Sega Mega Drive
Sega Mega Drive (იაპონ. メガドライブ), ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი როგორც Sega Genesis — 16 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა კომპანია Sega-მ. Mega Drive იყო სეგას რიგით მესამე კონსოლი და Master System-ის მემკვიდრე. თავდაპირველად კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1988 წელს Mega Drive-ის სახელწოდებით. ერთი წლის შემდეგ, 1989 წელს Sega Genesis სახელით გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში. კონსოლს ევროპაში Mega Drive-ს სახელწოდების ქვეშ ავრცელებდა კომპანია Virgin Mastertronic, ავსტრალიაში – Ozisoft, ხოლო ბრაზილიაში – TecToy. სამხრეთ კორეაში Super Gam*Boy-ის სახელით (მოგვიანებით Super Aladdin Boy) დისტრიბუციას უწევდა Samsung.
Mega Drive / Sega Genesis | |
---|---|
ზედა:ორიგინალი იაპონური Mega Drive ქვედა: Sega Genesis Model 2 | |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 29 ოქტომბერი, 1988 ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989 PAL 30 ნოემბერი, 1990
|
საცალო გაყიდვაში |
1988-დღემდე იაპ 29 ოქტომბერი, 1988 ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989 PAL 30 ნოემბერი, 1990
|
შეწყდა |
|
გაიყიდა |
Sega:30.75 მილიონი Tec Toy: 3 მილიონი Majesco: 1.5 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Motorola 68000 @ 7.6 მგჰ Zilog Z80 @ 3.58 მგჰ |
ხმა |
Yamaha YM2612 Texas Instruments Sn76489 |
ონლაინ სერვისები | Sega Meganet, Sega Chanel, XBAND |
ყველაზე გაყიდვადი თამაში |
|
უკუთავსებადობა | Sega Master System |
წინა | Sega Master System |
შემდეგი | Sega Saturn |
კონსოლი შეიქმნა კვლევითი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰიდეკი სატო და მასამი ისიკავი[4]. კონსოლი ძირითად პროცესორად გამოიყენებდა Motorola 68000-ს[5], ხოლო მეორად პროცესორად — Zilog Z80. კონსოლს ჰქონდა 900-ზე მეტი ვიდეო თამაშის მხარდაჭერა, შექმნილი Sega-სა და სხვადასხვა მესამე პირის დეველოპერების მიერ და ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. Mega Drive უკუთავსებადია Sega Master System-თან. მას ასევე გააჩნდა სხვადასხვა პერიფერიებისა და ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა.
იაპონიაში Mega Drive-მა ვერ შეძლო Super Famicom-ისა და PC Engine-სთვის კონკურენციის გაწევა.[6], თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და ბრაზილიაში. მისი წარმატება განაპირობა მასზე პორტირებულმა არკადულმა თამაშებმა, ასევე Mega Drive-ის ექსკლუზივმა „Sonic the Hedgehog“ და რამდენიმე სპორტული თამაშების სერიამ. Super Nintendo Entertainment System გამოსვლის შემდეგ, აშშ-სა და ევროპის ბაზრის დასაპყრობად Mega Drive-სა და SNES-ის შორის გაიმართა კონკურენცია, რამაც გამოიწვია სხვა 16 ბიტიანი კონსოლების ბაზრიდან გამოდევნა. ამ პერიოდს ჟურნალისტები და ისტორიკოსები მოიხსენიებენ, როგორც „კონსოლების ომს“.
აშშ-ში საერთაშორისო პოლემიკამ თამაშებში ძალადობასთან დაკაშირებით (მაგალითად როგორიც არის „Night Trap“ და „Mortal Kombat“), სეგას აიძულა შეექმნა მსოფლიოში პირველი სათამაშო კონტენტის ექსპერტიზის სისტემა „Videogame Rating Council“ (Entertainment Software Rating Board-ის წინაპარი) ამ სისტემის შეფასებების მოხმარება, Sega-ს აძლევდა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას Nintendo-ს თამაშებთან მიმართებაში. ამ ფაქტმა აიძულა ნინტენდოს თავადაც შეერთებოდა Video Rating Council-ს.
