იამანასის პრეფექტურა

იამანასი (იაპ. 山梨県) — პრეფექტურა იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. ფართობი 4,5 ათ. კმ2, მოსახლეობა 884.531 კაცი (2005). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კოფუ. იამანასის ცენტრალურ ნაწილში კოფუს ქვებულია, რომლის ირგვლივ მთებია: დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით — აკასის ქედი, ჩრდილოეთით — კანტოს მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ვულკანი ფუძიამა (3776 მ). იამანასი ქვეყნის მეაბრეშუმეობის ერთ-ერთი მთავარი რაიონია. მოჰყავთ ბრინჯი და ხორბალი. განვითარებულია მეხილეობა, მეცხოველეობა, მანქანათსაშენი, საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის), კვების, ხის დასამუშავებელსი, მინის მრეწველობა. მთავარი სამრეწველო ცენტრია ქალაქი კოფუ.

იამანასის პრეფექტურა

ლიტერატურა

რედაქტირება