Master System
Sega Master System (იაპ:セガマスターシステム) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1985 წელს, როგორც Sega Mark III, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცეს ახალი დიზაინით Master System-ის სახელით 1986 წელს, ევროპაში — 1987 წელს, ხოლო ბრაზილიაში — 1989 წელს. ეს უკანასკნელი, ასევე გამოვიდა იაპონიაში 1987 წელს. ორივე მოდელს შეეძლო სათამაშო კარტრიჯისა და სეგას ბარათის (ინგლ. Sega Card) წაკითხვა. (Master System II-ს და შემდგომ მოდელებს არ გააჩნდათ ბარათის სლოტები). კონსოლს ჰქონდა სხვადასხვა აქსესუარების მხარდაჭერა, მათ შორის — სინათლის თოფის და 3D სათვალეების, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად კოდირებული თამაშების სათამაშოდ.
Sega Master System Sega Mark III | |
---|---|
| |
ზედა: ამერიკული და ევროპული Master System შუა: იაპონური Sega Mark II ქვედა: PAL Master System II | |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 20 ოქტომბერი, 1985 (Mark III)[1][2] ჩრდ.ამ. სექტემბერი, 1986[3] იაპ ოქტომბერი, 1987[2][4] ევრ 1987 ბრაზ 1989 KOR 1989 |
საცალო გაყიდვაში |
1985-დღემდე ჩრდ.ამ. 1989-92 |
თავდაპირველი ფასი | ¥16,800, $200, £99 |
შეწყდა |
ჩრდ.ამ. 1992 |
გაიყიდა |
მსოფლიო: 10-13 მილიონი (ბრაზილიის გამოკლებით)[5][6] იაპონია:1 მილიონი (1986 წლის მონაცემით).[7] აშშ: 2 მილიონი (1993-ის მონაცემით)[8] ევროპა:6.8 მილიონი (1993-ის მონაცემით)[9] ბრაზიალია:8 მილიონი (2016-ის მონაცემით)[10] |
მედია | სათამაშო კარტრიჯი, სეგას ბარათი |
პროცესორი | Zilog Z80 @ 4 მჰც |
მეხსიერება | 8 კბაიტი RAM, 16 კბაიტი |
მეხსიერების საცავი | Sega Card |
მონიტორი | 256 × 192 გაფართოება |
ხმა | Texas in struments SN76489 |
შეტანა | კონტროლერის 2 პორტი |
წინა | SG-1000 |
შემდეგი | Sega Mega Drive |
დაკავშირებული სტატიები | Sega Game Gear |
კონსოლის საწყისი ფასი იაპონიაში იყო ¥15,000,[1] ჩრდილო ამერიკაში — $200, ხოლო ევროპაში — £99. როგორც ნაწილი მესამე თაობის კონსოლებისა, Master System კონკურენციას უწევდა Nintendo Entertainment System-ს (NES). ის ტექნიკური თვალსაზრისით, NES-თან შედარებით მძლავრი იყო,[11]თუმცა იაპონიისა და აშშ-ს ბაზარზე მას კონკურენცია ვერ გაუწია. ნინტენდო ჩრდილოეთ ამერიკის მთლიანი ბაზრის 86 პროცენტს იკავებდა.[12] მაგრამ ევროპასა და ბრაზილიაში მიაღწია შესამჩნევ წარმატებას. მას ბევრი საერთო გააჩნდა სეგას პორტატიულ კონსოლ Sega Game Gear-თან.[13]
სისტემა აღჭურვილი იყო Zilog Z80-ის 8 ბიტიანი პროცესორით, 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[14][15][16] 8 კბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით,16 კბაიტი ვიდეო მეხიერებით და Texas in struments SN76489-ის ხმის ჩიპით. თამაშები კონსოლზე ვრცელდებოდა ორი ფორმატით: სათამაშო კარტრიჯის და სეგას ბარათის საშუალებით. ბარათი კარტრიჯთან შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩეოდა და მოიცავდა ისეთ თამაშებს, როგორებიც არის Spy vs. Spy და Super Tennis.[17][18] თუმცა ბარათის გაყიდვები შემცირდა არასაკმარისი მეხსიერების გამო. ასევე გააჩნდა კონტროლერის 2 პორტი.[15][16]
Master System-ის საერთო გაყიდვებმა დაახლოებით 10-13 მილიონი შეადგინა (ბრაზილიის გამოკლებით), მაშინ როდესაც Nintendo Entertainment System-ის გაყიდვემბა 62 მილიონ ასლს გადააჭარბა,[5][6] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდში ნინტენდოსა და მესამე მხარის დეველოპერებს შორის არსებობდა შეთანხმება, რის საფუძველზეც მათ არ უნდა გამოეშვათ თამაშები სხვა კონსოლებზე. სეგას აშშ-ში მხარდაჭერა ჰქოდნა მხოლოდ ორი მესამე მხარის დეველოპერისგან: Activision და Parker Brothers.[17]
2009 წელს საიტმა IGN Master System დაასახელა მე-20 ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად.[19] 1988 წლის 29 ქტომბერს სეგამ გამოსცა 16 ბიტიანი რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Sega Mega Drive.[20]