მსოფლიოს მასშტაბით სულ გაიყიდა კონსოლის 30.75 მილიონი ასლი[7]. დამატებით, Tec Toy-მ ბრაზიალიაში გაყიდა 3 მილიონი ასლი[8][9], Majesco-მ – 1.5 მილიონი აშშ-ში, ხოლო Samsung-მა - Majesco-სთან შედარებით მცირე რაოდენობით სამხრეთ კორეაში. კონსოლი დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას ფანებს, კოლექციონერებსა და რეტროგეიმერებს შორის[10]. 2015 წელს ლიცენზირებული ხელახალი გამოცემის გაყიდვები დაიწყო ჩრდილოეთ ამერკისა და ევროპაში. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ინდი-დეველოპერი, რომელიც ქმნის თამაშებს აღნიშნული სისტემისთვის. სისტემის ბევრი თამაში ხელახლა გამოვიდა ახალი თაობის კონსოლებზე, რომლის გადმოტვირთვა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ სერვისებიდან, მათ შორის არის: Virtual Console, Xbox Live Arcade, PlayStation Network და Steam. 1994 წლის 22 ნოემბერს სეგამ გამოსცა რიგით მეოთხე კონსოლი Sega Saturn.
გალერეა
რედაქტირება-
ევროპული PAL ვერსია
-
Sega Genesis მოდელი 2
-
Genesis მოდელი 2, ინტეგრირებულ დამატებებთან, Sega CD 2-სა და 32X-თან ერთად
-
Sega Power Base-ის კონვერტერი
-
Sega Genesis-ის კონტროლერი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mega DriveSega-ს არქივზე (official website by Sega of Japanდაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine. ) (იაპონური)
- Sega Mega Drive-ისა და Super Nintendo-ოს შედარება დაარქივებული 2011-10-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sonic the Hedgehog GameTap Retrospective Pt. 3/4. GameTap. 2009-02-17. Event occurs at 1:25. https://www.youtube.com/watch?v=7mFs2v7XM4o. წაკითხვის თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Boutros, Daniel. (2006-08-04) Sonic the Hedgehog 2. Gamasutra. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Horowitz, Ken. (2006-03-28) Interview: Dr. Stephen Clarke-Willson. ციტირების თარიღი: 2011-12-26.
- ↑ How Sega Built the Genesis. Polygon. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2015.
- ↑ Schilling, Mellissa A. (Spring 2003). „Technological Leapfrogging: Lessons From the U.S. Video Game Console Industry“. California Management Review. University of California, Berkeley. 45 (3): 9.
- ↑ Kent, Steven L. (2001). The Ultimate History of Video Games: The Story Behind the Craze that Touched our Lives and Changed the World. Roseville, California: Prima Publishing, გვ. 447. ISBN 0-7615-3643-4.
- ↑ Zackariasson, Peter; Wilson, Timothy L.; Ernkvist, Mirko (2012) „Console Hardware: The Development of Nintendo Wii“, The Video Game Industry: Formation, Present State, and Future. Routledge, გვ. 158. ISBN 978-1-138-80383-1.
- ↑ Théo Azevedo. (30 ივლისი, 2012) Vinte anos depois, Master System e Mega Drive vendem 150 mil unidades por ano no Brasil Portuguese. UOL. ციტატა: „Base instalada: 5 milhões de Master System; 3 milhões de Mega Drive“ ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
- ↑ Sponsel, Sebastian. (16 ნოემბერი, 2015) Interview: Stefano Arnhold (Tectoy). Sega-16. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2015.
- ↑ Romhacking.net - Translations. ციტირების თარიღი: 2013-01-23.