for a new candidate to be considered for election, and you may now endorse the candidate of your choice (up to 3 candidates) on the endorsements page, [3]. Please read the instructions carefully prior to endorsing. If you can translate the instructions, please do.

If you have any questions, please contact any member of the election committee, who are listed here [4].

Posted on behalf of the Election Committee,
Philippe


უცხო სიტყვათა "ლექსიკონი":

როგორც ვატყობ ქართულ ვიკიპედიაში სერიოზული პრობლემაა(დაკადაკა:)) უცხო სიტყვათა, სახელთა და ა.შ. შესახებ. მრავალი სტატია შეცდომით–ჩემი აზრით, ხოლო სწორად–სხვისი აზრით არის დასათაურებული(ვგულისხმობ სახელთა გადმოქართულებას), მიუხედავად იმისა რომ არსებობს მრავალი წესი, დახმარება(მათ შორის ბევრი ზემოთ მოყვანილი), პრობლემას ზედმეტი სუბიექტურობა და თვით დაჯერებულობა ქმნის. მე პირადად ერთ გამოსავალს ვხედავ, საჭიროა მცოდნე პირებისგან გაგება, არგუმენტების დაპირისპირება, შემდეგ განხილვა და კენჭისყრა(თუ მანამდე ვერაფერი გადაწყდა!).

გთხოვთ ყველას, ქვემოთ მოყვანილი საკითხები განიხილოთ,წარმოადგინოთ არგუმენტები და გამოვიტანოთ დასკვნა, და ამით დავიწყოთ სადაო საკითხების გადაჭრის პროცესი:

დეკემბრისტები თუ დეკაბრისტები?

ამ საკითხს მაშინ წავაწყდი როცა კანდიდატ სტატიას ვკითხულობდი – "ბრინჯაოს მხედარი" და ამოვიკითხე შემდეგი: "მხედარი–პეტრე დიდის ქანდაკება, დეკემბრისტთა მოედანზე (ყოფილი სენატის მოედანი) მდებარეობს..." კაცმა რომ თქვას, ეს საკითხი ამ სტატიის პრობლემა არაა და მაგის გარეშეც გახდება რჩეული, მაგრამ მომავალში როცა დაიწერება სტატია დეკაბრისტები(თუ დეკემბრისტები) საჭიროა აქვე გარკვეული იყოს, რათა ახალი მცდარი სათაურის სტატია არ მივიღოთ!

ჩემი შეხედულება:

ქსე–ში ნახმარია სიტყვა დეკაბრისტები, ამსთან არაა ფრჩხილებში მითითებული–დეკემბრისტები(ტ.3, გვ.442, სტ. დეკაბრისტები). უფრო მეტიც, უცხო სიტყვათა ლექსიკონში(1989 გამოც.) სიტყვა მოცემულია მხოლოდ დეკაბრისტებზე და არა – დეკემბრისტებზე(როგორც ეს ხდება ხოლმე მეორე უმართებულო ფორმის არსებობის შემთხვევაში. მაგ.:იეგოვა – იხ. იაჰვე; ან რეიხსტაგი – (უმართ.) იხ. რაიხსტაგი). ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართულში უცხო სიტყვა შემოდის ისე როგორც ეს წარმოითქმის უცხო ენაში, და რა კი დეკაბრისტების მოვლენა რუსეთში დაფიქსირდა, შესაბამისად საკუთარ სახელად ქცეული, რუსული დეკაბრ–ი უნდა ვიხმაროთ და არა დეკემბერი! მიუხედავად იმისა რომ ინგლისურში გავრცელებულია სუფთა ინგ. Decembrist. თუ მაინცდამაინც გვინდა დეკემბრისტები, შეგვიძლია გერმანულ მაგალითს მივმართოთ: Die Dekabristen (russisch: "dekabr" = Dezember, deswegen im deutschsprachigen Raum auch als Dezembristen bekannt) – დეკაბრისტები (რუსულად: "декабрь" = დეკემბერი, ამიტომაც გერმანულენოვან სივრცეში ასევე ცნობილია დეკემბრისტები)–(ჩემი თარგმანი), მგონი კარგი კონსესუსია, თუმცაღა მე პირადად არ მსმენია დეკემბრისტების ხმარება ქართულ სივრცეში(შეიძლება ვცდები კიდეც).

