ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიეს პრეფექტურა (იაპ. 三重県)— პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კანსაის რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] მიეს პრეფექტურის მოსახლეობა არის 1 781 948 ადამიანი (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 5 774 კვადრატული კილომეტრის ფართობი. პრეფექტურას ესაზღვრება: გიფუს პრეფექტურა - ჩრდილოეთით, სიგისა და კიოტოს პრეფექტურა - ჩრდილო-დასავლეთით, ნარის პრეფექტურა - დასავლეთით, ვაკაიამის პრფექტურა - სამხრეთ-დასავლეთით და აიტის პრეფექტურა - აღმოსავლეთით.

მიეს პრეფექტურა
三重県
პრეფექტურის მდებარეობა მიეს პრეფექტურა
მიეს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კანსაი
კუნძული ჰონსიუ
კოორდინატები 34°42′ ჩ. გ. 136°30′ ა. გ. / 34.700° ჩ. გ. 136.500° ა. გ. / 34.700; 136.500
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი ცუ
ISO 3166-2:JP JP-24
სტატისტიკა
ფართობი 5 774.41 კმ² (25)
მოსახლეობა (2019)
     სულ 1 781 948 ად. (22)
     სიმჭიდროვე 310 ად./კმ²
რაიონი 7
მუნიციპალიტეტი 29
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Cryptomeria japonica
ყვავილი Iris ensata
ფრინველები Charadrius alexandrinus
თევზები Panulirus japonicus
ადმინისტრაცია
გუბერნატორი ეიკეი სუძუკი
ოფიციალური საიტი (იაპონური)

პრეფექტურის დედაქალაქია ცუ, ხოლო უდიდესი ქალაქი იოკკაიჩი. პრეფექტურის სხვა დიდ ქალაქებს შორისაა: სუზუკა, მაცუსაკა და კუვანა .[2] მიეს პრეფექტურა მდებარეობს კიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლის დასავლეთ მხარესაც ისეს ყურე მდებარეობს. მიეს პრეფექტურა პოპულარული ტურისტული ადგილია. აქ მდებარეობს ნაგაშიმას სპა ლენდი, სუზუკას საერთაშორისო სარბოლო ობიექტი, ასევე უძველესი და უწმინდესი ადგილი შიტოიზმის მიმდევრებისთვის. შინტოიზმი იაპონიის ტრადიციული რელიგიაა. მიეს პრეფექტურის ღირსშესანიშნავი ტაძრებია: ისეს სალოცავი და ცუბაკის სალოცავი .

 
ისეს სალოცავი

მეიძის რესტავრაციამდე, მიეს პრეფექტურას შეადგენს ისეს პროვინცია, შიმას პროვინცია, იგას პროვინცია და კიის პროვინციის ნაწილი . [3]

მიეში ადამიანი 10 000 წლის წინადაც ცხოვრობდა. ჯიმონისა და იაიოს პერიოდის განმავლობაში სოფლის მეურნეობით დაკავებულმა ტომებმა დაიწყეს რეგიონის მდინარისა და სანაპირო ზონების გასწვრივ დასახლება. ისეს სალოცავი იაიოის პერიოდში აშენდა და მე -7 საუკუნის საიკუს საიმპერატორო რეზიდენცია იყო.

ედოს პერიოდში, მიის პრეფექტურის სახელით ცნობილი ტერიტორია რამდენიმე ფეოდალური სამფლობელოსგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეულს დანიშნული ბატონი მართავდა. აშენდა სატრანსპორტო ქსელები, ტოკაიდოს და ისეს გზების ჩათვლით. აყვავდა საპორტო ქალაქები, როგორიცაა ოჰმინატო, კუვანა და ანოცუ, ასევე აშენდა საფოსტო სადგურები და ციხე-ქალაქები. ძალიან გაიზარდა მომლოცველთა რიცხვი ისეს სალოცავებში.