გალერეა
რედაქტირება-
ამერიკული და ევროპული Master System
-
იაპონუირ Sega Mark II
-
PAL Master System II
-
Game Gear დაფუძნებული Master System-ის არქიტექტურაზე
-
Master System კონტროლერი
-
Master System-ის სინათლის პისტოლეტი
-
SegaScope 3-D სათვალეები
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sega Master System-ის მუზეუმი
- Hardwarebook.info — ტექნიკური მახასიათებლები
- SMS Power! — საიტი Master System-სა და სხვა 8 ბიტიან კონსოლების შესახებ
- Sega8Bit.com დაარქივებული 2016-04-05 საიტზე Wayback Machine. — Sega Master System-ის თამაშების მონაცემთა ბაზა და ვებ-საზოგადოება
- Console Passion — Sega Master System Games დაარქივებული 2007-11-16 საიტზე Wayback Machine. — Master System-ის თამაშები სია, მათი აღწერა და სხვა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Mark III Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
- ↑ 2.0 2.1 (2015) Gamers High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 55. ISBN 978-4-575-45554-0.
- ↑ Computer Entertainer, February 1987, page 13 31, 2014
- ↑ Master System (in Japanese). Sega Corporation. დაარქივებულია 31 მარტი, 2014.
- ↑ 5.0 5.1 Forster, Winnie (2005). The Encyclopedia of Game.Machines: Consoles, Handhelds, and Home Computers 1972–2005. Magdalena Gniatczynska, გვ. 139. ISBN 3-00-015359-4.
- ↑ 6.0 6.1 Buchanan, Levi. (20 ოქტომბერი, 2009) Genesis vs. SNES: By the Numbers. IGN. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
- ↑ Nihon Kōgyō Shinbunsha (1986). „Amusement“. Business Japan. Nihon Kogyo Shimbun. 31 (7–12): 89. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Sheff, David (1993). Game Over, 1st, New York, New York: Random House, გვ. 349. ISBN 0-679-40469-4. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2012.
- ↑ Sega Consoles: Active installed base estimates". Screen Digest. Screen Digest Ltd.: March 1995
- ↑ Azevedo, Théo. (12 მაისი, 2016) Console em produção há mais tempo, Master System já vendeu 8 mi no Brasil Portuguese. Universo Online. ციტატა: „Comercializado no Brasil desde setembro de 1989, o saudoso Master System já vendeu mais de 8 milhões de unidades no país, segundo a Tectoy.“ ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2016.
- ↑ Parkin, Simon (2 ივნისი, 2014). „A history of video game hardware: Sega Master System“. Edge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი,, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ McGill, Douglas C. (4 დეკემბერი, 1988). „Nintendo Scores Big“. The New York Times. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Buchanan, Levi. (9 ოქტომბერი, 2008) Remember Game Gear?. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-23. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2009.
- ↑ SC-3000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- ↑ 15.0 15.1 Mark III data Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2014.
- ↑ 16.0 16.1 Master System data Japanese. Sega Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2014.
- ↑ 17.0 17.1 McFerran, Damien. „Retroinspection: Master System“. Retro Gamer. London, UK: Imagine Publishing (44): 48–53. ISSN 1742-3155.
- ↑ Beuscher, David. „Sega Master System – Overview"“. AllGame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-17. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Top 25 Videogame Consoles of All Time: SEGA Master System is Number 20. IGN (2009). ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
- ↑ Sczepaniak, John (2006). „Retroinspection: Mega Drive“. Retro Gamer. London, UK: Imagine Publishing (27): 42–47. ISSN 1742-3155.