ფუკუის პრეფექტურა
ფუკუის პრეფექტურა (იაპ. 福井県) — იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს ტიუბუს რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] ფუკუის პრეფექტურის მოსახლეობა 778 943 ადამიანს შეადგენს (2017 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და უკავია 4 190 კვ. კმ.-ის ფართობი. ფუკუის პრეფექტურას ესაზღვრება: ისიკავას პრეფექტურა - სამხრეთით, გიფუს პრეფექტურა - აღმოსავლეთით, შიგას პრეფექტურა - სამხრეთით და კიოტოს პრეფექტურა - სამხრეთ-დასავლეთით.
ფუკუის პრეფექტურა 福井県 | |
---|---|
ფუკუის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტიუბუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 35°59′ ჩ. გ. 136°11′ ა. გ. / 35.983° ჩ. გ. 136.183° ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | ფუკუი |
ISO 3166-2:JP | JP-18 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 4 190.49 კმ² (34) |
მოსახლეობა | (2017) |
სულ | 778 943 ად. (43) |
სიმჭიდროვე | 185.95 ად./კმ² |
რაიონი | 7 |
მუნიციპალიტეტი | 17 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Pinus |
ყვავილი | Narcissus tazetta |
ფრინველები | Turdus naumanni |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ტაცუჯი სუგიმოტო |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
ფუკუის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ფუკუია. პროვინციის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორის შედის: საკაი, ეჩიძენი და საბაე.[2] ფუკუის პრეფექტურა მდებარეობს იაპონიის ზღვის სანაპიროზე და არის იაპონიის ისტორიული ჰოკურიკუს რეგიონის ნაწილი. მახუდაირას კლანი, ძლიერი სამურაების კლანი იყო ედოს პერიოდში, რომელიც იაპონური თავადაზნაურობის ნაწილი გახდა მეიჯის რესტავრაციის შემდეგ. მათი სათაო ოფისი იყო ფუკუის სასახლეში, თანამედროვე პრეფექტურული ოფისების ადგილზე მდებარეობდა. ფუკუის პრეფექტურაში მდებარეობს კიდადანის წარმონაქმნი, იჩიჯადანის ასაკურას ოჯახის ისტორიული ნანგრევები და ტაჯინბოს კლდეები.
პრეისტორია
რედაქტირებაკიტადანის დინოზავრის კარიერზე, მდინარე სუგიამაზე, კაცუიამის ქალაქის საზღვრებში, აღმოჩენილია ცხოველები, როგორიცაა: ფუკუირაპტორი, ფუკუაზაური, ნიპონოსაური, კოშიასაური, ფუკუივენატორი, ფუკუიტიანი და ტამბატიტანისი, ასევე უსახელო დრომეოსაურიდი.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად ფუკუი შედგებოდა ვაკასასა და ეჩიზენის ძველი პროვინციებისგან, სანამ 1871 წელს ფრეფექტურა არ ჩამოყალიბდებოდა.[3]
ედოს პერიოდში რეგიონის დაიმიო ერქვა მაწუდაირას და იყო ტოკუგავა იეიასუს შთამომავალი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ფუკუი ძლიერ დაიბომბა და მისი სასახლე, ფუკუის ციხე, რომელიც თხრილით იყო გარშემორტყმული, დაანგრიეს. ფუკუის პრეფექტურის მთავრობის თანამედროვე შენობები სწორედ ამ ისტორიული ციხის ადგილზეა აშენებული.
გეოგრაფია
რედაქტირებაფუკუის გასასვლელი აქვს იაპონიის ზღვაზე. მისი ტერიტორია მთებსა და ზღვას შორის ვიწრო ვაკეებითაა დაფარული. ფუკუის აღმოსავლეთი ნაწილი კი - (ყოფილი ეჩიზენი) უფრო ფართო ვაკეებით ხასიათდება, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. პროვინცია მდებარეობს იაპონიის „თოვლის ქვეყანაში“.
2008 წლის 31 მარტის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი მიწის 15% ბუნებრივ პარკების ეკავა, კერძოდ ჰაკუსანის ეროვნული პარკი; ეჩიზენ-კაგა კაიგანი და ვაკასა ვან ეროვნული პარკები; ასევე ოქუეცუ კიგენის პრეფექტურული ბუნებრივი პარკი.
ქალაქები
რედაქტირებაფუკუის პრეფექტურაში ცხრა ქალაქი მდებარეობს:
- ავუარა
- ეჩიძენი
- ფუკუი (დედაქალაქი)
- კაცუიამა
- ობამა
- ონო
- საბაე
- საკაი
- ცურუგა
ეკონომიკა
რედაქტირებასაბაე ცნობილია იაპონიის შიდა ბაზრის სათვალეების 90%-ის წარმოებით.
არსებობს რამდენიმე ბირთვული ელექტროსადგურები ვასაკას ყურის გასწვრივ, ცურუგაში. აქედან ენერგია კეიჰანშინის მეტროპოლიტენს მეწოდება. ელექტროსადგურს აქვს 14 რეაქტორი, რომელთა უმეტესობაც პრეფექტურაში.[4]
დემოგრაფია
რედაქტირებაფუკუი იაპონიის ერთ-ერთი ნაკლებად დასახლებული პრეფექტურაა; 2015 წლის სექტემბერში დაახლოებით 785,508 ადამიანი ცხოვრობდა 281,394 ოჯახში. იაპონიის უმეტესი ნაწილის მსგავსად, ფუკუის პრეფექტუაშიც შეინიშნება მოსახლეობის დაბერებისა და შემცირების პრობლემა. 2015 წლის ივლისში პრეფექტურის მოსახლეობის 28,6% 65 წელს გადაცილებული იყო და მოსახლეობა 2.6%-ით შემცირდა 2010 წლის ოქტომბრის ეროვნული აღწერის მონაცემთან შედარებით (806,000).
