ონტაკე
ონტაკე — სიმაღლით მეორე ვულკანი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. ადმინისტრაციულად მდებარეობს გიფუსა და ნაგანოს პრეფექტურების საზღვარზე,[1] ქალაქ ნაგოიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კმ-ში, დედაქალაქ ტოკიოდან დასავლეთით დაახლოებით 200 კმ-ში. სიმაღლე 3067 მ.[2]
ონტაკე | |
---|---|
ონტაკე | |
კოორდინატები: 35°53′34″ ჩ. გ. 137°28′49″ ა. გ. / 35.89278° ჩ. გ. 137.48028° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
სიმაღლე | 3067 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2014 წლის 27 სექტემბერი |
აქტიური სტრატოვულკანია. ზამთარში თოვლით არის დაფარული. არის 5 კრატერული ტბა, რომელთაგან ერთი — ნი-ნო-იკე ზღვის დონიდან 2905 მ სიმაღლეზეა და იაპონიის უმაღლესი მთის ტბაა. ფერდობები ტყითაა შემოსილი. პოპულარული ტურისტული ობიექტია. ონტაკე — წმინდა მთაა.
ადრე ონტაკე ჩამქრალ ვულკანად მიაჩნდათ, თუმცა 1979 წლის ოქტომბერში მომხდარმა ამოთხევებმა სიტუაცია შეცვალა, როდესაც ვულკანმა მთლიანობაში 200,000 ტონა ფერფლი ამოაფრქვია. 1984 და 1991 წლებში მოხდა უმნიშვნელო ამოფრქვევები. შედარებით მნიშვნელოვანი იყო 2007 წლის ამოფრქვევა.[3]
უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2014 წლის 27 სექტემბერს. 5 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 313 ვულკანური მიწისძვრა.[4] სტიქიის ზონაში 250-მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი, თუმცა მაშველებმა მათი უმეტესობის გადარჩენა მოახერხეს. ამასთან, მაშველებმა იმ ალპინისტებს მიაკვლიეს, რომლებიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დაკარგულად მიიჩნეოდნენ.[5] ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი[6] და 8 დაშავდა.[7]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ონტაკე — ენციკლოპედია ბრიტანიკა(ინგლისური)
- ↑ ონტაკე — გლობალური ვულკანიზმის პროგრამა დაარქივებული 2014-10-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ Giappone: erutta il vulcano Ontake, si contano un morto e oltre 30 feriti gravi იტალიური. TGcom24.
- ↑ ვულკანის ამოფრქვევამ 30 ალპინისტი იმსხვერპლა
- ↑ იაპონიაში ვულკანი ონტაკე ამოიფრქვა
- ↑ იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დადასტურდა ოთხი ადამიანის გარდაცვალება. Газета.Ru (2014-09-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-28. ციტირების თარიღი: 2014-09-28.
- ↑ იაპონიაში ვულკანი ონტაკე იფრქვევა: 8 ადამიანი დაშავდა, თვითმფრინავები იცვლიან მარშრუტს. NEWSru.com (2014-09-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-28. ციტირების თარიღი: 2014-09-28.