ტიუბუ (იაპონ. 中部地方) — რეგიონი ცენტრალურ იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე. აერთიანებს 9 პრეფექტურას: აიტი, ფუკუი, გიფუ, ისიკავა, ნაგანო, ნიიგატა, სიძუოკა, ტოიამა და იამანასი,[1] ზოგჯერ რეგიონს მიაკუთვნებენ აგრეთვე მიეს პრეფექტურასაც.[2] ტიუბუს ესაზღვრება კანტოსა და კანსაის რეგიონები. ფართობი 72,572.34 კმ², 2010 წლის მდგომარეობით ტიუბუს რეგიონში ცხოვრობდა 21,715,822 ადამიანი. უდიდესი ქალაქია ნაგოია. იაპონიის ალპების მეშვეობით რეგიონი იყოფა ორ ნაწილად: ერთი მიმართულია წყნარი ოკეანისაკენ, ხოლო მეორე — იაპონიის ზღვისაკენ. ტიუბუს ტერიტორიაზეა იაპონიის უმაღლესი წერტილი, ვულკანი ფუძიამა (3776 მ).

რეგიონი
ტიუბუ
中部地方
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
კოორდინატები 35°53′00″ ჩ. გ. 137°57′00″ ა. გ. / 35.88333° ჩ. გ. 137.95000° ა. გ. / 35.88333; 137.95000
ფართობი 72,572.34 კმ²
მოსახლეობა 21,715,822 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 300 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+09:00
ტიუბუ — იაპონია
ტიუბუ
  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). Chūbu in Japan Encyclopedia, p. 126 Google წიგნებში
  2. Mie Prefecture homepage: About Mie (pdf). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-05-31.