იაპონიის ალპები
იაპონიის ალპები (იაპონ. 日本アルプス) — ჰიდის, კისოსა და აკაისის ქედების კრებითი სახელწოდება იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე. მაქსიმალური სიმაღლე 3193 მ (მთა კიტა). ვულკანებიდან მნიშვნელოვანია ონტაკე (3067 მ). არის 7 მყინვარი.[1] ჰიდის ქედზეა ტიუბუ-სანგაკუს ეროვნული პარკი, ხოლო აკაისის ქედზე მინამის ალპების ეროვნული პარკი. განვითარებულია თხილამურებით სრიალი და ალპინიზმი.[2] სახელწოდება „იაპონიის ალპები“ მარტოოდენ ჰიდის მთების აღსანიშნავად შემოიღი ინგლისელმა არქეოლოგმა უილიამ გოულანდმა, ხოლო გაავრცელა ინგლისელმა მისიონერმა უოლტერ უესტონმა, რომლის მემორიალური დაფა განლაგებულია კამიკოტის ხეობაში, ჰიდის მთებში. ამჟამად ტერმინი კისოსა და აკაისის ქედებზეც ვრცელდება.[3]
იაპონიის ალპები | |
---|---|
აკაისის ქედი | |
კოორდინატები: 35°40′27″ ჩ. გ. 138°14′12″ ა. გ. / 35.67417° ჩ. გ. 138.23667° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
უმაღლესი წერტილი | კიტა |
სიმაღლე | 3193 მ |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 北アルプス唐松沢を氷河に認定 流動を確認、国内7番目
- ↑ Japanese Alps | Encyclopedia Britannica www.britannica.com
- ↑ John Morris. Traveller from Tokyo, London, The Cresset Press, 1943