ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიგის პრეფექტურა (იაპ. 滋賀県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კანსაის რეგიონში, ჰუნძულ ჰონსიუზე.[1] სიგის პრფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1,412,916 ადამიანს (2015 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით) და მას 4,017 კვადრატული კილომეტრის ფართობი უჭირავს. სიგის პრეფექტურას ესაზღვრება: ფუკუის პრეფექტურა - ჩრდილოეთით, გიფუს პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიეს პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით და კიოტოს პრეფექტურა - დასავლეთით.

სიგის პრეფექტურა
滋賀県
პრეფექტურის მდებარეობა სიგის პრეფექტურა
სიგის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კანსაი
კუნძული ჰონსიუ
კოორდინატები 35°07′ ჩ. გ. 136°04′ ა. გ. / 35.117° ჩ. გ. 136.067° ა. გ. / 35.117; 136.067
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი ოცუ
ISO 3166-2:JP JP-25
სტატისტიკა
ფართობი 4 017.38 კმ² (38)
მოსახლეობა (2015)
     სულ 1 412 916 ად. (28)
     სიმჭიდროვე 350 ად./კმ²
რაიონი 3
მუნიციპალიტეტი 19
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Acer palmatum
ყვავილი Rhododendron metternichii var. hondoense
ფრინველები Tachybaptus ruficollis
ადმინისტრაცია
გუბერნატორი ტაიზო მიგაზუკი
ოფიციალური საიტი (იაპონური)

სიგის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ოცუა. სხვა მსხვილ ქალაქებს შორისაა: კუსაცუ, ნაგაჰამა და ჰიგაშიომი.[2] სიგას პრეფექტურა აკრავს ბივას ტბას, რომელიც უდიდესი მტკნარი წყლის ტბაა იაპონიაში.პრეფექტურის მთლიანი მიწის 37% ბუნებრივ პარკებადაა გამოცხადებული. ეს პროცენტული მაჩვენებელი იაპონიის პრეფექტურებს შორის ყველაზე მაღალია. პრეფექტურის სამხრეთ ნახევარი მდებარეობს ყოფილ დედაქალაქ კიოტოს მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს დიდი კიოტოს მეტროპოლიტენის ნაწილს. კიოტოს მეტროპოლიტენი სიდიდით მეოთხეა იაპონიაში. სიგის პრეფექტურა ცნობილია: ომის ხორცით, მთა ომის რვა ხედით, ჰიკონეს ციხესიმაგრით და იაპონიის ეროვნული საგანძურის ოთხი ძეგლიდან ერთ-ერთით.

პრეფექტურალური სისტემის დამყარებამდე სიგა ცნობილი იყო როგორც ომის პროვინცია ან გოში. [3] ომი იყო ნარასა და კიოტოს მეზობელი, დასავლეთ და აღმოსავლეთ იაპონიის შეერთების ადგილი. 667–672 წლებში იმპერატორმა ტენძიმ დააარსა სასახლე ოცუში. 742 წელს იმპერატორმა შამუმ დააარსა სასახლე შიგარაკში . ადრეულ ჰეიანის პერიოდში დაარსდა ენრიაკუ-ჯი, ტენდაის ცენტრი, ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ძველი კიოტოს ტერიოტირიასთან ერთად.

შუა საუკუნეებში, როდესაც სასაკის კლანი მართავდა ომის, მმართველობა როკკაკუს, კიოგოკუს და აზაის კლანების ხელშიც გადავიდა. 1570-იან წლებში ოდა ნობუნაგამ დაიპყრო ომი და ააშენა აზუჩის ციხე ბივას ტბის აღმოსავლეთ სანაპიროებზე 1579 წელს. ტოდო ტაკატორა, გამო უჯისატო, ოიჩი, იოდო-დონი, ოჰაცუ და ოეიო ომის დამახასიათებელ ადგილებს წარმოადგენდა სენგოკუსპერიოდში . იმ დროს, ნინძები კოკაში ძალიან პოპულარულები იყვნენ.

2015 წელს სიგის გუბერნატორმა ტაიზო მიკაზუკიმ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ჰკითხეს, ხომ არ თვლიან საჭიროდ პრეფექტურის სახელის შეცვლას, რაც ნაწილობრივ მის ტურისტულად მნიშნველოვან ქალაქად ჩამოყალიბებაზე მოახდენს გავლენას.

