Sonic the Hedgehogვიდეო თამაშების სერია პლატფორმერის ჟანრში შექმნილი ჯგუფ Sonic Team-ის მიერ, კომპანია Sega-ში. სერიის პირველი თამაში, Sonic the Hedgehog, გამოუშვეს 1991 წელს, ექსკლუზიურად Sega Mega Drive-სთვის. 2010 წელს მსოფლიოში გაიყიდა სონიკის სერიების 70 მილიონი ასლი.[1]

ვიდეო თამაშები

რედაქტირება

თამაშების თითქმის ყველა სერიაში სონიკი არის მთავარი გმირი. მან უნდა გადაარჩინოს მსოფლიო სხვადასხვა საფრთხისაგან, ძირითადად, მთავარი მეტოქე დოქტორ ივო რობოტნიკისგან. რობოტნიკის მიზანია მართოს მსოფლიო და შექმნას ეგმანლენდი. ამის მისაღწევად ის ცდილობს გაანადგუროს სონიკი და ხელში ჩაიგდოს "ქაოსის ზურმუხტები"

პირველი ოთხი სონიკის თამაში, გამოშვებული სეგა მეგა დრაივისთვის 1991–სა და 1994 წელს შორის არის:

Sonic the Hedgehog პირველად შეიქმნა Mega Drive/Genesis–ისთვის, მაგრამ პერსონაჟი ასევე იყო 8-bit Sega Master System–სა და Sega Game Gear–ის ფორმატზე. მოგვიანებით, თამაშებს ძირითადად უშვებდნენ არა Master system-ისთვის, არამედ Game Gear–ისთვის.

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2010-06-06.