ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პაულ ერენფესტი (დ. 18 იანვარი, 1880, ვენა — გ. 25 სექტემბერი, 1933, ამსტერდამი) — ავსტრიელი და ნიდერლანდელი თეორიული ფიზიკოსი.

პაულ ერენფესტი
გერმ. Paul Ehrenfest
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1880(1880-01-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ვენა[10]
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 1933(1933-09-25)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (53 წლის)
გარდ. ადგილი ამსტერდამი[10]
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო[7]
 ავსტრია
ეროვნება ებრაელები[2]
საქმიანობა ფიზიკოსი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი[7] და მათემატიკოსი[11]
მუშაობის ადგილი ლეიდენის უნივერსიტეტი[7]
ალმა-მატერი Technische Hochschule, ვენის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და Akademisches Gymnasium
განთქმული მოსწავლეები Samuel Goudsmit, ენრიკო ფერმი, Gunnar Nordström, Yurii Aleksandrovich Krutkov და Dirk Jan Struik
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე ტატიანა აფანასიევა[2]
შვილ(ებ)ი ტატიანა პავლოვნა ერენფესტი და Galinka Ehrenfest
ნათესავ(ებ)ი Hugo Ehrenfest

ბიოგრაფია

რედაქტირება

პაულ სიგიზმინდის ძე ერენფესტი დაიბადა 1880 წლის 18 იანვარს ვენაში. ბავშვობაში უფროსმა ძმამ გამოიწვია მისი ფიზიკისადმი დაინტერესება. გიმნაზიის დამთავრების შედგომ მან სწავლა ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც ისმენდა ბოლცმანის ლექციებს ფიზიკაში. 1901 წელს იგი სასწავლებლად გეტინგენში გადავიდა. 1904 წელს ენერფესტმა გეტინგენში გაიცნო და ცოლად შეირთო რუსი ეროვნების ტატიანა ალექსის ასული აფანასიევა, რომელიც პროფესიით მათემატიკოსი იყო.

მოღვაწეობა

რედაქტირება

1903 წელს გამოქვეყნდა ერენფესტის პირველი მეცნიერული ნაშრომი და ამ ნაშრომის შემდეგ მუდამ იბეჭდებოდა სტატიები გერმანულ, ამერიკულ და რუსულ ჟურნალებში. 1906 წელს დაიბეჭდა ცოლ-ქმარი ენერფესტების სტატია „ალბათობათა თეორიის ერთი ამოცანა დაკავშირებული ენტროპიის ზრდის კინეტიკურ ახსნასთან“. ამ ნაშრომით იგი გამოვიდა საკუთარი მასწავლებლის, ბოლცმანის იდეების დამცველი და გამგრძელებელი. 1907 წელს გამოვიდა ენერფესტის მეორე სტატია სახელად „ბოლცმანის   თეორემის ორი ცნობილი წინააღმდეგობის შესახებ“. ეს სტატია პირველი სტატიის გაგრძელებაა და ბოლცმანის თეორიის ღრმა ანალიზს წარმოადგენს.

1907 ერენფესტები საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდნენ. 1907-1912 წლების მანძილზე პაულმა დიდი შრომა გასწია, რომ გაეერთიანებინა პეტერბურგის ფიზიკოსები და დაეინტერესებინა ისინი თეორიული ფიზიკით. მისი სემინარებიდან დიიწყო თეორიული ფიზიკის გავრცელება რუსეთში. იგი მალევე გახდა რუსეთის ფიზიკურ-ქიმიური საზოგადოების აქტიური წევრი. ერენფესტი ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალ გამოკვლევებს ფიზიკაში. პეტერბურგში მისი მოღვაწეობა მოიცავს 20 ნაშრომს. თუმცა მისთვის რუსეთი არ წარმოადგენდა შესაფერის სამუშაო ადგილს, ამიტომაც როცა იგი ლეიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) მიიწვიეს, მან თანხმობა განაცხადა. ნიდერლანდებში ყოფნისას პირველი ხუთი წლის განმავლობაში ერენფესტმა დაასრულა სამუშაოთა ციკლი, რომელიც დაწყებული ჰქონდა პეტერბურგში, ეგრეთ წოდებულ ადიაბატურ ინვარიანტებზე. ერენფესტი ამ ნაშრომში კავშირს ამყარებს ახალ კვანტურ თეორიასა, კლასიკურ მექანიკასა და ელექტროდინამიკას შორის. ამავე ნაშრომში მის მიერ წამოჭრილ ჰიპოთეზას „ერენფესტის ადიაბატური ჰიპოთეზა“ ეწოდება. ამ სტატიაში იგი განსაზღვრავს ადიაბატურ ინვარიანტებს, როგორც ისეთ სიდიდეებს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობას სისტემის მოძრაობაზე ადიაბატური ზემოქმედების შედეგად. კერძოდ, ერენფესტმა აჩვენა, რომ ნებისმიერი პერიოდული მოძრაობისათვის, ერთი ან რამდენიმეთავისუფლების ხარისხით, არსებობს ადიაბატური ინვარიანტი  , სადაც:  სიხშირეა,   — სისტემის საშუალო კინეტიკური ენერგია. მოცემული ჰიპოთეზა ხსნის ბორის ატომში სტანციონარულ მდგომარეობათა არსებობას.

ერენფესტის ნაშრომთა შორის ყველაზი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაშრომს, რომელიც შეიცავს თეორემას საშუალო მნიშვნელობების შესახებ. ეს თეორემა შეტანილია კვანტური მექანიკის ბევრ თანამედროვე კურსში. თეორემაში საშუალო მნიშვნელობების შესახებ იგი აერთიანებს კვანტურ და კლასიკურ მექანიკას და აჩვენებს, რომ ახალი თეორია შეიცავს ძველა, როგორც სასაზღვრო შემთხვევისას.

აღსანიშნავია ამ შესანიშნავი ფიზიკოსის განსაკუთრებული ადამიანური ღირსებები: პრინციპულობა, თავმდაბლობა, კეთილგანწყობილება ყველასადმი. ამ თვისებებმა ერენფესტს ფიზიკოსებში მოუპოვა დიდი სიყვარული და პატივისცემა. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ნილს ბორი და ალფრედ აინშტაინი. აინშტაინი ერთ-ერთ წერილში წერდა: „მე უფრო მჭირდებოდა შენი მეგობრობა, ვიდრე შენ ჩემი“.

1933 წლის 25 სექტემბერს მძიმე დეპრესიაში მყოფი პაულ ენერფესტი თვითმკვლელობით გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, თბ., 1980. — გვ. 201-206.
  • Френкель В. Я. Пауль Эренфест. — М., 1971.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Paul Ehrenfest — 2009.
  4. 4.0 4.1 Kojevnikov A. Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 KNAW Past Members
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Leidse Hoogleraren
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 10.2 Эренфест Пауль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Czech National Authority Database
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაულ_ერენფესტი“-დან