 
სიგის პრეფექტურაში მდებარე ბივას ტბას სატელიტური ფოტო

გეოგრაფია

რედაქტირება

სიგას ესაზღვრება ფუკუის პრეფექტურა ჩრდილოეთით, გიფუს პრეფექტურა აღმოსავლეთით, მიეს პრეფექტურა სამხრეთ-აღმოსავლეთით და კიოტოს პრეფექტურადასავლეთით.

იაპონიის უდიდესი ტბა ბივა ამ პრეფექტურის ცენტრში მდებარეობს. მას უკავია პრეფექტურის ტერიტორიის ერთი მეექვსედი. მდინარე სეტა ტბა ბივადან გამოედინება და კიოტოსთან ოსაკას ყურეში ჩაედინება . ეს ერთადერთი ბუნებრივი მდინარეა, რომელიც ტბიდან გამოდის. სხვა ბუნებრივი მდინარეების უმეტესობა ტბაში ჩაედინება. ბივას ტბის გარშემო ბევრი ლაგუნა იყო, მაგრამ მათი უმეტესობა 1940-იან წლებში განადგურდა. გადარჩენილ ლაგუნებს შორისაა ვეტლანდი (水郷) რომელიც ომიჰაშიმანში მდებარეობს. ლაგუნა 2006 წელს შეირჩა პირველ მნიშვნელოვან კულტურულ ლანდშაფტად .

ტბა პრეფექტურას ოთხ ნაწილად ჰყოფს: კოჰოკუ (湖北ტბის ჩრდილოეთით), კოსეი (湖西, ტბის დასავლეთით) კოტო (湖東, ტბაის აღმოსავლეთით) და კონან (湖南, ტბის სამხრეთით).

ვაკე გადაჭიმულია ბივას ტბის აღმოსავლეთ სანაპირომდე. პრეფექტურას გარს არტყავს ჰირას მთები და მთა ჰიეი დასავლეთით, იბუკის მთები ჩრდილო-აღმოსავლეთით და სუზუკას მთები სამხრეთ-აღმოსავლეთით. მთა იბუკი არის ყველაზე მაღალი მთა სიგაში. იოგოში მდებარეობს მცირე ზომის ტბაც. [4]

სიგას კლიმატი მკვეთრად განსხვავდება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სამხრეთ შიგა, როგორც წესი, თბილია, მაგრამ ჩრდილოეთი შიგა, როგორც წესი, ცივია, რომელიც გამორჩეულია მაღალი თოვლით და მრავალი სათხილამურო მოედნით. ნაკანოკავაჩიში (სიგის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სოფელი), თოვლმა 5.6 მეტრს მიაღწია 1936 წელს. [5]

2014 წლის 1 აპრილის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი მიწის 37% ბუნებრივ პარკებად იყო გამოცხადებული (ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი პრეფექტურებს შორის). აქ მდებარეობს ბივაკოს და სუზუკას კვაზი-ეროვნული პარკები; და კოტუს, კუცუკი- კაცურაგავას და მიქამი- ტანაკამი-შიგარაკის პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [6]

 
სიგისს პრეფექტურის რუკა

     ქალაქი     მცირე ქალაქი

ქალაქები

რედაქტირება

სიგის პრეფექტურაში ცამეტი ქალაქი მდებარეობს:

  • ჰიგაშიომი
  • ჰიკონე
  • კოკა
  • კონანი
  • კუსაცუ
  • მაიბარა
  • მორიამა
  • ნაგაჰამა
  • ოცუ (დედაქალაქი)
  • ემიჰაჩიმან
  • რიტტო
  • ტაკაშიმა
  • იასუ
 
პრეფექტურის მთავრობის შენობა ოცუში

პოლიტიკა

რედაქტირება

შიგას ამჟამინდელი გუბერნატორია ტაიზა მიქაზუკი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი( DPJ, მე -3 ოლქი), რომელიც აირჩიეს 2014 წლის ივლისში გუბერნატორ იუკიკო კადას ნაცვლად . 2018 წლის ივნისში, იგი აირჩიეს მეორე ვადით, რა დროსაც მას მხოლოდ ერთი, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ოპონენტი ჰყავდა. [7] [8] [9]

