Game.comმეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Tiger Electronics-ის მიერ, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo-ს Game Boy-სთვის.[2] Game.com აშშ-ში გამოვიდა 1997 წლის აგვისტოში,[3] იმავე წლის ბოლოს — გაერთიანებული სამეფოში. 1999 წლის შუა პერიოდში გამოიცა კონსოლის შემცირებული ვერსია Game.com Pocket Pro.

Game.com

ორიგინალი Game.com
მწარმოებელი Tiger Electronics[1]
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი Game.com
[[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]] აგვისტო, 1997
UK 1997
Game.com Pocket Pro [[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]] მაისი/ივნისი, 1999
თავდაპირველი ფასი 69.95 აშშ დოლარი (ორიგინალი მოდელი)
29.99 დოლარი (Pocket Pro)
შეწყდა 2000
გაიყიდა 300,000
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 4 × AA ბატარეა ან AC ადაპტერი (ორიგინალი მოდელი)
2 x AA ბატარეა (Pocket Pro)
პროცესორი Sharp SM8521
კავშირი 14,4 kbit/s მოდემი

სისტემა ვიზუალურად წააგავდა Sega-ს Game Gear-ს. იგი მოიხმარდა Sharp-ის SM8521 8-ბიტიანი ცენტრალურ პროცესორს და შავ-თეთრ სენსორულ ეკრანს.[4] ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებოდა 4 ცალი AA ბატარეა[4] ან AC ადაპტერი. ორიგინალ მოდელს ინტერნეტზე მისაერთებლად ჰქონდა 14,4 kbit/s მოდემის მხარდაჭერა მრავალმოთამაშიან რეჟიმში სათამაშოდ.[5]

Game.com პირველი კონსოლია, რომელსაც გააჩნდა სენსროული ეკრანი და ინტერნეტზე მიერთების შესაძლებლობა. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 69.95 აშშ დოლარს.[6] მასში ჩაშენებული იყო ბანქოს თამაში „Solitaire“, ხოლო კომპლექტში მოჰყვებოდა თამაში: „Lights Out“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 20 თამაში,[7] რომელთა უმეტესობა შეიმუშავა Tiger Electronics-მა.[8] კარტრიჯის ფასი მერყეობდა 14-დან 30 დოლარამდე.[9]

1999 წლის ივნისში 29.99 აშშ დოლარად გამოვიდა კონსოლის შემცირებული ვერსია Game.com Pocket Pro, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ხუთ სხვადასხვა ფერში. წინამორბედისგან განსხვავებით ესაჭიროებოდა მხოლოდ ორი ცალი AA ბატარეა, თუმცა არ გააჩნდა ინტერნეტთან დაკავშირების ფუნქცია. 2000 წელს მისი წარმოება შეწყდა.[10] საერთო ჯამში გაიყიდა Game.com-ის 300,000-ზე ნაკლები ეგზემპლარი.

რესურსები ინტერენტში

რედაქტირება
  1. „Computerworld“. 31 (51). IDG Enterprise: 63. ISSN 0010-4841. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. Beck, Rachel (10 თებერვალი, 1997). „New toys linked to movies“. Battle Creek Enquirer. Associated Press. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Simross, Lynn (12 აგვისტო, 1997). „Play, Then Get Serious“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 „New Handheld Roars into Portable Market“. Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (94): 19. მაისი, 1997. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Beuscher, Dave. Game.com Biography. AllGame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი, 2014.
  6. „Game-player plus“. Philadelphia Daily News. 21 აგვისტო, 1997. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. Games for the Game.com. AllGame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერივმნ, 2014.
  8. Reparaz, Mikel (29 მარტი, 2011). „The Top 7... failingest handhelds“. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-02. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Tiger Roars“. GamePro. ივლისი, 1999. p. 42. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. Zigterman, Ben (December 16, 2013). „The 10 worst video game consoles of all time“. bgr.com.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game.com&oldid=4253896“-დან