კანტოს მთები
კანტოს მთები (იაპონ. 関東山地) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] ადმინისტრაციულად ვრცელდება გუმის, საიტამის, კანაგავის, ნაგანოსა და იამანასის პრეფექტურების ტერიტორიაზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 130 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 60 კმ-ზე. მოქცეულია კანტოს ვაკის დასავლეთით. აქვს დაახლოებით ელიფსური ფორმა. მაქსიმალური სიმაღლე 2601 მ (მთა კიტაოკუსენჯო). დასავლეთით ებმის აკაიშის ქედს. კანტოს მთები აგებულია პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ქანებით. განვითარებულია ჰიდროგრაფიული ქსელი. გაშენებულია ხელოვნური ტყეები.[1]
კანტოს მთები | |
---|---|
კოორდინატები: 35°52′ ჩ. გ. 138°40′ ა. გ. / 35.867° ჩ. გ. 138.667° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
უმაღლესი წერტილი | კიტაოკუსენჯო |
სიმაღლე | 2601 მ |
სიგრძე | 130 კმ |
სიგანე | 60 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კანტოს მთები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Kantō Mountains | Encyclopedia Nipponica www.kotobank.jp