მილევა მარიჩი
მილევა მარიჩი, აგრეთვე ცნობილი როგორც მილევა მარიჩ-აინშტაინი (სერბ. Милева Марић; დ. 19 დეკემბერი, 1875 — გ. 4 აგვისტო, 1948) — სერბი ფიზიკოსი. იგი ალბერტ აინშტაინის თანამედროვე სტუდენტებიდან, ერთადერთი ქალი იყო ციურიხის შვეიცარიის უმაღლეს ტექნოლოგიურ სკოლაში და მეორე ქალი, რომელმაც სასწავლო პროგრამა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში, სრულად დაამთავრა[12]. მარიჩმა და აინშტაინმა, ურთიერთობა განაგრძეს და ქორწინებამდე, გოგონა — ლიზერლი შეეძინათ, რომელიც სავარაუდოდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა ან სხვა ოჯახმა აიყვანა შვილად. 1903 წელს, ისინი დაქორწინდნენ და ორი შვილი — ჰანს ალბერტი და ედუარდი გაუჩნდათ.
მილევა მარიჩი | |
---|---|
სერბ. Милева Марић | |
დაბ. თარიღი | 19 დეკემბერი, 1875[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ტიტელი[5] |
გარდ. თარიღი | 4 აგვისტო, 1948[1] [6] [2] [3] [7] [4] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | ციურიხი[8] |
დასაფლავებულია | ნორდჰაიმის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
Kingdom of Hungary გერმანია[8] სერბეთი[8] |
საქმიანობა | მასწავლებელი[9] , ფიზიკოსი[8] და მათემატიკოსი[8] |
ალმა-მატერი | ციურიხის უნივერსიტეტი, ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[10] და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი |
მეუღლე | ალბერტ აინშტაინი[8] |
მამა | მილოშ მარიჩი[11] |
დედა | მარია რუჟიჩი |
შვილ(ებ)ი | ლიზერლ აინშტაინი[10] , ედუარდ აინშტაინი[8] და ჰანს ალბერტ აინშტაინი[8] |
ნათესავ(ებ)ი | სოფია გოლუბოვიჩი |
1914 წელს, მარიჩი და აინშტაინი დაშორდნენ. მილევამ, შვილები თან წაიყვანა და ბერლინიდან ციურიხში დაბრუნდა. 1919 წელს, ისინი განქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ, აინშტიანი კვლავ დაქორწინდა. 1921 წელს, ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ, მან ფული მარიჩს გადაურიცხა, შვილების აღზრდაში დასახმარებლად. 1930 წელს, დაახლოებით 20 წლის ასაკში, მათ მეორე ვაჟს — ედუარდს, ავარია შეემთხვა და შიზოფრენიის დიაგნოზი დაუდგინდა. მილევა მარიჩმა, აინშტაინთან ერთად შეძენილი სამი სახლიდან, ორი გაყიდა. ალბერტს რეგულარული წვლილი შეჰქონდა შვილზე ზრუნვაში, რასაც, იგი მაშინაც განაგრძობდა, როცა მეორე მეუღლესთან (ამავდროულად, მისი ბიძაშვილი, ელზა აინშტაინი) ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.
ბიოგრაფია
რედაქტირებამილევა მარიჩი დაიბადა 1875 წლის 19 დეკემბერს, შეძლებულ ოჯახში, ქალაქ ტიტელში, ავსტრია-უნგრეთის იმპერია. იგი, მილოს (1846-1922) და მარია (1847-1935) მარიჩების სამ შვილს შორის უფროსი იყო[13]. მისი დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისმა მამამ, მიატოვა სამხედრო კარიერა და ჯერ რუმის, ხოლო შემდეგ, ზაგრების სასამართლოში დაიწყო მუშაობა.
