R-Zoneმეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, (თავდაპირველად თავზესადგამი, მოგვიანებით პორტატიული კონსოლი) წარმოებული და გამოცემული კომპანია Tiger Electronics-ის მიერ. კონსოლი წარადგინეს ამერიკის სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე 1995 წლის თებერვალში,[1] ხოლო გამოვიდა იმავე წლის ბოლოს.[2]

R-Zone
მწარმოებელი Tiger Electronics
ტიპი პორტატიული კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი 1995
შეწყდა 1997
მედია სათამაშო კარტრიჯი
წინა Quiz Wiz
შემდეგი Game.com

ორიგინალი R-Zone შეიცავდა თავზე გასაკეთებელ მოწყობილობას და ბატარეებზე მომუშავე განცალკევებულ სათამაშო კონტროლერს[3][4] თითოეულ სათამაშო კარტრიჯს გააჩნდა საკუთარი გამჭირვალე LCD ეკრანი, რომელიც მაგრდებოდა ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობაზე, ისე, რომ ეკრანი პირდაპირ მოთამაშის თვალს უსწორდებოდა.[5] კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 29,99 აშშ დოლარს.

1996 წლის ბოლოს გამოვიდა კონსოლის პირველი ვარიანტი — R-Zone Super Screen, რომლის ფასი წინამორბედის მსგავსად, 29,99 აშშ დოლარი ღირდა.[6] მას გააჩნდა ნაწილობრივ ფერადი ეკრანი, რაც ნიშნავდა იმას, რომ თამაშის დროს უკანა ფონი ფერადი იყო, ხოლო მასში ასახული ანიმაცია შავ-თეთრი. ეკრანის ზომა შესამჩნევად გაზრდილი იყო სხვა მოდელებთან შედარებით.[6]

1997 წელს გამოვიდა კონსოლის სრულიად პორტატიული ვერსია — X.P.G. Xtreme Pocket Game,[3] რომელიც აგრეთვე იყენებდა AAA-ბატარეებს. მალე ამას მოჰყვა მორიგი პორტატიული ვერსიის The R-Zone DataZone გამოცემა.

მიუხედავად დაბალი ფასისა, R-Zone მეტად წარუმატებელი პროდუქტი აღმოჩნდა და მისი წარმოება შეწყდა 1997 წელს. ის, აგრეთვე უარყოფითად დაახასიათეს კრიტიკოსებმა. „Chicago Tribune“-ის ჟურნალისტმა დეივიდ ჯოუნსმა „ფულისა და დროის უაზრო ხარჯვა“ უწოდა.[2] 2008 წელს GamesRadar+-ის ჟურნალისტმა მიკელ რეპარაზმა R-Zone შეიყვანა სიაში „იმ დროში გამოსული 10 ყველაზე ცუდი კონსოლი“.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Hanrahan, Brendan. (28 თებერვალი, 1995) The Noise on Toys. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-02. ციტირების თარიღი: 2016.
  2. 2.0 2.1 Jones, David. (28 ნოემბერი, 1995) Save For X-mas, Skip The R-zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-02. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2016
  3. 3.0 3.1 Edwards, Benj. (2006-09-11) Retro Scan of the Week: Tiger's R-Zone — the Ultimate Eye Strain Device.
  4. The Strange (and Rare) Videogame Pics Page. tripod.com.
  5. „In the Zone: A Miniature Virtual-Reality System for $30“ (PDF). Electronic Gaming Monthly. Sendai Publishing (77): 26. December 1995.
  6. 6.0 6.1 „Tidbits...“ (PDF). Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (89): 24. December 1996.
  7. Reparaz, Mikel (23 თებერვალი 2008). „The 10 worst consoles ever“. GamesRadar+. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=R-Zone&oldid=4703551“-დან