P.S. მოკლედ ამდენი იმიტომ ვწერე რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც მსგავსი აქამდე გადაუჭრელი პრობლემა არსებობს სტ. ი.გებელსთან (გიობელსთან) დაკავშირებით. --Rastrelli F 14:32, 29 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეს ალბათ ჩემი უნებლიე შეცდომაა, ალბათ იმიტომ რომ ძირითადად ინგლისური წყაროთი ვხელმძღვანელობდი. მეც დეკაბრისტები მიმაჩნია სწორად. ალბათ ზემოთ მოყვანილი წყაროები საკმარისი საბუთია იმისთვის, რომ სტატიაშიც შესაბამისად გასწორდეს. მადლობა მითითებისთვის. - ალ-ო / 14:53, 29 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძალიან დიდი მადლობა Rastrelli F ასეთი კარგი განმარტებისთვის - ტყუილად არ გიწერია (აუცილებელია). ვეცდები კატეგორიაში კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები მოვათავსო ყველა პრობლემა და ნელ-ნელა იქნებ გადაწყვეტამდე მივიდეთ. სამწუხაროდ მე ვერ შევძელი. თუნდაც იოზეფ გებელსი. იმედი თანახმა იქნები და უარს არ იტყვი. აგრეთვე ვიკიპედიაში ჩავდე დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში.--ცანგალა () 19:34, 29 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

Help at English Wikipedia

კოლეგებო. მოგეხსენებათ რომ ინგლისური ვიკიპედიის პაწაწინა ქართული სათვისტომო მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება ანტი-ქართულად განწყობილი ელემენტების მხრიდან. შეუჩერებელ პროპაგანდას აფზახეთისა და ცხინვალის გვერდებზე რუსი მომხმარებელების მხრიდან დაემატა ზოგიერთი ჩვენი თანამემულე უცნაური იდეებით. ძალიან გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება მის უკანასკნელ პროვოკაციაზე en:Mingrelian nationalism. გმადლობთ, Kober 16:50, 6 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

P.S. პორბლემა დროებით გადაწყდა "სტატიის" გადამისამართებით. --Kober 18:29, 6 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]


თეატრზე

Mikheil83 18:05, 17 აგვისტო 2007 (UTC)თანამედროვე თეატრი საქართველოში.[უპასუხე]


როგორ ჩამოვტვირთო სურათი კომპიუტერიდან ვიკისაწყობში? --Dato deutschland 17:19, 19 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

[5] - ამ ბმულით. - ალ-ო / 18:52, 19 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

როგორ შევქმნა ახალი თარგი? თუ ეს მარტო ადმინისტრატორის საქმეა? და კიდევ, სად ვნახო ყველა თარგი რაც შექმნილია? --Dato deutschland 11:51, 31 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:ვიკიპედია:თარგები - აქ არის ყველა თარგი დანაწილებული თემატურად. ახლის შექმნა ყველას შეუძლია. - ალ-ო / 22:06, 1 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ენის ნორმების შესახებ

ძვირფასო ვიკიპედიელებო, მინდა გაცნობოთ:

ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის სრული პროფესორი ბ-ნი ტარიელ ფუტკარაძე თავის სხვა კოლეგებთან ერთად გვპირდება დახმარებას; კერძოდ, მისი ორი თანამშრომელი, ენათმეცნიერები ქ-ნი მომხმარებელი:Maia Miqautadze და ქ-ნი მომხმარებელი:Lela Avaliani დაგვეხმარებიან ვიკიპედიის ფურცლებზე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და მრავალ სტატიებს მოგვაწვდიან ქართული ენის (ზოგადად, ქართველური ენობრივი სამყაროს) შესახებ.

მე პირადად ასე წარმომიდგენის საკითხების გადაწყვეტა: სადაც პრობლემები გვაქვს ან გვექნება, განხილვის გვერდს გავუგზავნით ზემოთ ხსენებულ მომხმარებლებს, რომლებიც იქვე განხილვის გვერდზე უპასუხებენ. შესაბამისად, ახალი მომხმარებლებისათვის პასუხი უკვე იქნება გაცემული.