1886 წელს, მილევა მარიჩმა, საშუალო განათლების მიღება, ნოვი-სადის გოგონათა უმაღლეს სკოლაში დაიწყო, მაგრამ შემდეგ წელს, სწავლა სრემსკა-მიტროვიცაში განაგრძო[14]. 1890 წლიდან, მარიჩი შაბაცში, სერბული გრამატიკის სამეფო სკოლაში სწავლობდა. 1891 წელს, მილოს მარიჩმა, მოიპოვა სპეციალური ნებართვა, რომ მილევა ზაგრების სამეფო კლასიკურ უმაღლეს სკოლაში ჩარიცხულიყო, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი[14]. მან ჩააბარა მისაღები გამოცდა და 1892 წელს, მეათე კლასში განაგრძო სწავლა. ამასთანავე, 1894 წლის თებერვალში, მან მიიღო სპეციალური ნებართვა, რომ დასწრებოდა ფიზიკის ლექციებს და ამავე წლის სექტემბერში, ფინალური გამოცდები ჩააბარა. მისი შეფასებები მათემატიკასა და ფიზიკაში, უმაღლესი იყო. აღნიშნულ წელს, მარიჩი სერიოზულად ავად გრძნობდა თავს და გადაწყვიტა, რომ შვეიცარიაში გადასულიყო, სადაც, 14 ნოემბერს, ციურიხის გოგონათა უმაღლეს სკოლაში დაიწყო სწავლა. 1896 წელს, მან ჩააბარა საშუალო განათლების საატესტატო გამოცდა და ერთი სემესტრით, ციურიხის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა[14].
1896 წლის შემოდგომაზე, მარიჩი ციურიხის შვეიცარიის უმაღლეს ტექნოლოგიურ სკოლაში ჩაირიცხა, ვინაიდან, ჩააბარა მისაღები გამოცდა 4.25 ქულით (შეფასების სკალა: 1-6)[15]. იგი ჩაირიცხა სადიპლომო კურსზე, რათა ესწავლებინა ფიზიკა და მათემატიკა საშუალო სკოლებში, აინშტაინის მსგავს პერიოდში. მილევა მარიჩი ექვსსტუდენტიანი ჯგუფიდან ერთადერთი და მეხუთე ქალი იყო, რომელიც ამ განყოფილებაში სწავლობდა, რაც საგმირო საქმედ ითვლებოდა, ვინაიდან, იმ პერიოდში, ქალები იქ არ დაიშვებოდნენ. იგი უნდა ყოფილიყო არაჩვეულებრივად განათლებული, რომ აღმოეფხვრა შეზღუდვები მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა დაშვებასთან დაკავშირებით[14][15]. მცირე ხნის შემდეგ, ის და აინშტაინი, ახლო მეგობრები გახდნენ. ოქტომბერში, მარიჩი ჰაიდელბერგში გადავიდა, ჰაიდელბერგის რუპერტ-კარლის სახელობის უნივერსიტეტში ზამთრის სემესტრის განმავლობაში სწავლისთვის, ფიზიკის და მათემატიკის ლექციებზე დასასწრებად, როგორც მსმენელი. 1898 წლის აპრილში, იგი კვლავ დაუბრუნდა ციურიხის ტექნოლოგიურ სკოლას[14], სადაც იგი სწავლობდა შემდეგ კურსებზე: დიფერენციალური აღრიცხვა და ინტეგრალური კალკულუსი, მხაზველობითი და პროექტული გეომეტრია, მექანიკა, ასტრონომია, თეორიული, გამოყენებითი და ექსპერიმენტული ფიზიკა[15].
1899 წელს, მან შუალედური დიპლომის გამოცდები ჩააბარა, თავისი ჯგუფის სტუდენტებთან შედარებით, ერთი წლით გვიან. მისმა საშუალო ქულამ, 5.05-მა (შეფასების სკალა: 1-6), განაპირობა ის ფაქტი, რომ შემდეგ წელს, იგი ექვს სტუდენტს შორის მეხუთე იქნებოდა გამოცდების ჩაბარებისას[15]. მარიჩის ქულა ფიზიკაში, 5.5 იყო (აინშტაინის მსგავსად)[16]. 1900 წელს, მან ვერ ჩააბარა ფინალური გამოცდები, ვინაიდან, მისი საშუალო ქულა 4.00 იყო და მათ შორის, მათემატიკა (ფუნქციების თეორია) მხოლოდ 2.5-ს მოიცავდა. აინშტაინმა, გამოცდა 4.91 ქულით ჩააბარა[17].
მარიჩის აკადემიური კარიერა, 1901 წელს შეწყდა, ვინაიდან, იგი აინშტაინისგან ფეხმძიმედ იყო. სამი თვის შემდეგ, მან კვლავ გადაწყვიტა გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ქულის გაუმჯობესების მეორე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა[18].
მილევა მარიჩი, ნოვი-სადში გადავიდა, სადაც, სავარაუდოდ 1902 წლის იანვარში, მისი ქალიშვილი — ლიზერლი დაიბადა, რომელიც სერბეთში, სხვა ოჯახმა აიყვანა შვილად[19].