მეიძის რესტავრაციის შემდეგ, ყოფილი პროვინციები ისე, შიმა და იგა, აგრეთვე აღმოსავლეთ კიის ნაწილი გაერთიანდა. 1871 წელს ტერიტორია კისოს სამი მდინარის ჩრდილოეთით, რომელიც დღეს ცუს მიცავს, გახდა ანოცუს პრეფექტურა, ხოლო სამხრეთი ნაწილი გახდა ვატარაის პრეფექტურა. 1872 წელს ანოცუს პრეფექტურული ცენტრი ცუდან იოკკაიჩიში გადავიდა, პრეფექტურას კი მიე დაერქვა. სხვადასხვა მიზეზების გამო, მიეს ვატარაის პრეფექტურაც შეუერთდა, პრეფექტურის ცენტრი კი კვლავ ცუ გახდა. მიეს პრეფექტურამ დღევანდელი ფორმა მიიღო 1876 წელს, როდესაც იგი შეუერთდა თავის სამხრეთ მეზობელს.

1959 წელს მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მიეს დიდი ნაწილი გაანადგურა ისე-ვანის ტაიფუნმა, რომელიც ყველაზე დიდი ტაიფუნია იაპონიის ისტორიაში. განადგურდა ნათესები, დაინგრა ზღვის ჯებირები, დაზიანდა გზები და რკინიგზები, დაზიანდა უამრავი ადამიანი. ბევრი მათგანი უსახლკაროდ დარჩა.

2016 წლის მაისში ქალაქმა შიმამ უმასპინძლა დიდი რვიანის ის 42-ე (რუსეთის გარეშე მესამე) სამიტს.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მიეს პრეფექტურის ფიზიკური რუკა
 
მიეს პრეფექტურის პოლიტიკური რუკა

     City     Town

მიეს პრეფექტურა წარმოადგენს კიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს და ესაზღვრება აიტის, გიფუს, შიგას, კიოტოს, ნარასა და ვაკაიამას პრეფექტურებს. ის ითვლება  კანსაის და ტოკაის რეგიონების ნაწილად აიჩის პრეფექტურასთან გეოგრაფიული სიახლოვისა და კანსაის მხრიდან კულტურული გავლენის გამო. მიეს პრეფექტურაში საუბრობენ კანსაის დიალექტზე. ტრადიციულად, რეგიონი კანსაის ნაწილად ითვლება.

მიეს პრეფექტურის გადაჭიმულობა ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით 170 კილომეტრია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კი 80 კილომეტრი. პრეფექტურა მოიცავს ხუთ განსხვავებულ გეოგრაფიულ ადგილს: [4]

  1. მიეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სუძუკას მთები
  2. ისეს ყურეს სანაპირო აიტის საზღვრიდან ისემდე, სწორედ აქ ცხოვრობს მიეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
  3. ისეს დაბლობის სამხრეთით მდებარეობს შიმას ნახევარკუნძული
  4. ნარის საზღვართან არის იგას აუზი.
  5. ცენტრალური მიედან მის სამხრეთ საზღვრებამდე ნუნობიკის მთიანი რეგიონი მდებარეობს.

მიეს აქვს სანაპირო ზოლი, რომელიც გადაჭიმულია 1 094.0 კილომეტრზე. 2000 წლის მონაცემებით, მიეს 5 776.44 კვადრატული კილომეტრის მიწის ფართობი უჭირავს, საიდანაც 64.8% არის ტყე, 11.5% სამეურნეო დანიშნულების მიწები, 6% საცხოვრებელი ფართი, 3.8% გზა და 3.6% მდინარეები . დარჩენილი 10.3% არ არის კლასიფიცირებული.

ისეს ვაკეზე შედარებით ზომიერი კლიმატია, საშუალოდ 14-დან 15 °C წლის განმავლობაში. იგას აუზს ტემპერატურის სადღეღამისო ცვალებადობა ახასიათებს და საშუალო ტემპერატურა 1-დან 2 გრადუსამდე ნაკლებია ვიდრე ისეს ვაკეზე. სამხრეთ მიეში, შიმას ნახევარკუნძულის სამხრეთით, წყნარი ოკეანის ზღვის თბილი ჰავაა, ხოლო ოვაზის რეგიონში ნალექების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი იაპონიისთვის. [4]

