Mortal Kombat
Mortal Kombat, შემოკლებით MK — ფანტასტიკური ჟანრის ორთაბრძოლების ამსახველი სერია, რომლის ავტორები არიან ედ ბუნი და ჯონ ტობიასი. თავდაპირველად სერიას ქმნიდა Midway Games. წლების განმავლობაში თამაშს სხვა ფირმებიც უშვებდნენ, თუმცა 2009 წლიდან მისი მფლობელი Warner Bros. Interactive Entertainment არის.[1]
Mortal Kombat | |
---|---|
სერიის ლოგო | |
ჟანრები | საბრძოლო |
დეველოპერ(ებ)ი |
Midway Games Avalanche Software Point of View, Inc. Eurocom Midway Studios Los Angeles Just Games Interactive Other Ocean Interactive NetherRealm Studios |
გამომცემელი |
Williams Entertainment Warner Bros. Interactive Entertainment |
შემქმნელ(ებ)ი |
ედ ბუნი ჯონ ტობიასი |
პლატფორმები | არკადული ავტომატი, Microsoft Windows, Sega Mega Drive, Sega Saturn, Dreamcast, Super Nintendo, Wii] Nintendo DS, Nintendo 64, Game Boy, Game Boy Advance, PlayStation, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Portable, PlayStation Vita, Xbox, Xbox 360, Xbox One, Java, iOS, ZX Spectrum, Android |
თავდაპირველი პლატფორმა | არკადა თამაში |
პირველი გამოცემა |
Mortal Kombat 8 ოქტომებერი, 1992 |
ბოლო გამოცემა |
Mortal Kombat XL 1 მარტი, 2016 |
სპინ-ოფები | მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშები, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმები, სატელევიზიო სერიალები, კომიქსები, კარტული თამაშები და სხვადასხვა შოუები |
სერიაზე მუშაობა დაიწყო ჟან-კლოდ ვან დამის ტიპაჟის მიხედვით. ეს იდეა ჩავარდა, მაგრამ მოხდა სერიის გადატვირთვა და წარმატება ჰქონდა არა მხოლოდ ძირითად ვიდეოთამაშებს, არამედ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო სერიალებს, კომიქსების წიგნებს, ბარათების თამაშს და სხვა პროდუქციას.
თამაშების ძირითადი ეპიზოდებია Mortal Kombat, Mortal Kombat II, Mortal Kombat 3, Ultimate Mortal Kombat 3 და Mortal Kombat Trilogy. ყველა ეს ეპიზოდი შემუშავებული იქნა ორგანზომილებიანი გრაფიკის გამოყენებით. მონაწილეები იყენებდნენ ხუთ სხვადასხვა საბრძოლო ილეთს.
სერია გამოირჩევა სისხლიანი სცენების დიდი რაოდენობით. თაყვანისმცემლებში განსაკუთრებით პოპულარულია მეტოქის საბოლოო განადგურების მეთოდი Fatality (ფატალურობა). იგი სრულდება ღილაკების გარკვეული კომბინაციის აკრეფის შემდეგ და გამოირჩევა მეტოქის მიმართ გამორჩეული ილეთის გამოყენებით.
თამაშები
რედაქტირებასათაური | წელი | თავდაპირველი პლატფორმა | პირტირება | შენიშვნები |
---|---|---|---|---|
Mortal Kombat (1992) | 1992 | არკადა | სხვადასხვა | ორიგინალი Mortal Kombat. |
Mortal Kombat II | 1993 | არკადა | სხვადასხვა | პირველი ნაწილის გაგრძელება. |
Mortal Kombat 3 | 1995 | არკადა | სხვადასხვა | Mortal Kombat II-ის გაგრძელება |
Ultimate Mortal Kombat 3 | 1995 | არკადა | სხვადასხვა | Mortal Kombat 3-ის განახლებული ვერსია. |
Mortal Kombat Trilogy | 1996 | PS1, N64, Saturn | Windows, Game.com, R-Zone | Ultimate Mortal Kombat 3-ის დამატება. |
Mortal Kombat 4 | 1997 | არკადა | PS1, N64, Windows | პირველი 3D თამაში სერიიდან და Mortal Kombat 3-ის გაგრძელება. |
Mortal Kombat Mythologies: Sub-Zero | 1997 | PS1, N64 | არ არის | მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის სპინოფი საბ-ზიროს შესახებ. Mortal Kombat-ის პრიკველი. |
Mortal Kombat Gold | 1999 | Dreamcast | არ არის | Mortal Kombat 4-ის განახლებული ვერსია. |
Mortal Kombat: Special Forces | 2000 | PS1 | არ არის | მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის სპინოფი ჯეკსის შესახებ. Mortal Kombat-ის პრიკველი. |
Mortal Kombat: Deadly Alliance | 2002 | PS2, GCN, Xbox | GBA (2003) | Mortal Kombat 4-ის გაგრძელება. |
Mortal Kombat: Tournament Edition | 2003 | GBA | არ არის | Deadly Alliance-ის Game Boy Advance-ის ვერსია |
Mortal Kombat: Deception | 2004 | PS2, GCN, Xbox | არ არის | Deadly Alliance-ის გაგრძელება. |
Mortal Kombat: Shaolin Monks | 2005 | PS2, Xbox | არ არის | მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის სპინოფი ლიუ კენგისა და კუნგ ლაოს შესახებ, მოქმედება მიდის MK საMKII-ის შორის. |
Mortal Kombat: Unchained | 2006 | PSP | არ არის | Deception-ის PSP-ის ვერსია. |
Mortal Kombat: Armageddon | 2006 | PS2, Xbox | Wii (2007) | Deception-ის გაგრძელება და ორიგინალი ძირითადი სერიების უკანასკნელი თამაში. |
Ultimate Mortal Kombat | 2007 | NDS | არ არის | Ultimate Mortal Kombat 3-ის კიდევ ერთი განახლებული ვერსია. |
Mortal Kombat vs. DC Universe | 2008 | PS3, X360 | არ არის | არის არაკანონიკური გადახვევა სერიიდან, და პირველი თამაში სერიიდან, რომელსაც მიენიჭა Teen რეიტინგი (ქართ. მოზარდი) ESRB-ისგან. |
Mortal Kombat (2011) | 2011 | PS3, Xbox 360 | PS Vita (2012) | ერთდროულად მოიცავს Mortal Kombat-ის, Mortal Kombat II-ისა და Mortal Kombat 3-ის ისტორიას. |
Mortal Kombat Arcade Kollection | 2011 | PSN, XBLA | PC (2012) | მოიცავს MK-ს, MKII-სა და UMK3-ს. |
Mortal Kombat: Komplete Edition | 2012 | PS3, Xbox 360 | PC (2013) | 2011 წელს გამოსული Mortal Kombat-ის განახლებული ვერსია. |
Mortal Kombat X | 2015 | PC, PS4, Xbox One[2] | Android, iOS | 2011 წელს გამოსული თამაშის გაგრძელება. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Midway sale to Warner Bros. approved
- ↑ TRMK Features - Interview Mortal Kombat X Ed Boon E3 2014. Trmk.org. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2014.