როლი ფიზიკაში
რედაქტირებაკითხვა იმის შესახებ, შეიტანა თუ არა მარიჩმა წვლილი აინშტაინის ადრეულ ნაშრომსა და Annus Mirabilis-ში („უჩვეულო წელი“), განხილვის საგანს წარმოადგენდა. კონსენსუსი ფიზიკის პროფესიონალ ისტორიკოსებს შორის არის ის, რომ მილევა მარიჩს, დიდმნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი არ მიუძღვის[20]. ზოგიერთი აკადემიკოსი კამათობდა იმაზე, რომ იგი მხარდამჭერი პარტნიორი იყო მეცნიერებაში და არ არის გამორიცხული, რომ არსებითად დახმარებოდა აინშტაინს კვლევაში[21][22].
აინშტაინის ადრეული ნაშრომის მარიჩის თანაავტორობის შესახებ არსებული გარემოება, დაფუძნებულია შემდგომ მტკიცებულებაზე:
„რუსი ფიზიკოსის, აბრამ იოფეს მიხედვით, რომელმაც Annus Mirabilis-ის ავტორს აინშტაინ-მარიტი უწოდა, არასწორად მიაწერა მარიტი, როგორც მარიჩის ოფიციალური სახელი[23].“
|
შეკითხვის პუნქტში, რომელშიც იოფემ განაცხადა, რომ „აინშტაინის“ გამოჩენა სამეცნიერო არენაზე 1905 წელს, „დაუვიწყარი“ იყო, მან აღწერა 1905 წლის ნაშრომების ავტორი (მხოლობით რიცხვში), როგორც „ბერნის საპატენტო ოფისის ბიუროკრატი“, ანუ ალბერტ აინშტაინი[24].
- სავარაუდოდ, მილევამ, 1905-თან დაკავშირებით, სერბ მეგობარს უამბო: „ჩვენ დავასრულეთ მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც ჩემს მეუღლეს მსოფლიოში ცნობილს გახდის“[25]. ისტორიკოსებმა — ჰაიფილდმა და კარტერმა, მსგავს მემუარები აღწერეს, როგორც „მშობლიური ფოლკლორი“[26].
- წერილები, რომელშიც აინშტაინი ახსენებს: „ჩვენი“ თეორია და „ჩვენი ნაშრომი“. ჯონ სტეტჩელი ყურადღებას ამახვილებს იმ მოსაზრებაზე, რომ ეს წერილები დაწერილია მათი სტუდენტური დღეების განმავლობაში, 1905 წლის ნაშრომებამდე, სულ ცოტა ოთხი წლით ადრე. ზოგიერთი გარემოება, რომელშიც აინშტაინმა გამოიყენა სიტყვა „ჩვენი“ სამეცნიერო ნაშრომების შესახებ, უკავშირდება მათ სადიპლომო დისერტაციებს, რომელთათვისაც, ისინი ერთსა და იმავე თემებს ირჩევდნენ[27]. ალბერტ აინშტაინმა, სიტყვა „ჩვენი“ გამოიყენა ზოგადი ხასიათის განცხადებებში იმ დროს, როცა იგი შეუცვლელად იყენებდა სიტყვებს — „მე“ და „ჩემი“, როცა იმ სპეციფიურ იდეებზე საუბრობდა, რომელზედაც მუშაობდა იგი: „წერილები მარიჩისთვის, აჩვენებს, რომ აინშტაინი გულისხმობს „თავის“ სწავლას, „თავის“ ნამუშევარს მოძრავი სხეულების ელექტროდინამიკაზე... ვინაიდან, შევადარეთ „ერთი“ ცნობა „ჩვენს“ ნამუშევარს, ფარდობითი მოძრაობის პრობლემის შესახებ“[28]. ორ შემთხვევაში, სადაც მარიჩი თავს არიდებს აინშტაინის წერილებზე პასუხის დაუყოვნებლივ გაცემას, რომელშიც იგი საუბრობს თავის უახლეს იდეებზე, მარიჩი საერთოდ არ პასუხობს. მილევას წერილები, ალბერტის წერილებთან შედარებით, ძირითადად, მხოლოდ პირად საქმეებს, ან საკუთარ პოლიტექნიკურ კურსებთან დაკავშირებულ კომენტარებს მოიცავს. სტეტჩელი წერს: „მარიჩის შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს არც გამოქვეყნებული ნაშრომები და არც წერილები სერიოზული სამეცნიერო შემცველობით, არა მხოლოდ აინშტაინთან, არამედ, არც სხვა ვინმესთან; არც რაიმე ობიექტური მტკიცებულება მის შემოქმედებით ნიჭთან დაკავშირებით. ჩვენ, სხვისგან გაგონილზე დაფუძნებული დიალოგებიც კი არ გვაქვს, რომლებიც მას ჰქონდა სხვა ადამიანებთან, სპეციფიკური, სამეცნიერო იდეების შემცველობით“[29].