2019 წლის 31 მატრისთვის, პრეფექტურის მთლიანი ტერიტორიის 36% ბუნებრივ პარკებს ეჭირა,[5] კერძოდ:

  • ისე-შიმას ეროვნული პარკი
  • იოშინო-კუმანოს ეროვნული პარკი
  • მურო-აკამე-აოიამას კვაზი-ეროვნული პარკი
  • სუზუკას კვაზი-ეროვნული პარკი
  • აკამე იჩიშიკიოს პრეფექტურული ბუნებრივი პარკი
  • ისე-ნო-უმის პრეფექტურული ბუნებრივი პარკი
  • კაჰადაკიოს პრეფექტურული ბუნებრივი პარკი
  • ოკუისე მიიაგავაკოს პრეფექტურული ბუნებრივი პარკი
  • სუიგის პრეფექტურული ბუნებრივი პარკი

ქალაქები

რედაქტირება

მიეს პრეფექტურაში თოთხმეტი ქალაქი მდებარეობს:

  • იგა
  • ინაბე
  • ისე
  • კამეიამა
  • კუმანო
  • კუვანა
  • მაცუსაკა
  • ნაბარი
  • ოვაზა
  • შიმა
  • სუზუკა
  • ტობა
  • ცუ (დედაქალაქი)
  • იოკაიჩი

მცირე ქალაქები

რედაქტირება

ქალაქები რაიონების მიხედვით:

ინაბეს რაიონი

რედაქტირება

ტინი

კიტამურო რაიონი

რედაქტირება

კიხოკუ

კუვანის რაიონი

რედაქტირება

კისოსაკი

 
მეოტოს კლდეები ისეს ყურეში, ისე

მიეს რაიონი

რედაქტირება

ასაჰი

კავაგოე

კომონო

მინამიმუროს რაიონი

რედაქტირება

კიჰი

მიჰამა

თაკის რაიონი

რედაქტირება

მეივა

ედაი

თაკი

 
ოვასა

ვატარაის რაიონი

რედაქტირება

მინამიზა

ტაიკი

თამაკი

ვატარაი

ეკონომიკა

რედაქტირება

მიეს პრეფექტურა ტრადიციულად იყო კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ იაპონიას შორის, ძირითადად ტოკაიდოს და ისეს პილიგრიმული გზების წყალობით. აქ მზადდება ტრადიციული ნაკეთობები, როგორიცაა იგა ბრეიდი, იოკაიჩი ბანკოს კერამიკა, სუზუკას მელანი, იგას კერამიკა და ისეს კატაგამი . პრეფექტურის 65% ტყეებისგან შედგება, ასევე აქვს 1 000 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი, რამაც სატყეო და საზღვაო ინდუსტრიების გავითარებას შეუწყო ხელი.მიეში ასევე აწარმოებენ ჩაის, საქონლის ხორცს, კულტივირებული მარგალიტს და ხილს, ძირითადად მანდარინს. საკვების წარმოების კომპანიებში შედის Azuma Foods . [6]

ჩრდილოეთ მიეში მდებარეობს მრავალი საწარმოო ინდუსტრია, რომელიც ძირითადად გამოირჩევა სატრანსპორტო დანადგარების წარმოებით (მანქანები და გემები) და მძიმე ქიმიური მრეწველობით, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. გარდა ამისა, მიეს პრეფექტურა ფართოვდება უფრო მოწინავე ინდუსტრიებში, მათ შორის ნახევარგამტარებისა და თხევადკრისტალური დისპლეების წარმოებაში. სუზუკაში, ჰონდა საავტომობილო კომპანია ინარჩუნებს 1960 წელს დაარსებულ ქარხანას, რომელიც აშენებს Honda Civic- ს, ისევე როგორც სხვა მანქანებს.