შესაძლებლებია ასეც: განხილვის გვერდები ჩავსვათ კატეგორიაში (მაგ. კატეგორია:გადასაწყვეტი გვერდები), სადაც ინსტიტუტის წარმომადგენლებს ექნება ნახვისა და პასუხის გაცემის საშუალება. პასუხის გაცემის შემდეგ კატეგორია ამოვიღოთ. ან კიდევ სხვა ვარიანტი. ველი ვიკიპედიელების გამოხმაურებას საკითხის გადაწყვეტაში ვიკიპედია:ყავახანა/წინადადებები. ცანგალა () 11:08, 31 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

Preparation of Fundraiser 2007

Hi, this is just a first introduction message to tell you: there is more to come. I am dealing with the Project Management of the Fundraiser 2007 and therefore will search for contacts of wikimedians who can help us to do our tasks on all projects. I am actually also building the structure for the fundraiser on Meta. We will need people who help to design buttons, translate texts of buttons, documents, sitenotices etc. Should you feel you want to co-operate please let me know. You can reach me on my meta user page or by e-mail at scretella (at) wikimedia (dot) org. If you wish to notify us that you would like to co-operate on translations, it would be nice if you used e-mail and copied the e-mail to me and Aphaia (aphaia (at) gmail (dot) com). Thank you for your attention and I hope to meet you soon! Cheers :-) -- 4 September 2007 Sabine

ლუის ბენიუელი? არ არის ლუის ბუნიუელი? --Malafaya 16:32, 6 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მაინტერსებს რა იცით ძველი ბერძნული საკრავების შესახებ და რა საკრავებია ესენი? :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ele (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

კოლეგებო, გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი საქართველოს არაკეთილმოსურნეების მორიგ პროვოკაციაზე.--Kober 19:31, 26 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Hello,

there is a "problem" with this featured article (please have a look at the talk page for more details). 82.228.166.54 21:51, 2 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

დაბადება-გარდაცვალების თარიღი

ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ. ახლა ბევრ ბიოგრაფიულ სტატიაში დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს * და † ნიშნები უწერია (მაგ., *1 იანვარი, 1900 - †1 იანვარი, 2000). ეს გერმანული ვიკიპედიიდან არის შემოღებული. ზოგ სტატიაში არაფერი უწერია (მაგ., 1 იანვარი, 1900 - 1 იანვარი, 2000), ზოგში კი "დ." და "გ." (მაგ., დ. 1 იანვარი, 1900 - გ. 1 იანვარი, 2000). როგორმე ავიღოთ ყველამ ერთი პრინციპი, რომ ყველა სტატიაში ერთნაირად ეწეროს. - Island 02:40, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

კარგია რომ წამოიწყე ეს თემა. მე პირადად ეს † არ მომწონს, არასასიამოვნო ასოციაციას იწვევს, ქრისტიანობასთან ასოცირდება და არც ისე ეთიკურია არაქრისტიანი ხალხისთვის... მეორე მხრივ არაპრაქტიკულიცაა ჩემთვის - ნიშნებში არსადაა და ვერ ვპოულობ. მოკლედ, მე ვირჩევდი რამე უფრო ნეიტრალური იყოს, ან საერთოდ არ ჰქონდეს ეს ნიშნები. - ალ-ო / 02:57, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით, რომ ყოველთვის სხვადასხვაა. ამ ნიშნების გარდა დაბადებისა და გარდაცვალების ადგილებიც სასურველია მიეწეროს. ქართულში (დ. - გ.) ტრადიციულია, გერმანულში წერია (* ; †). მე პირადად ვწერ (* - †). სულ არაფრის მიწერა არ შეიძლება, რადგან ზოგჯერ მხოლოდ დაბადების თარიღია en:Liam Aiken ან მხოლოდ გარდაცვალების en:Joscelin III of Edessa თარიღია ცნობილი. ქართულ ვიკიპედიაში ახალი შემომსვლელი მომხმარებელი ყოველთვის დაწერს დ. ან დაბ. გ. ან გარდაც. მე ამას ვცვლიდი ხოლმე (* - †). en:Valerian (emperor) - ეს შემთხვევაც გადასაწტვეტია. მე პირადად მომხმრე ვარ ქართულის (დ. - გ.).ცანგალა () 15:26, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