- განქორწინების შეთანხმება, რომელშიც, აინშტაინი მარიჩს თავის ნობელის პრემიის თანხას დაჰპირდა. მაგრამ აინშტაინმა ეს წინადადება იმ მიზნით წამოაყენა, რომ დაერწმუნებინა განქორწინების წინააღმდეგი მილევა და შეთანხმების დადგენილებით, მას ფული გადაეცემოდა მათ შვილებზე ზრუნვისთვის[30]. ახლად გამოქვეყნებულ წერილებზე (ინახავდა აინშტაინის გერი შვილიშვილი, მარგოტ აინშტაინი, გარდაცვალებამდე 20 წლით ადრე) დაყრდნობით, უოლტერ ისააკსონმა განაცხადა, რომ მარიჩი, შემოსავლის მიღების მიზნით, ნობელის პრემიის თანხას, ციურიხში მდებარე სამ ბინაში დებდა ინვესტიციად[31].
არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მილევა მარიჩი, აინშტაინს თეორიების განვითარებაში ეხმარებოდა[32][33][34]. წყვილის პირველმა ვაჟმა — ჰანს ალბერტმა თქვა, რომ როცა მარიჩი აინშტაინს გაჰყვა ცოლად, უარი თქვა საკუთარ სამეცნიერო მისწრაფებებზე[35]. აინშტაინი კი, ნაყოფიერ მეცნიერად დარჩა 1920-იან წლებში და 1914 წელს მილევასთან დაშორების შემდეგ, პირველი უდიდესი მნიშვნელობის ნამუშევარი შექმნა[36]. მეორე მხრივ, მარიჩს არასდროს არაფერი გამოუქვეყნებია[37]. იგი არასდროს მოიხსენიებოდა აინშტაინის მეგობრების და კოლეგების გვერდით, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მისი მრავალრიცხოვანი იდეების განხილვაში. ყველაზე მეტად აღსანიშნავად, მარიჩი არასდროს აცხადებდა, რომ ოდესმე აინშტაინის სამეცნიერო ნაშრომში, რაიმე როლი ჰქონდა ნათამაშები.
ქორწინება და ოჯახი
რედაქტირება1903 წელს, მარიჩი და აინშტაინი დაქორწინდნენ, ბერნში, შვეიცარია, სადაც, აინშატინმა ინტელექტუალური საკუთრების შვეიცარიის ფედერალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. 1904 წელს, დაიბადა მათი პირველი ვაჟი — ჰანს ალბერტი. ისინი ბერნში 1909 წლამდე ცხოვრობდნენ, იქამდე, ვიდრე აინშტაინმა ციურიხის უნივერსიტეტში არ დაიკავა მასწავლებლის თანამდებობა, 1910 წელს, დაიბადა მათი მეორე ვაჟი — ედუარდი. 1911 წელს, ისინი პრაღაში გადავიდნენ, სადაც ალბერტ აინშტაინი კარლის უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ციურიხში დაბრუნდნენ და აინშტაინი ციურიხის შვეიცარიის უმაღლეს ტექნოლოგიური სკოლაში, პროფესორი გახდა.