დემოგრაფია

რედაქტირება
მიეს პრეფექტურის დემოგრაფია (2014 წლის მდგომარეობით) [7]
მთლიანი მოსახლეობა 1,820,491
მამაკაცის მოსახლეობა 886.362
ქალი მოსახლეობა 934,129
15 წლამდე ასაკის მოსახლეობა 240,263
მოსახლეობა 15-დან 64 წლამდე 1,076,257
64 წელს გადაცილებული მოსახლეობა 491.779
შინამეურნეობები 721 344
მოსახლეობის სიმჭიდროვე (კმ 2 ) 315.3

უნივერსიტეტები

რედაქტირება

იოკაიჩის უნივერსიტეტი

იოკაიჩის საექთნო და სამედიცინო მომსახურების უნივერსიტეტი

სუზუკას საერთაშორისო უნივერსიტეტი

სუზუკას სამედიცინო მეცნიერების უნივერსიტეტი

სუზუკას ეროვნული ტექნოლოგიური კოლეჯი

მიეს უნივერსიტეტი

მიეს პრეფექტურალური საექთნო კოლეჯი

მაცუსაკა

რედაქტირება

მიე ჩუკიოს უნივერსიტეტი

 
გოზაიშოს მთა და საბაგირო გზა კომონოში

კოგაკკანის უნივერსიტეტი

ტობას საზღვაო ტექნოლოგიის ეროვნული კოლეჯი

ღირსშესანიშნავი ადგილები

რედაქტირება

ისეს დიდი სალოცავი - იაპონიის ყველაზე წმინდა შინტოისტური სალოცავი.

ცუბაკის დიდი სალოცავი - იაპონიის უძველესი შინტოისტური სალოცავი.

კუმანო-კოდო - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი . სამხრეთ მიის უძველესი გზა, რომელსაც ოდესღაც მომლოცველები იყენებდნენ.

იგა-უენო - ნინძების სამშობლო და იგა ნინძას მუზეუმის სახლი.

ისე-შიმას ეროვნული პარკი

იოშინო-კუმანოს ეროვნული პარკი

საკაკიბარა ონსენ - ცნობილი ონსენი ცუს მახლობლად. 

იუნოიამა ონსენი - ცნობილი ონსენი იოკკაიჩის მახლობლად, რომელიც გოზაიშოს მთაზე მდებარეობს .

ნაგაშიმას სპა-ლენდი - იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი პარკი, მდებარეობს კუვანაში.

მიკიმოტოს მარგალიტის კუნძული - მუზეუმი ტობაში, რომელიც ეძღვნება კაკიჩი მიკიმოტოს, მარგალიტის კულტივაციის გამომგონებელს.

სუზუკას ცირკუიტი - იაპონიის ყველაზე ცნობილი საავტომობილო სარბიელი.

საიკა - ჰეიანის საიმპერატორო რეზიდენციის ადგილი, თანამედროვე მუზეუმით და რეკონსტრუირებული ჰეიანის შენობით.

კანონჯის ტაძრის მახლობლად შეგიძლიათ ნახოთ დიდი ზღარბი სონიკის ქანდაკება, რომელიც სათამაშო პუბლიკაციების განხილვის თემა იყო. [8]

დაძმობილებული შტატები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Mie prefecture" in Japan Encyclopedia, p. 628 Google წიგნებში; "Kansai" in Japan Encyclopedia, p. 477 Google წიგნებში
  2. Nussbaum, "Tsu" in Japan Encyclopedia, p. 995 Google წიგნებში
  3. Nussbaum, "Provinces and prefectures" in Japan Encyclopedia, p. 780 Google წიგნებში
  4. 4.0 4.1 Mie Prefecture homepage: Mie's Geography and Climate (pdf). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-20. ციტირების თარიღი: 2020-11-18. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "pref.mie.jp" defined multiple times with different content; $2
  5. 自然公園都道府県別面積総括 [General overview of area figures for Natural Parks by prefecture] (PDF) (in Japanese). Ministry of the Environment. Retrieved 21 July 2019.
  6. "Azuma Foods Co., Ltd.|Company Profile". დაარქივებული 2012-09-01 საიტზე Wayback Machine. Azumafoods.co.jp. Retrieved 2012-07-13.
  7. Mie Prefecture Homepage: Key Statistics
  8. Morrissy, Kim. "Mysterious Sonic the Hedgehog Statue in Japanese Mountains Gets Refurbished". Anime News Network. Retrieved 26 October 2020.