მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი — ჩაის ერთ-ერთი ნაირსახეობა; იძლევა ღია მომწვანო-ყვითელი ფერის, ძლიერი არომატისა და მომწარო-მწკლარტე გემოს მქონე ნაყენს. მწვანე ჩაის დამზადების ტექნოლოგიაში ამოღებულია ღნობისა და ფერმენტაციის პროცესები, რაც განაპირობებს მის დამახასიათებელ თვისებებს. შავ ჩაისთან შედარებით, მწვანე ჩაი იწვევს ადამიანის ორგანიზმის მოქმედების მეტად აღგზნებას. შეიცავს 12-დან 18,6 %-მდე სათრიმლავ ნივთიერებას (ტანიდებს), დაახლ. 1,5 % კოფეინს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მწვანე ჩაი
- მწვანე ჩაი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- NCCIH — მწვანე ჩაის გვერდითი ეფექტები და გაფრთხილებები