ბერლინში გადასვლა და განქორწინება
რედაქტირება1913 წლის ივლისში, მაქს პლანკმა და ვალთერ ნერნსტმა, აინშტაინს ბერლინში გამგზავრება სთხოვეს, რომელსაც, იგი დათანხმდა, თუმცა, გადაწყვეტილებამ მარიჩის მწუხარება გამოიწვია[38]. აგვისტოში, აინშტაინებმა დაგეგმეს საზეიმო დღე საკუთარ ვაჟებთან, მარია კიურთან და მის ორ ქალიშვილთან ერთად. ედუარდის ავად ყოფნის გამო, მარიჩი დროებით შეყოვნდა, თუმცა, ისინი შეუერთდნენ წვეულებას. 1913 წლის სექტემბერში, აინშტაინები მარიჩის მშობლებს ესტუმრნენ ნოვი-სადში და იმ დღეს, როცა ვენაში მიემგზავრებოდნენ, მილევამ, ვაჟები მართლმადიდებელ ქრისტიანებად მონათლა[38]. ვენის შემდეგ, აინშტაინი, ნათესავებს სტუმროდა, ვიდრე მარიჩი ციურიხში დაბრუნდა. შობის შემდეგ, მან ბერლინში იმოგაზურა. მარტის მიწურულს, აინშტაინებმა, ციურიხიც დატოვეს და ბერლინიც. გზად, აინშტაინი საკუთარ ბიძას ესტუმრა ანტვერპენში, ხოლო შემდეგ, პაულ ერენფესტს და ჰენდრიკ ლორენცს იმ დროს, როცა მარიჩი შვილებთან ერთად ლოკარნოში იყო და ბერლინში, აპრილის შუა რიცხვებში ბრუნდებოდა[38].
1912 წლის შემდეგ, მათი ქორწინება დაძაბული ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. ამავე წლის გაზაფხულზე, აინშტაინმა თავიდან გაიცნო საკუთარი ბიძაშვილი — ელზა. მარიჩი, რომელსაც არასდროს უნდოდა ბერლინში წასვლა, თანდათან დარდიანი ხდებოდა. ბერლინში დასახლებიდან მცირე ხნის შემდეგ, აინშტაინმა მკაცრი პირობები მოითხოვა, თუ მარიჩი მასთან დარჩებოდა, რომელმაც, 1914 წელს, შვილები კვლავ ციურიხში წაიყვანა. აინშტაინმა შეასრულა სამართლებრივი მოვალეობა და მას, ყოველწლიურად, კვარტალში ერთხელ, ნაწილობრივ უგზავნიდა ხელფასის ნახევარს — 5 600 რაიხსმარკას[39][40]. ხუთი წლის შემდეგ, 1919 წლის 14 თებერვალს, წყვილი განქორწინდა[41].
ისინი შეთანხმდნენ განცხადებაზე[42], რომლის დროსაც, აინშტაინმა წინასწარ ივარაუდა, რომ მალე, ნობელის პრემიას მოიპოვებდა და თანხა მის შვილებს გადაეცემოდა. 1919 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც იგი მეორედ დაქორწინდა, დაბრუნდა ციურიხში და მარიჩთან შვილების მომავალი განიხილა.
1922 წელს, აინშტაინმა შეიტყო, რომ ნოემბერში, მას ნობელის პრემია მიენიჭა, 1923 წელს კი — ფული მილევა მარიჩს გადაურიცხა, რომელმაც, თანხა ციურიხში სამი ბინის საყიდლად გამოიყენა[43], რომელთაგან ერთ-ერთში, თავად ცხოვრობდა ხოლო ორს — საინვესტიციო მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული.
1930 წელს, დაახლოებით 20 წლის ასაკში, ედუარდს ავარია შეემთხვა და შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. მასზე ზრუნვისთვის არასაკმარისი თანხის ქონის გამო, მარიჩმა ორი სახლი გაყიდა[44]. აინშტაინი, მუდმივად ეხმარებოდა გარკვეული თანხით ყოფილ მეუღლეს და შვილებს[45].
გარდაცვალება
რედაქტირებამილევა მარიჩი გარდაიცვალა 1948 წლის 4 აგვისტოს, ციურიხში, 72 წლის ასაკში. დაკრძალულია ნორდჰეიმის სასაფლაოზე.
პატივისცემა
რედაქტირება2005 წელს, მილევა მარიჩი, დამსახურებულ მოღვაწედ აღიარა ციურიხის შვეიცარიის უმაღლესმა ტექნოლოგიურმა სკოლამ და Gesellschaft zu Fraumünster-მა. მის სახლში, Huttenstrasse 62 ქუჩაზე, მემორიალური დაფა გაიხსნა[46][47][48]. ამავე წელს, სრემსკა-მიტროვიცაში, ბიუსტი განთავსდა. მისი მეორე ბიუსტი, ნოვი-სადის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. მარიჩის მშობლიურ ქალაქში, ტიტელში, ერთ-ერთ უმაღლეს სკოლას, მის საპატივცემოდ, მისი სახელი ჰქვია[49]. მისი გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც იგი გარდაიცვალა (ციურიხში), მემორიალური ფირფიტა განთავსდა. 2009 წლის ივნისში, ნორდჰეიმის სასაფლაოზე, მარიჩს მემორიალური საფლავის ქვა მიუძღვნეს[50].