თუკი ნაკლებადქრისტიანული გერმანიისთვის † მისაღებია, მემგონი ვენთვისაც არ უნდა იყოს პრობლრმა, მაგრამ მე პირადად ნეიტრალურად ვარ განწყობილი და დ. გ.-ს ვიყენებ ხოლმე. თუ † დამკვიდრება გადაწყდება, ქვემოთ სპეციალურ სიმბოლოებში იქნება დასამატებელი, რომ ძებნა არ გახდეს საჭირო სხვაგან. ზაური () , 18:29, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. მეც "დ."-სა და "გ."-ს მომხრე ვარ. როგორც ჩანს, ყველა თანახმაა და ამ "დ."-სა და "გ."-ს ხმარება გადაწყვეტილად ჩავთვალოთ. დაბადებისა და გარდაცვალების ადგილებს რაც შეეხება, სადაც ცნობილია, მივუთითოთ ხოლმე. მგინია, არავინ არის ამის წინააღმდეგი. - Island 00:49, 8 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

თქვენ გაიხარეთ, სულ იმ რაღაც ჯვრის ძებნაში ვიყავი. კარგია რომ შეთანხემება შედგა. პატივისცემით --Rastrelli F 12:54, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Ratom???

mortsmuneebs mivmartav: RATOM GGONIAT ROM ARSEBOBS GMERTI???

Rtsmena nishnavs imis arsebobis dajerebas rasac ver xedav, risac ar gesmis da saertod rasac ver agiqvam da ris arsebobis damtkicebac arc logikuri da arc mecnieruli gzit ar shegizlia. Aqedan gamomdinare rtsmena koveltvis BRMAA radgan igi ar emkareba aranair realur safuzvels. igi mxolod mortsmunis fantaziis nakofia.

Magalitad me vacxadeb, rom arsebos Ochopintre romelic cxovrobs tkeshi da martavs tkis nadirebs. dasabutebas mtxov? ki batono - martalia me Ochopintre ar minaxavs, misi arsebobis damamtkicebeli arc erti logikuri tu mecnieruli mtkicebuleba ar gamachnia, magram samagierod me mtsams misi arseboba - ai mteli chemi mtkicebuleba!

Xom alogikuri da suleluri gamodis Ochopintres rtsmena. ra tqma unda ki.

Magram erti es mitxarit ra gansxvavebaa rodesac gmertis rtsmenazea saubari? RITI DAMIMTKICEBT GMERTIS ARSEBOBAS? RA GANAPIROBEBS TQVENS RTSMENAS ROM GMERTI ARSEBOBS? samtsuxarod mtkicebuleba ar arsebobs, arsebobs mxolod rtsmena!!!

Ase rom, brma rtsmenis garda iqneb gmertis arsebobis sxva, raime gonivruli, pozitiuri dasabuteba damisaxelot!

მძიმე შემთხვევაა, სასწრაფოდ იაღოველი მქადაგებლები გვესაჭიროება, :)).

პს, გავაუქმო ნეტა ამის რედაქტირება?! ზაური () , 21:59, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეს მომხმარებლის აზრია - ვანდალიზმი არ არის. ამიტომ გაუქმება საჭირო არ არის (ჩემი აზრით).--ცანგალა () 22:07, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჰო, მაგრამ ყავახანაში ღმერთის ქადაგებას რა უნდა? აქ ვიკიპედიის პრობლემებს ვიხილავთ. ..თუ უკვე ეგზისტენციალურ დონეზე ავედით? :)) - ალ-ო / 00:44, 4 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Betawiki: better support for your language in MediaWiki

Dear community. I am writing to you to promote a special wiki called Betawiki. This wiki facilitates the localisation (l10n) of the MediaWiki interface. You may have changed many messages here to use your language in the interface, but if you would log in to for example the English language Wiktionary, you would not be able to use the interface as well translated as here. Infact, of the 1798 messages in the core of MediaWiki, 25 messages have been translated. Betawiki also supports the translation of messages of almost 80 extensions, with about 1050 messages.

If you wish to contribute to better support of your language in MediaWiki, as well as for many MediaWiki extensions, please visit Betawiki, create an account and request translator priviledges. You can see the current status of localisation of your language on meta and do not forget to get in touch with others that may already be working on your language on Betawiki.

