ისიკავის პრეფექტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისიკავა — პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს დასავლეთ სანაპიროზე. ფართობი 4,2 ათ. კმ2. მოსახლეობა 1.173.994 კაცი (2005), მ. შ. დაახლოებით 65% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. კანაძავა. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და მთებს. სანაპიროზე დაბლობების ვიწრო ზოლია. განვითარებულია საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის) და მანქანათსაშენი (ავტო- და ტრაქტორთმშენებლობა), აგრეთვე კვების, ხე-ტყის სახერხი, სილიკატურ-კერამიკული მრეწველობა (მ. შ. მაღალხარისხოვანი ფაიფურის წარმოება). იღებენ ფოსფორიტებს, ვერცხლს, სპილენძსა და ნავთობს. მოჰყავთ ბრინჯი. განვითარებულია მებოსტნეობა, თევზჭერა.

ლიტერატურა

რედაქტირება