1995 წელს, ბელგრადში, Narodna knjiga -მ გამოაქვეყნა წიგნიMileva Marić Ajnštajn სერბულ ენაზე[51].
სამი წლის შემდეგ, 1998 წელს, სერბმა დრამატურგმა — ვიდა ოგნენოვიჩმა, შექმნა დრამა Mileva Ajnštajn, რომელიც 2002 წელს, ინგლისურ ენაზეც თარგმნეს[52]. ოგნენოვიჩმა, მოგვიანებით, შექმნა პიესის ადაპტაცია, რომლის პრემიერაც, 2011 წელს, სერბეთის ეროვნულ თეატრში, ნოვი-სადში შედგა[53][54].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mileva Marić-Einstein profile, teslasociety.com; accessed February 3, 2017.
- Einstein's Wife. The Life of Mileva Marić-Einstein, pbs.org; accessed February 3, 2017.
- Albert-Mileva Correspondence: Original Letters[მკვდარი ბმული], Shapell Manuscript Foundation; accessed February 3, 2017.
- Michael Getler: "Einstein's Wife: The Relative Motion of 'Facts'", The Ombudsman Column (pbs.org), December 15, 2006.
- The Einstein Controversy
Letter by Gerald Holton and Robert Schulmann, December 17, 2008. - Robert Dünki & Anna Pia Maissen: «…damit das traurige Dasein unseres Sohnes etwas besser gesichert wird» Mileva und Albert Einsteins Sorgen um ihren Sohn Eduard (1910–1965). Die Familie Einstein und das Stadtarchiv Zürich დაარქივებული 2016-03-11 საიტზე Wayback Machine. In: Stadtarchiv Zürich. Jahresbericht 2007-08. (გერმანული)
- Thomas Huonker: Diagnose: «moralisch defekt» Kastration, Sterilisation und «Rassenhygiene» im Dienst der Schweizer Sozialpolitik und Psychiatrie 1890-1970. «Er versank immer mehr in Apathie und Untätigkeit» Prominente als Patienten, Zürich 2003, p. 204ff.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ https://data.bnf.fr/fr/12045459/mileva_ajnstajn-maric/
- ↑ http://www.onthisdeity.com/4th-august-1948-the-death-of-mileva-maric/
- ↑ FemBio database
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Catalog of the German National Library
- ↑ English Wikipedia community Wikipedia — 2001.
- ↑ 10.0 10.1 https://www.repubblica.it/scienze/2019/07/13/news/una_laurea_per_la_moglie_di_einstein_la_scienziata_dimenticata-231110354/?ref=RHPPLF-BH-I0-C4-P6-S1.4-T1
- ↑ https://blogs.scientificamerican.com/guest-blog/the-forgotten-life-of-einsteins-first-wife/
- ↑ Pusch, Luise. Mileva Einstein-Marić. ციტირების თარიღი: 2016-04-10.
- ↑ M. Popović (2003). In Albert's Shadow: The Life and Letters of Mileva Marić, Einstein's First Wife, p. xv
"The Family Tree of Mileva Marić-Einstein" - ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Highfield, 1993, pp. 36-43.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 D. Trbuhuvić-Gjurić, Im Schatten Albert Einsteins, 1988, pp. 35, 43, 49, 60, 63
- ↑ The Collected Papers of Albert Einstein, Vol. 1, Doc. 42.
- ↑ The Collected Papers of Albert Einstein, Vol. 1, Doc. 67
- ↑ Stachel (1996), pp. 41, 52, n. 22
- ↑ Singh, S (2005). Big Bang. Harper Perennial. ISBN 0-00-715252-3.
- ↑ Pais, A. (1994), pp. 1-29
Holton, G. (1996), pp. 177-93
Stachel, J. (2002), pp. 26-39, 55
Martinez, A. (2005)
Calaprice, A. & T. Lipscombe (2005), pp. 41-42 - ↑ Maurer, M. (1996); Troemel-Ploetz, S. (1990)
Walker, E.H. (1991) - ↑ (1999) Their Day in the Sun. Temple University Press, გვ. 26. ISBN 1566397197.