If you have any further questions, please let me know on my talk page on Betawiki. We will try and assist you as much as possible, for example by importing all messages from a local wiki for you to start with, if you so desire.

You can also find us on the Freenode IRC network in the channel #mediawiki-i18n where we would be happy to help you get started.

Thank you very much for your attention and I do hope to see some of you on Betawiki soon! Cheers! Siebrand@Betawiki 17:04, 7 ოქტომბერი 2007 (UTC)

მომხმარებელი გია კვაშილავა

ეს მომხმარებელი სისტემატიურად ეწინააღმდეგება ვიკიპედიის პრინციპებს და წესებს, ჯერ ერთი საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოები შემოიტანა (ისიც არასწორ ადგილას). მეორე გახსნა რამოდენიმე ანგარიში ერთი პიროვნებისთვის, ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ამ მომხმარებელს უნდა მიეხედოს და კარგად აეხსნას ვიკიპედიის დანიშნულება და პრინციპები, და რომ ვიკიპედია მისი ნაშრომების პოპულარიზაციის ადგილი არაა. ზაური () , 19:31, 14 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი როგორ მოვიქცე. --ცანგალა () 19:36, 14 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
რამდენიმე გაფრთხილება უკვე მიცემული გვაქვს. შემდეგი ნაბიჯია რამდენიმე დღით მისი IP მისამართის დაბლოკვა (და არა მომხმარებლის), ამგვარად ერთი მისამართით რამდენიმე მომხმარებლის დარეგისტრირებას ვერ შეძლებს. - ალ-ო / 19:47, 14 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
ისე არსებობს რაიმე წესი რომლის თანახმადაც ერთ პიროვნებას არ შეუძლია რამდენიმე მომხმარებლად რეგისტრირება? იდეაში უნდა იყოს ამის მარეგულირებელი წესი და მის საფუძველზე შევძლებთ ფსევდო მომხმარებლების დაბლოკვას. თუ შეიძლება დარღვევების ბმულები დადეთ.--ტრულალა () 16:01, 17 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, ერთი ადამიანის მიერ რამდენიმე ანგარიშის გახსნა აკრძალული არ არის (იხ. en:Wikipedia:Username policy#Using multiple accounts). მაგრამ ეს პრობლემატური ხდება, მაგალითად, კენჭისყრის დროს. ამიტომ იმის შესამოწმებლად, რამდენიმე ანგარიში ერთსა და იმავე IP-ს ეკუთვნის თუ არა, არის მომხმარებლების სპეციალური კატეგორია თუ სტატუსი "Checkuser". ქართულ ვიკიპედიაში ჯერ არა გვყავს. - Island 10:39, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
რადგან აქტუალური გახდა ავირჩიოთ კანდიდატი checkuser-ზე და კენჭი ვუყაროთ. მე ისლანდის კანდიდატურას ვაყენებ (იმედია თანახმაა).

სანამ კენჭს ვუყრიდეთ - დაველოთ მის პასუხს. ეს გავაგზავნოთ მის განხილვის გვერდზე, რადგან ამჟამად შვებულებაში წავიდა.--ცანგალა () 19:13, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ჩემი კანდიდატურის წამოყენებისთვის. მაგრამ თუ ქართულ ვიკიპედიაში checkuser-ს ავირჩევთ, უნდა ავირჩიოთ ორი მაინც, რომ checkuser-ებმა ერთმანეთის ქმედებას უთვალთვალონ (იხ. m:CheckUser policy#Access to checkuser, m:CheckUser policy/ru#Доступ). ვფიქრობ, ქართული ვიკიპედიის მომხმარებლები ჯერ ძალიან ცოტანი ვართ და checkuser-ის არჩევნების საკითხი ხომ არ გადავდოთ მომავლისთვის, სანამ აქტიური მომხმარებლების რიცხვი მოიმატებს. IP-ის შემოწმების საჭიროების დროს შეგვიძლია სტიუარდს მივმართოთ (m:Requests for CheckUser information). - Island 14:19, 31 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Volapük Wikipedia

Hi, people! I'm sorry for not writing in Georgian but I'm in a hurry here :). There is a Proposal to close the Volapük Wikipedia currently on voting. (Volapük was the first artificial language to have a great impact in society, even beforeEsperanto) My position is that despite this is a minority language and an artificial one is still has the right to exist, just like Ido and Novial and all the small languages. This Wiki is quickly developing in the past month and, using excuses like I don't like interwikis to this language or bots shouldn't create articles, the supporters want to force iminent closing of this project. Therefore I voted against/opposed that closure. I would like to ask you to participate in that voting with your opposition but, of course, only if you agree with the non-closure of the Volapük Wikipedia.