 
საგავას ხელოვნების მუზეუმი

ეკონომიკა

რედაქტირება

კულტურულ ტერიტორიებს პრეფექტურის თითქმის მეექვსედი უკავია. ბრინჯი ძირითადი კულტურაა: სამეურნეო სავარგულების 90 პროცენტზე მეტი ბრინჯის მინდვრებს უჭირავს. მეურნეობების უმეტესობა მცირეა, რომლებსაც მხოლოდ მცირედი შემოსავალი აქვთ. ფერმერების უმეტესობა დამოკიდებულია სხვა წყაროებიდან მიღებულ შემოსავალზე. აღმოსავლეთ სიგა ცნობილია მესაქონლეობით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი სიგა - მწვანე ჩაით . ბივას ტბაზე, ზოგი ადამიანი თევზაობითა და მტკნარი წყლის მარგალიტის მოპოვებით არის დაკავებული.

1960-იანი წლებიდან სიგაში ვითარდება ინდუსტრია, შენდება მსხვილი ქარხნები, რომლებიც ეკუთვნის ისეთ კომპანიებს, როგორიცაა IBM Japan, Canon, Yanmar Diesel, Mitsubishi და Toray . კაბინეტის ოფისის სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს, წარმოების სექტორი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 35,4%-ს, რაც ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია იაპონიაში. [10] ტრადიციული ინდუსტრიები მოიცავს ქსოვილებს, შიგარაკის ნაკეთობებს, ბუცუდანს ჰიკონეში და ნაგაჰამაში და მედიკამენტებს კოკაში.

 
ტბა ბივას აკვარიუმ-მუზეუმი

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობა კონცენტრირებულია ქალაქ ოცუში, ბივას ტბის სამხრეთ სანაპიროზე (კიოტოს მიმდებარე ტერიტორია) და ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა კუსაცუ და მორიამა. ტბის დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებზე მეტწილად სოფლები და კურორტებია ორიენტირებული, თეთრი ქვიშის პლაჟებით. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ბრაზილიელი დასახლდა სიგაში, ახლო მდებარე ქარხნებში სამუშაოდ. სიგაში 25 040 უცხოელი ცხოვრობს, ხოლო 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, უცხოელთა 30% ბრაზილიელი იყო. [11]

დაძმობილებული შტატები

რედაქტირება

სიგას აქვს თანამშრომლობითი ხელშეკრულებები გაფორმებული სამ შტატთან, ესენია: [12]

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Shiga-ken" in Japan Encyclopedia, p. 853 Google წიგნებში; "Kansai" at Japan Encyclopedia, p. 477 Google წიგნებში.
  2. Nussbaum, "Ōtsu" at Japan Encyclopedia, p. 765 Google წიგნებში.
  3. Nussbaum, "Provinces and prefectures" at Japan Encyclopedia, p. 780 Google წიგნებში.
  4. Shiga Prefecture. 余呉湖・天女の衣掛柳 დაარქივებული 2016-07-31 საიტზე Wayback Machine. [Lake Yogo - a willow hung a celestial robe] (in Japanese). Retrieved 2011-05-13.
  5. Encyclopedia Shiga. p436.
  6. General overview of area figures for Natural Parks by prefecture.
  7. Shiga prefectural government: Governor's office (Japanese, English machine translation available by clicking "Foreign Language")
  8. The Japan Times, July 14, 2014: LDP candidate flounders in Shiga governor race, retrieved August 1, 2019.
  9. NHK Senkyo Web, June 24, 2018: 2018滋賀県知事選, retrieved August 1, 2019.
  10. Shiga Prefecture.滋賀県の紹介(滋賀県なんでも一番) დაარქივებული 2018-10-06 საიტზე Wayback Machine. [Introduction of Shiga prefecture; Best scores of Shiga] (in Japanese). Retrieved 2011-05-08.
  11. Shiga Prefecture. 滋賀県内の外国人人口 დაარქივებული 2017-12-18 საიტზე Wayback Machine. [The number of foreigners in Shiga Prefecture] (in Japanese). Retrieved 2017-11-07.
  12. Shiga Prefecture.滋賀県の紹介(滋賀県の国際交流 姉妹・友好都市) დაარქივებული 2017-11-08 საიტზე Wayback Machine. [Introduction of Shiga prefecture; International exchanges of Shiga, friendship sister cities] (in Japanese). Retrieved 2010-11-25.