- ↑ Abram F. Joffe: Памяти Алъберта Эйнштейна, Успехи физических наук, т. 57 (2), стр. 187-192 (Pamyati Alberta Eynshtyna, Uspekhi fizicheskikh nauk, v. 57, pp. 187-92 (1955)
- ↑ Stachel (2005), pp. lxv-lxxii დაარქივებული 2009-11-11 საიტზე Wayback Machine. ; Martinez, A. (2005)
pp. 51-52 დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine. - ↑ "Mileva's Story", Einstein's Wife, PBS.org; accessed February 3, 2017.
- ↑ Highfield and Carter (1993), p. 110
- ↑ Stachel (2002), p. 45.
- ↑ Stachel (2002), p. 36;
The letter dated March 27, 1901 from Einstein says in translation: "How happy and proud I will be, when we two together have victoriously led our work on relative motion to an end!" - ↑ Stachel (2002), pp. 33-37
Holton, G. (1996), pp. 181-93. - ↑ Einstein Collected Papers, Vol. 8, Docs. pp. 449, 562.
- ↑ Walter Isaacson, Time 168(3): 50-55, July 17, 2006.
- ↑ Holton (1996), pp. 177-93
- ↑ Stachel (2002), pp. 26-39, 55
- ↑ Martinez, A.A., Mileva Marić
- ↑ G.J. Whitrow (ed.), Einstein: The Man and His Achievements, p. 19 (1967)
- ↑ Pais, A. (1982), Subtle is the Lord... The Science and the Life of Albert Einstein, Oxford University Press
- ↑ Stachel, J. (2002), p. 36.
- ↑ 38.0 38.1 38.2 Highfield, 1993, pp. 154-66
- ↑ (approximately 44000 Euros — 5600 times 7.9 — as per this extract დაარქივებული 2008-06-05 საიტზე Wayback Machine. )
- ↑ Highfield, 1993, p. 172
Isaacson, 2007, p. 186. - ↑ Highfield, 1993, p. 188.
- ↑ Einstein Works Out Details of His 1919 Divorce from Mileva Marić. Shapell Manuscript Collection. Shapell Manuscript Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 19, 2014. ციტირების თარიღი: February 3, 2017.
- ↑ Einstein Writes About House Bought With Nobel Prize Money. Shapell Manuscript Collection. Shapell Manuscript Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2014. ციტირების თარიღი: February 3, 2017.
- ↑ Thomas Huonker, Diagnose: «moralisch defekt» Kastration, Sterilisation und «Rassenhygiene» im Dienst der Schweizer Sozialpolitik und Psychiatrie 1890-1970 (2003), Zürich; accessed February 3, 2017. (გერმანული)
- ↑ Highfield, 1993, pp. 221-252
- ↑ Frauenehrungen German. Gesellschaft zu Fraumünster. ციტირების თარიღი: 2014-11-30.
- ↑ Frauenehrungen der Gesellschaft zu Fraumünster German. Gesellschaft zu Fraumünster (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-07. ციტირების თარიღი: 2014-11-30.
- ↑ ETH und Gesellschaft zu Fraumünster, Zurich ehren Mileva Einstein-Marić „Mitentwicklerin der Relativitätstheorie“, Sechseläuten 2005. Laudatio: Katharina von Salis; accessed February 3, 2017. (გერმანული)
- ↑ Tesla Memorial Society of New York Website: Mileva Marić-Einstein profile, teslasociety.com; accessed February 3, 2017.
- ↑ Unveiling and consecration of memorial gravestone dedicated to Mileva Marić-Einstein, Republic of Serbia, Ministry for Diaspora, June 14, 2009.
- ↑ Savić, Svenka (2002). „The Road to Mileva Marić-Einstein: Private Letters“. Belgrade Women`s Studies Journal. Belgrade: Belgrade Women's Studies Center. 1 (Anniversary Issue 1992/2002): 201–10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2011-05-05. ციტატა: „[...] a book written by Dragana Bukumirović, a journalist with Politika, entitled Mileva Marić-Ajnštajn[...]“
- ↑ Mrs. Einstein takes the stage დაარქივებული 2012-11-02 საიტზე Wayback Machine. , Lincolnwood Review via highbeam.com, November 7, 2002.
- ↑ Mileva. Serbian National Theatre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-10. ციტირების თარიღი: 2016-08-30.
- ↑ Premijera opere "Mileva" sr. blic.rs (October 19, 2011).