Thanks to all and regards! Malafaya 01:35, 29 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

I believe proposed reasons should not be taken into account for closure of theVolapük Wikipedia. I strongly support its existance as long as there are people who can support it and use it. You've got my support. Datowikia 16:04, 11 ნოემბერი 2007 (+4)

Translation

Can someone please translate the following to Georgian:

  • You can help Wikimedia change the world!
  • Donate now!

It's for the Fundraising 2007 on Meta. Thanks! Malafaya 14:03, 6 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Done. Thanks, გიგა! Malafaya 22:27, 6 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

bmuli

gamarjoba me axali var da mainteresebs bmulebi rogor gavaketo??? iqneb vinmem mitxras? :) da kidev erti pasuxi am kitxvis sad vnaxo??? madloba gtxovt mipasuxot

პასუხი გაეცა მომხმარებლის პირად განხილვის გვერდზე.--ცანგალა () 15:06, 9 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

qartuli shripti

mitxarit ra qartuli shripti rogor chavrto? tu mteli statia tito-tito asoti unda vwero?c D u N e B a 15:46, 9 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ნახეთ ეს გვერდი: დახმარება:ქართული კლავიატურა. - Island 16:44, 9 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ასევე შეგიძლია conver.ge-ზე შეხვიდე, ინგლისური ასოებით დაწერო და ქართულ ასოებში გადაიყვანო, რის შემდეგად დააკოპიო ვიკიპედიაში. ან სადმე warez.ge-ზე მაგალითად მოძებნო არალეგალური ვინდოსისთვის გამოსადეგარი დრაივერი. :). ზაური () , 17:59, 9 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორის არჩევნები

მიმდინარეობს კენჭისყრა ადმინისტრატორის კანდიდატურაზე. გთხოვთ, მისცეთ ხმა და გამოთქვათ თქვენი აზრი. კენჭისყრა დაიხურება 23 ნოემბერს. - Island 16:30, 15 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ

ყველას გილოცავთ გიორგოგობას. ალსანდროს ვულოცავ ადმინისტრატორობას :) Dato deutschland 08:35, 23 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

იქნებ გამარკვიოთ

გამარჯობათ მაინტერესებს რომელიმე წევრს დაუშვად პირადად მინდა მივცერო და რაიმე ვკითხო ეგ როგორ უნდა ვქნა?ხდება?--mtvare 17:09, 25 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მარცხნივ ხედავ ბმულებს "მონაწილეობის" ქვეშ? იქ არის "ბოლო ცვლილებები". იქ ნახავ ბოლო დროს ვინც აქტიურობს. ნებისმიერი მათგანის "განხილვა"-ში შედი და ბოლოში შენი შეტყობინება დატოვე რედაქტირებით, ისევე როგორც აქ დატოვე. ის რედაქტორი მიიღებს შენს წერილს და გიპასუხებს. - ალ-ო      @ 17:46, 25 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

რჩეული სურათები

მაინტერესებს როგორ ირცევენ რჩეულ სურათებს?! იქნებ მითხრათ! თუ ყველას შეუძლია სურათი ”რჩეულად გამოაცხადოს”? Dato deutschland 16:11, 1 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

რჩეულები ძირითადად ვიკისაწყობიდან ამომაქვს. შეგიძლია შენი კანდიდატი წამოაყენო აქ ვიკიპედია განხილვა:რჩეული ფოტოები (მარტო ფოტო არ შველის, მცირე ტექსტიც სჭირდება). ახლო მომავალში ალბათ, როცა მთავარი გვერდის ახალ ფორმატზე გადავალთ რჩეულები ავტომატურად ჩაჯდება ვიკისაწყობიდან. იქაც შეგიძლია შენი კანდიდატები წამოაყენო. - ალ-ო      @ 18:34, 1 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]