კულტურა
რედაქტირებაიჩიჯოდანის ოჯახის ისტორიული ნანგრევები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია იაპონიაში.
ეჰეი-ჯი არის ტაძარი, რომელიც ბუდისტ ბერებს გადამზადებასა და განათლების მიღებას სთავაზობს. ის დოგენ ზენჯიმ დააარსა 1244 წელს. ეიჰეი-ჯი მდებარეობს მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 33 ჰექტარია.
მიოცუ ჯის სამსართულიანი პაგოდა და მთავარი დარბაზი იაპონიის ეროვნული საგანძურია .
ფუკუიში მდებარეობს მარუოკას ციხე, იაპონიის უძველესი ციხე, რომელიც არ დანგრეულა. იგი აშენდა 1576 წელს.
ფუკუიში აღმოჩენილია დინოზავრების ნამარხები, რომლებიც ფუკუის პრეფექტურალური დინოზავრის მუზეუმშია განთავსებული .
ფუკუის პრეფექტურის მაცხოვრებლებს აქვთ გამორჩეული აქცენტი, ფუკუი-ბენი.
ფუკუი დიდი ხანია იაპონიაში (კიოტოსთან ერთად) ქაღალდის დამზადების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. მისი ეჩიძების ქაღალდის დამზადების კორპორაცია არის მსოფლიოში ცნობილი ქაღალდის მწარმოებელთა კოლექცია, რომელიც ამზადებს ქაღალდს ტრადიციულ ეჩიძენურ სტილში.
ფუკუი ასევე ცნობილია სუფთა წყლითა და კერძებით, განსაკუთრებით საკეს, ბრინჯით და სობას მაკარონებით.
2010 წლის აგვისტოში ფუკუიმ შექმნა საკუთარი გაცნობითი სახის ვებგვერდი, სახელწოდებით ფუკუის ქორწინება-ნადირობის კაფე, იმ იმედით, რომ იაპონიის მოსახლეობის შემცირებას აღმოფხვრიდნენ. წყვილები, რომლებიც საიტზე იცნობენ ერთმანეთს და ოჯახდებიან, მთავრობისგან იღებენ ფულად დახმარებას და საჩუქრებს.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირებაუნივერსიტეტი
რედაქტირებაფუკუის უნივერსიტეტი
ფუკუის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ფუკუის პრეფექტურის უნივერსიტეტი
ჯინ-აი უნივერსიტეტი
ტრანსპორტირება
რედაქტირებაგზა
რედაქტირებაჩქაროსნული მაგისტრალები
რედაქტირებაჰოკურიკუს ჩქაროსნული მაგისტრალი
მაიზურუ-ვაკასას ჩქაროსნული მაგისტრალი
ჩუბუ ჯუკანის ჩქაროსნული გზა
მიქატა ტბის ცისარტყელას გზა
ჰუნჯის მთის ფასიანი გზა
ეროვნული გზატკეცილიები
რედაქტირებამარშრუტი 8
მარშრუტი 27
მარშრუტი 157
მარშრუტი 158
მარშრუტი 161
მარშრუტი 162
მარშრუტი 303
მარშრუტი 305
მარშრუტი 364
მარშრუტი 365
მარშრუტი 367
მარშრუტი 416
მარშრუტი 417
მარშრუტი 418
მარშრუტი 476
პორტი
რედაქტირება- ცურუგას პორტი - საბორნე მარშრუტებს ანხორციელებს ნიგატას, აკიტას, ტომაკომაის, ოთარუს და საერთაშორისო გადაზიდვების სახით.
- ფუკუის პორტი
ტურიზმი
რედაქტირებაიჩიჯოდანი ასაკურას ოჯახის ისტორიული ნანგრევები
ეიჰეი-ჯი ტაძარი
ტოჯინბო, სანაპირო ზოლის ნაწილი, რომელიც ასევე თვითმკვლელობისთვის ცნობილი ადგილია.
ეჩიძენი კრაბსი ადგილობრივი დელიკატესია მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზამთრობით.
კიდევ ერთი ტრადიციული ზღვის ფუკუიური კერძი არის ჟენჟი, პატარა გუპის მსგავსი თევზი, რომელსაც ნედლად მიირთმევენ, საშიმის მსგავსად. კერძი სხეულს ხანძრის შეგრძნებას ანიჭებს.
ავარა ცნობილი ონსენია პრეფექტურის ჩრდილოეთით.
ტაკეფუ ჩრისანტემუმის თოჯინების გამოფენა, ტარდება ტაკეფუს ცენტრალურ პარკში, ყოველი ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით, 1952 წლიდან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Fukui-ken" in Japan Encyclopedia, p. 217 Google წიგნებში; "Chūbu" Japan Encyclopedia, p. 126 Google წიგნებში.
- ↑ Nussbaum, "Fukui" in Japan Encyclopedia, p. 217 Google წიგნებში.
- ↑ Nussbaum, "Provinces and prefectures" in Japan Encyclopedia, p. 780 Google წიგნებში.
- ↑ Fujioka, Chisa. "Japan anti-nuclear movement gains traction as crisis drags on". დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. Reuters. 2011-04-08. Retrieved 2014-02-07.